ძველი მეტოქეები, ნაზი პაიკიძე და მარიამ დანელია ერთმანეთს ეროვნულ ჩემპიონატშიც დაუპირისპირდნენ და გამარჯვება კვლავ ამ უკანასკნელს დარჩა
ამას წინათ მოსკოვიდან დაბრუნებულმა დიდოსტატმა ნაზი პაიკიძემ (2455) "ლელოსთან" ინტერვიუსას იხუმრა: საქართველოს ასაკობრივ პირველობებში მარიამ დანელიას (2248) გადამკიდე ოქროს მედალს ვერ ვეღირსეო. ახალგაზრდა მოჭადრაკეების ბედი გუშინ ეროვნული ჩემპიონატის მე-7 ტურში კვლავ გადაიკვეთა. თეთრებით დანელია თამაშობდა, რომელმაც 24-ე სვლაზე აიძულა მეტოქე, საათი გაეჩერებინა.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის დაწყებამდე ხუთიოდე წუთი რჩებოდა, საერთაშორისო ოსტატმა, ხუთი შვილის დედა სოფიო ნიკოლაძემ (2254) ტურნირში მონაწილეობა რომ გადაწყვიტა. ისე კარგად ითამაშა, რომ უმაღლეს ეშელონში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა და აი, აქაც ტოლს არ უდებს რეიტინგში მასზე ბევრად მაღლა მდგარ მეტოქეებს. გუშინ მან თეთრებით საქართველოს შარშანდელ ბრინჯაოს პრიზიორ მაია ლომინეიშვილს (2345) მოუგო 28-ე სვლაზე. საქართველოს ჩემპიონმა სალომე მელიამ (2449) ერთი სვლით მეტი მოანდომა შავი ფიგურებით მერი არაბიძის (2315) დამარცხება. ერთპიროვნულმა ლიდერმა ბელა ხოტენაშვილმა (2440) მირანდა მიქაძეს (2362) აჯობა. საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ნინო ხურციძეს (2436) მაკა ფურცელაძის (2323) წინააღმდეგობის დასაძლევად 65 სვლა დასჭირდა.

ამდენად, გუშინდელ მე-7 ტურში ყველა შეხვედრა შედეგიანი აღმოჩნდა. ეტყობა, ჩემპიონატის მონაწილეთა ნაწილმა ერთდღიანი შესვენება ნაყოფიერად გამოიყენა.

7 ტურის შემდეგ 5 ქულით (6 შეხვედრიდან) კვლავ ერთპიროვნულად ხოტენაშვილი მეწინავეობს. 4,5-4,5 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ხურციძე და მელია იყოფენ. მომდევნო ადგილებზე მოდიან: ნიკოლაძე-4, ფურცელაძე (6), ჯავახიშვილი, ლომინეიშვილი (6), დანელია - 3,5-3,5, ხუხაშვილი (6), ბაციაშვილი (6) - 2,5-2,5, პაიკიძე (6), მიქაძე - 2-2, არაბიძე (6) - 1 ქულა.

დღეს მე-8 ტურში ითამაშებენ: მიქაძე-არაბიძე, ხურციძე-ხოტენაშვილი, ლომინეიშვილი-ფურცელაძე, ხუხაშვილი-ნიკოლაძე, პაიკიძე-ჯავახიშვილი, ბაციაშვილი-დანელია. მელია ისვენებს.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე