სად და როგორ ეძებს ფეხბურთელებს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანთან და ორივე მოიგო - 2:0 და 2:1.

ჩვენი გუნდი 16 ივნისს ყაზახეთში გაფრინდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს "პრეზიდენტის თასის" გათამაშებაში.

გამგზავრების წინ "ლელო" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გოჩა ავსაჯანიშვილს გაესაუბრა:

- ბატონო გოჩა, თავდაპირველად აზერბაიჯანთან გამართული ორი ამხანაგური მატჩი შევაფასოთ...

- აზერბაიჯანის ამ ფორმაციის ნაკრებს ძალიან კარგად ვიცნობდით. მათ უკვე ვეთამაშეთ საერთაშორისო ტურნირზე, რომელშიც საბერძნეთი და ყაზახეთიც მონაწილეობდნენ. ჩვენ იქ მეორე ადგილი დავიკავეთ. ფინალური შეხვედრა სწორედ აზერბაიჯანელებთან წავაგეთ. იმ თამაშის გახსენება აღარც მინდა. რბილად რომ ვთქვათ, არ იყო იდეალური მსაჯობა...

რაც შეეხება თბილისში გამართულ ორ ამხანაგურ შეხვედრას, ამაზე თანამიმდევრობით მოგიყვებით.

პირველ შეხვედრაში ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო. ორი ბურთი გავიტანეთ და, სულ მცირე, კიდევ ხუთი უნდა გაგვეტანა. ძალიან ხშირად ისე ხდებოდა, რომ მეტოქე მცველებს ცარიელი კარიდან გამოჰქონდათ ბურთი.

მეორე მატჩის შემდეგ კი ჩვენ 4 ფეხბურთელი უნდა გაგვეცხრილა ყაზახეთში გამგზავრების წინ. ამიტომ, ძირითადი შემადგენლობის თერთმეტივე მოთამაშე შევცვალეთ. ამის მიუხედავად, მოწინააღმდეგეს მაინც ვაჯობეთ. ვაგებდით, მაგრამ 2:1 მოვიგეთ.

- როგორი განწყობით მიემგზავრებით ყაზახეთში?

- განწყობა საბრძოლოა. ჩვენს ჯგუფში არიან რუსეთი, ბელარუსი და აზერბაიჯანი. მეორე ჯგუფი შედარებით სუსტია, მაგრამ მე ამ საკითხს ასე ვუყურებ - რაც უფრო ძლიერ მეტოქეებთან მოგვიწევს საქმის დაჭერა, მით უფრო კარგია ჩვენი გუნდისთვის. სწორედ ასეთ მოწინააღმდეგეებთან თამაშში უფრო ჩანს ფეხბურთელის ძლიერი და სუსტი მხარეები.

- ტურნირზე რუსეთთან მოგიწევთ ძალების მოსინჯვა. რაც უნდა იყოს, მაინც განსაკუთრებული მატჩი გვექნება...

- კი, ასე იქნება...

- როგორ მიდიოდა სელექცია? აითვისეთ თუ არა მთელი საქართველოს რესურსი? ხომ არ არის ეს მხოლოდ თბილისის ნაკრები?

- ამ ნაკრებში თამაშობენ 1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები. შემიძლია, ხატზე დავიფიცო - რაც ამ გუნდის მწვრთნელად დავინიშნე, ორჯერ დავარტყი წრე მთელ საქართველოს. ყველა რეგიონში ვიყავი და ჩავატარე შერჩევები. ამას დამიმოწმებს ყველა რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელი.

სხვა საქმეა, რომ ნიჭიერი ფეხბურთელები სხვადასხვა რეგიონიდან მაინც თბილისისკენ მოდიან. ეს ბუნებრივი პროცესია და ჩვენ ვერ შევაჩერებთ.

- თუ არიან გამორჩეული ფეხბურთელები ამ ნაკრებში?

- რა თქმა უნდა, ყველა გუნდს ჰყავს თავისი ლიდერები, მაგრამ მე მწვრთნელი ვარ და ვიტყვი ასე - ჩემს გუნდში ყველა კარგი ფეხბურთელია. ამ ეტაპზე, ვერ დავიწყებ ბიჭების დახარისხებას. ეს ხომ საქართველოა - თავისებური ხასიათის ხალხი ვართ. თქვენს გაზეთს უამრავი მკითხველი ჰყავს. წაიკითხავს ის ბავშვი ამას და შეიძლება, ცუდად იმოქმედოს მის განვითარებაზე.

- ყაზახეთის მერე რა გეგმები აქვს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს?

- გადაწყვეტილია, რომ აგვისტოს დასაწყისში პოლონეთის საერთაშორისო ტურნირში ვითამაშებთ. აზერბაიჯანის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ძალიან უნდა, რომ ორი ამხანაგური მატჩი ვითამაშოთ ბაქოში. ამბობს, ოღონდ თქვენ ჩამოდით და ყველა ხარჯს ჩვენი მხარე აიღებს თავის თავზეო...

- ამის შემდეგ კი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯერი დადგება...

- უნგრეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. შესარჩევი ციკლი 26 ოქტომბერს დაიწყება უნგრეთში. ელიტრაუნდში ჯგუფის ორი მოწინავე გუნდი გადის და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც სწორედ გამორჩეულ დუეტში მოხვედრაა.

- ამ ასაკში თუ არიან ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ?

- გვყავს ერთი ფეხბურთელი შუა აზიაში. ის თავისი გუნდის კაპიტანია. დავურეკეთ, შევთავაზეთ, მაგრამ თავი შორს დაიჭირა.

- ცხადია, ამ ასაკში ლეგიონერები გვეყოლება რუსეთში, უკრაინაში, პოსტსაბჭოეთის სხვადასხვა ქვეყანაში...

- დაწერეთ პირდაპირ: სადაც უნდა იყოს ქართველი ფეხბურთელი, მაცნობეთ და გოჩა ავსაჯანიშვილი გაძლევთ პირობას, რომ თუნდაც ფეხით ჩავა იქ და ყველა ფეხბურთელს ნახავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Manana
რა სასაცილოა ეს კველაფერი. არ ამოვიგოთ ხმა არა!!!!!!!!!!!!!!!!
ნინო
წარმატებები მინდა გისურვო ბატონო გოჩა.სულ წინ გამარჯვებული გევლოთ თქვენ ბიჭებთან ერტათ
avsanj
ვინ ხარ შე .. ასე რომ იცავ ამ კასც ...
genacvale
ნუყრებ ამ ბოგმიანესბს მიდ ავსაჯან გენაცვალე ამატდდდდდდდდდ
dudu
რომელი გყავს გუნდში მთელი საქართველოდან ... და .... სულ სამი გუნდიდან გყავს ფეხბურთელები შერჩეული. რა გეტყობა, რომ ფეხით დადიხარ ფეხბურთელების სანახავად. ყველა მწვრთნელი ერთი ბანჯო ხართ თითქმის. განსაკუთრებით ნაკრების დროს. ვინ მეტს გამოდის ის არის ნაკრებში. ფეხით ჩავა, სად იყავი ერთი დაწერე და ვის შეხვდი?
DATO
მომეწონა ნაკრები იქნებ კარგი თამაში აჩვენონ მაგრათ ვბალეშიკობ წარმატებები ბიჭებო აბა თქვენ იცით არ შეგვარცხვინოთ
gio
ორი ბურთი ვინ გაიტანა რატო არ ამბობთ ქიმერას გოლები არ მოგეწონათ? მე ქიმერას ფანი ვარ ნაგდად მაგრათ მევასება
dato
ვიყავი თამაშზე მაგრათ მომეწონა ძირითადი შემადგენლობა საგოლ ბიჭები
GIO
გოჩა მას მართლა კარგი ნასკრები გყავთ წარნმატებები მინდა გისურვოთ მაგრამ ერთი თავდამსხმელი რატო მოგცონს ვერ გავიგე გვარს არ ვამბობ ეგ რაში გამოგადგება ვერ გავიგე მაინც წარმატებები თქვენი გულშემატკივარი ვარ მაგარი
juba
კრიტიკა და პრეტენზია ბევრი ისმის ხოლმე ჟურნალისტებისგან, ამ დროს ქვეყნის ნაკრებ ასაკობრივი,კი ასაკობრივი, მაგრამ მაინც ქვეყნის ნაკრები თამაშიბს 12-ში და სამი დღის განმავლობაში არავითარი ინფორმაცია არც ანგარიშზე ,არც შემადგენლობაზე. ყაზახეთში ვინ წავიდა?თბილისში ევროპის შესარჩევი ტურნირი ტარდება,რაღაც შანსია რადგან ჩვენთან ტარდება და თამაშზე მოდის 1000-მდე გულშემატკივარი,აქედან ალბათ ნახევარზე მეტი ნათესავი და ახლობლები ამ ბავშვების. ეხლა მითხარით-რატომ უნდა მოუგოს ასეთი ქვეყნის პირველმა ნაკრებმა გინდაც ფარერებს???
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა