"რვა თვე უხელფასოდ ვიმუშავე და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დადებითი შედეგი გვქონოდა"
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, რუსეთის ნაკრებმა ავსტრიასთან საშინაო მატჩი წააგო და სატურნირო ვითარება უკიდურესად გაირთულა.

რუსები მესამე ადგილზე არიან ჯგუფში და გვარიანად ჩამორჩებიან ლიდერებს, შვედეთს და ავსტრიას. მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ კარგ შემთხვევაში, რუსეთის ნაკრები მესამე ადგილზე დარჩება და დიდი ალბათობით, პლეი ოფში მოუწევს ბრძოლა.

ჩვენ ჩრდილოელ მეზობლებს ვერ აქვთ კარგად საქმე და ამად იყო, რომ გუშინ, ეროვნული ნაკრების მთავარი წვრთნელის პოსტიდან ფაბიო კაპელოს გათავისუფლების შესახებ გავრცელდა ცნობები. ითქვა ისიც, რომ უახლოეს მომავალში იტალიელ სპეციალისტს ლეონიდ სლუცკი შეცვლის.

თუმცა, მოგვიანებით, რუსეთის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდზე შემდეგი წერილი გავრცელდა:

"სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაპელო გათავისუფლებლია რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ჯერჯერობით, კაპელო ნაკრების მწვრთნელია, გადაწყვეტილებას კი აღმასკომის უახლოეს სხდომაზე მივიღებთ. მიღებული გადაწყვეტილება პირველ რიგში, ჩვენს ოფიციალურ საიტზე განთავსდება".

მოკლედ, რუსეთის საფეხბურთო კავშირს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ კაპელო დატოვებს რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს.

ამ თემაზე, რამდენიმე კითხვას რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა უპასუხა.

- მიგაჩნიათ თუ არა, რომ კაპელომ უნდა დატოვოს რუსეთის ნაკრები?

- კი, დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კაპელო უნდა გაათავისუფლონ დაკავებული პოსტიდან.

- კი, მაგრამ თქვენ ხომ დიდხანს იცავდით მას...

- ნამდვილად ასეა, მაგრამ მოთმინების ფიალა ამევსო. ფაბიო კაპელოს რუსული ფეხბურთისთვის კარგი არაფერი მოუტანია და ეს არის რეალობა, რომელსაც ვერსად გავექცევით.

- თუ კაპელოს კონტრაქტს გავუწყვეტთ, მისთვის სოლიდური კომპენსაცია გვექნება გადასახდელი...

- ფინანსები უნდა მოვიძიოთ, რადგან კაპელო გასაშვებია.

კაპელო: 8 თვე უხელფასოდ ვიმუშავე

ფორმალურად, ფაბიო კაპელო ჯერ კიდევ რუსეთის ნაკრების მწვრთნელია, მაგრამ პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირის უახლოეს აღმასკომზე მას გაათავისუფლებენ. ჟურნალისტთა შეკითხვებს თავად კაპელომაც უპასუხა.

- რამდენი მატჩი უნდა ჩააგდოთ, რომ თქვენით მიიღოთ წასვლის გადაწყვეტილება?

- შემდეგი კითხვა...

- არც კი გვახსენდება ასე როდის დაჯაბნეს რუსეთის ნაკრები. არ აპირებთ წასვლას?

- ამ თემაზე იმ ხალხთან ვილაპარაკებ, ვინც დამიქირავა. რვა თვე უხელფასოდ ვიმუშავე და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დადებითი შედეგი გვქონოდა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- რას ეტყვით იმ ხალხს, ვინც მიიჩნევს, რომ კაპელო ჩიხია რუსეთის ნაკრებისთვის?

- კრიტიკა ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია და ამას უკვე მიჩვეული ვარ. კონსტრუქციულ კრიტიკას ყოველთვის მივიღებ, დღეს კი სხვას ვერაფერს გეტყვით...

საკი კაპელოს გამოექომაგა

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი ფაბიო კაპელოს გამოექომაგა და ისეთი კომენტარი გააკეთა, რომელიც რუსებს ნამდვილად არ მოეწონებოდათ:

"გავიგე, რომ რუსეთში ყველაფერი ფაბიო კაპელოს დააბრალეს და მის გათავისუფლებას აპირებენ. ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან სწორედ ფაბიოს დონის მწვრთნელს შეუძლია რუსეთის ნაკრების ჭაობიდან ამოყვანა. ნუთუ კაპელოს აბრალებენ იმას, რომ რუსული ფეხბურთი ღრმა კრიზისშია და მძიმე პერიოდი უდგას. მათი ნაკრების ფეხბურთელებს ვერც კი ვიხსენებ და არ მიკვირს, რომ კაპელოს უჭირს მწირი რესურსით ფონს გასვლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ემზარი
სწორია ჰინდიკის დროს რუსებმა მეოთხედფინალამდე მიაღწიეს მაგრამ ეს იყო და ეს ისეთი დიდი ქვეყნისათვის როგორიც რუსეთია ეს არ არის დიდი მეღწევა კაპელო დიდი დონის მწვრთნელია და ყველაფერი მას გადააბრალო არ მგონია სწორი იყოს მწვრთნელი დარიგებებს იძლება დანარჩენი ფეხბურთელების უნარზე კლასზე და თამაშზე არის დამოკიდებული ერთხელ თუ არ ვცდები კამერუნის ნაკრების მწვრთნელმა თქვა მომეცით მარადონა და ჩვენც ჩემპიონები გავხვდებითო
qutaiseli
რუსებს როაქვთ სპორტი განვითარებული ზოგადად იმის ნახევარს მივაღწიოთ და იმითაც მადლობელი ვიქნები.ისე რას ვჩივარ კაპელოს ერთი მაგისიც და რუსეთის ნაკრების კიდე ჩვენი როა ჩაოხრებული ესარი სადარდებელი თორე ისინი კი მიხედავენ თავისას.
Rezo
ღრუსებს პირიქით ჩვენ მოვუგებთ. ეჭვიც არ შეგეპაროთ!
სახელი
მაგრად უნდა გიბერავდეს ღრუსებს რო ემუშაო უხელფასოდ თან 8 თვე
emzars
ჰიდინკის დროს როდესაც მეოთხედფინალამდე მივიდნენ ერტი ის კი ვიცი რო ეხა ჩვენ რო შეგვხდვნენ მაგრად შეგვარხვენენ და ფეხბურტის სიყვარულს გაგვიქრობენ)
ემზარი
რუსები ვერ თამაშობენ იმ დონეზე რომელიც ჭირდება ნაკრებს რომ მიაღწიოს წარმატებებს და აბრალებენ მწრვთნელს კაპელო კი უმაღლესი დონის სპეციალისტია მათზეა ნათქვამი კაცმა ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო კი მაგრამ რომელი მწვრთნელის ხელში მიაღწია დიდ წარმატებებს რუსეთმა? რაღაც არ მახსოვს
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"დღევანდელი მსაჯობა მაფიაა" - კაპელოს მკაცრი კრიტიკა და შესაძლო გამოსავალი
"არ დაგვავიწყდეს, რომ სპალეტის გუნდი გადმოიბარა, რომელსაც..." - კაპელო გატუზოს გაშვების წინააღმდეგია
კაპელო: "კვარა" პსჟ-ში სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
კაპელო: "ატალანტას" გაუმართლა, რომ მხოლოდ ექვსი გოლი გაუშვა
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს