''რეალს'' აშკარა პენალტი წაართვეს, და მაინც...

ბუნებრივია, სეზონის პირველი ნახევრის ბოლო ტურში ყველაზე დიდი აჟიოტაჟი "რეალის" ფრემ გამოიწვია, "სამეფო კლუბი" ანდალუსიაში პრიმერას მაჩანჩალა "ალმერიას" ესტუმრა და მარცხს გადაურჩა - 1:1. ორი ქულის დაკარგვამ კი საჩემპიონო დოღში ჩაბმულ "რეალს" "ბარსელონასთან" ჩამორჩენა ოთხ ქულამდე გაუზარდა. მოკლედ, ლა ლიგის ნახევარი "ბარსამ" უკეთ გაიარა, ვიდრე "რეალმა". ჟოზე მოურინიო საგონებელშია, მან ურთიერდაპირისპირებაში საშინელი მარცხი იწვნია (0:5 "კამპ ნოუზე") და ვერც დანარჩენ 18 ტურში აჯობა კატალონიურ გრანდს, აჯობა კი არა, ქულით ნაკლები აიღო.

მატჩის შემდეგ პორტუგალიელი იხტიბარს არ იტეხდა: "ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ამ თამაშით ჩემპიონატის მხოლოდ ნახევარი დასრულდა, წინ კიდევ ბევრი დროა. ჩემპიონის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა. დღემდე 15 თამაში მოვიგეთ, 2 ფრედ ვითამაშეთ და მხოლოდ ერთხელ წავაგეთ. ეს კარგი შედეგია, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემპიონობისთვის საკმარისი არ არის. ლა ლიგის მეორე ნახევარში უნდა მოვუმატოთ, თუ ტიტულის მოგება გვსურს. "ალმერიას" წინაშე ქედს ვიხრი, ამ გუნდმა ძალზე მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა, ყოჩაღ მათ. ჩვენ კი რიტმიდან ამოვარდნილები ვიყავით, მაშინ, როცა მეტოქე ორგანიზებულად იცავდა თავს."

მოურინიომ თქვა, რომ მსაჯობაზე არაფერს ვიტყვიო, მაგრამ შემდეგ მთელი ტრიადა მოაყოლა: "არ მიყვარს მსაჯობის შეფასება, და როცა მათზე არაფერს ვამბობ, ესე იგი მათ ბევრი დააშავეს მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ ახლახან მათ ჩვენს კარში აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი ბურთი ჩათვალეს. ამ არბიტრს, პერეს ლასას მე დიდი ხანია ვიცნობ ესპანეთში ადრეული მუშაობის ხანიდან. მინდა ვთქვა, რომ ის სულაც არ შეცვლილა - პერეს ლასა 2011-შიც ისეთივეა, როგორც 1996 წელს იყო."

და რა დააშავა პერეს ლასამ "ალმერიასთან" მატჩში? გარდა იმისა, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში უაზროდ ერჩოდა კრიშტიანო რონალდოს, მან მატჩის მიწურულს აშკარა პენალტი არ დანიშნა "ალმერიას" კარში. არ გეგონოთ, ეს ჩვენი დასკვნაა, ასე ფიქრობენ მადრიდულ კლუბში და ასე სჯერათ "რეალის" გულშემატკივრებსაც. ვფიქრობთ, პენალტი მართლაც იყო - თუ კარგად დააკვირდებით ფოტოს, როცა კრიშტიანო რონალდო საჯარიმოს ურტყამდა მთელი ცოცხალი კედელი საჯარიმოში იყო, ასე რომ, როცა "ალმერიას" ნახევარმცველმა მოდესტ მბამიმ ბურთი ხელით გააჩერა, ის საჯარიმოს ფარგლებში იყო და შესაბამისად პენალტი უნდა დანიშნულიყო. სხვა საქმეა, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს აქამდე არ უნდა მიეყვანა საქმე მაჩანჩალასთან შეხვედრაში.

მოურინიოსავით ოპტიმისტია "რეალის" დირექტორი ხორხე ვალდანოც. არგენტინელს მიაჩნია, რომ ამ ფრით სამყაროს დასასრული არ მოსულა, წინ ნახევარი სეზონია. "ჩვენ გვიან გავიტანეთ გოლი, რის გამოც ფეხბურთელები ცოტა ანერვიულდნენ. რა თქმა უნდა, შოკირებულნი ვართ, დაუგეგმავი ქულები დაიკარგა. ასეთი რამ იშვიათად, თუმცა მაინც ხდება. ვფიქრობ, იმაზე დაბალი ტემპით ვითამაშეთ, ვიდრე გულშემატკივარს უყვარს და საჭიროა. ლიგის ბედი, შეიძლება, ერთმა-ორმა ქულამ გადაწყვიტოს, მაგრამ წინ ჯერ კიდევ ბევრი თამაშია". ფაქტობრივად იმავე პათოსით ილაპარაკეს მატჩის შემდეგ ალვარო არბელოამ, კაკამ და "რეალის" მხსნელმა ამ თამაშში ესტებან გრანერომ: "ვიცი, რომ მაინცდამაინც კარგად ვერ გავისარჯეთ, უნდა მოგვეგო. თუმცა თავად ნელ-ნელა სულ უფრო შევდივარ ფორმაში. დაკარგული ჯერ არაფერია, "კლასიკოს" მეორე წრეში შინ ვთამაშობთ, ეს კი დიდი პლუსია", - განაცხადა კაკამ, რომელმაც ამ სეზონში პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში და, როგორც ამბობენ, ამით ვალდანოს რისხვა დაიმსახურა მოურინიომ. ვალდანოს კაკას საწინააღმდეგო არაფერი აქვს, არგენტინელს სურდა, ისევ ბენზემას ეთამაშა შეტევაში, მის ნაცვლად კი რონალდო ვიხილეთ.

ოფიციალურად ვალდანომ მხოლოდ ის თქვა, რომ მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვის ათამაშებს, ჩვენ მხოლოდ მაყურებლები ვართო. თუმცა ამ ნათქვამიდანაც ჩანს, რომ მას "განსაკუთრებულის" ექსპერიმენტი არ მოეწონა. "ვულოცავ "ალმერიას" ქულას, მათ კარგად ითამაშეს. ამიერიდან ყველა დარჩენილი მატჩი ჩვენთვის ფინალია და ყველა უნდა მოვიგოთ", - აცხადებს სერხიო რამოსი. "გიჟი უნდა იყო, რომ ახლავე ყურები ჩამოყარო, წინ ნახევარი სეზონია. ჩვენ ნებისმიერ სტადიონზე შეგვიძლია თამაშის მოგება. გამარჯვება, მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ ყველა დარჩენილ შეხვედრაში", - განაცხადა ალვარო არბელოამ. "მწვრთნელის ტაქტიკას უნდა მოვერგოთ, მან უკეთ იცის ყველა რთული სიტუაციიდან გამოსავალი. წინ კიდევ ბევრი მატჩია. გვჯერა, რომ ამ ჩამორჩენას აღმოვფხვრით", - თქვა "სამეფო კლუბიდან" გოლის ავტორმა გრანერომ, რომელიც შეცვლაზე შევიდა.

ამასობაში "მილანმა" "რეალის" არგენტინელ მცველ ესეკიელ გარაის დაადგა თვალი, მაგრამ "სამეფო კლუბიდან" ცივი უარი მიიღო. იტალიელს სამხრეთამერიკელის იჯარის წესით შეძენა სურდათ. თუკი ჟოზე მოურინიო გარაის ვერ ელევა, რომელსაც არ უწევს თამაში, ის არ არის წინააღმდეგი გუნდი ლასანა დიარამ დატოვოს, რომელიც ხშირად თამაშობს და ბოლოს კინაღამ მოუგო კონკურენცია სამი ხედირას. სად არის ლოგიკა? საქმე იმაში ყოფილა, რომ ლასს "განსაკუთრებულისთვის" ულტიმატუმი წაუყენებია, ან მათამაშე ან გამიშვიო.

ფრანგი გიჟი არ არის, მას ზურგს რამდენიმე მიწვევა (თუ დაინტერესება) უმაგრებს: ამბობენ, ლასანას დამატება "მანჩესტერ იუნაიტედს", "ტოტენჰემსა" და "პარი სენ ჟერმენს" სურთო.

და აი, ახალი ჭორიც (შესაძლოა სიმართლეც გამოდგეს), მას შემდეგ, რაც რუდ ვან ნისტელროის იჯარით გასხვისებაზე გერმანელებმა უარი თქვეს, სამეფო კლუბმა "სიტის" მიაკითხა და არგენტინელ კარლოს ტევესზე ჩამოაგდო სიტყვა. "მარკა" წერს, რომ ტევესს ისე დაეძაბა ურთიერთობა ინგლისში, შესაძლოა, ტრანსფერი ზამთარშივე შედგესო, მით უფრო, რომ მანჩესტერელებისთვის მიუღებელი არ არის "რეალის" შეთავაზება - 40 მილიონი ევრო ტევესის სანაცვლოდ.

სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტე გუნდმა გამოაგდო
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება