ბრძოლა ავსტრიაში გრძელდება
ზედიზედ მეორე წელია ფორმულა 1 ბრუნდება ლეგენდარულ შპილბერგში, სადაც "რედ ბულ რინგზე" ავსტრიის გრან-პრი გაიმართება.

ორი კვირის წინ, ლუის ჰემილტონმა დამაჯერებლად მოიგო კანადის გრან-პრი, რითაც მიანიშნა ყველას, რომ ბარსელონასა და მონაკოში წარუმატებლობებს მის განწყობაზე არ უმოქმედია.

ბრიტანელის უპირატესობა ნიკო როსბერგზე 17 ქულამდე გაიზარდა. ლუისი ისევ ფორმის პიკზეა და დარწმუნებულია საკუთარ ძალებში. ამავდროულად, მისმა თანაგუნდელმა და მთავარმა მეტოქემ როსბერგმა ისევ თავის მართლებას მიჰყო ხელი: მცირედი წააგო კვალიფიკაციაში და ვერ შეძლო რბოლაში ამ ჩამორჩენის გაბათილება.

გასულ წელს, როსბერგმა აქ მესამე გამარჯვება მოიპოვა სეზონში, თუმცა იმ წარმატებას გერმანელი დიდწილად უნდა უმადლოდეს ჰემლტონის შეცდომას კვალიფიკაციაში - ბრიტანელი ძალიან სწრაფი იყო, მაგრამ მსაჯებმა მას დისკვალიფიკაცია მისცეს მერვე მოსახვევის მოჭრის გამო. მაშინ ლუისმა მეცხრე პოზიციიდან აიღო სტარტი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის უკვე პირველი წრის ბოლოს დაწეოდა ნიკოს.

ჩემპიონატი ეკვატორს უახლოვდება. უკან დარჩა შვიდი რბოლა, ხოლო ტრადიციულ საზაფხულო პაუზამდე თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი. ავსტრიის გრან-პრი ერთ-ერთი ბოლო შანსია ნიკო როსბერგისთვის, ზეწოლა მოახდინოს ლუის ჰემილტონზე სილვერსტოუნში საშინაო რბოლის წინ.

შპილბერგის ტრასა

სიგრძე: 4326 მ

წრეების რიცხვი: 71

რბოლის დისტანცია: 4326 მ

მოსახვევები: 9 (2 მარცხენა, 7 მარჯვენა)

DRS-ის ზონა: ორი

უგრძესი სწორი მონაკვეთი: 868 მ

ტრასის რეკორდი: 1:08.337 (მ . შუმახერი, "ფერარი", 2003)

ყველაზე მეტი მოგება: 3 - ალენ პროსტი

უქმეების განრიგი

19 ივნისი, 12:00 - I პრაქტიკა

21 ივნისი, 16:00 - II პრაქტიკა

23 ივნისი, 13:00 - III პრაქტიკა

23 ივნისი, 16:00 - კვალიფიკაცია

24 ივნისი, 16:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა

1. ჰემილტონი (მერსედესი) - 151

2. როსბერგი (მერსედესი) - 134

3. ფეტელი (ფერარი) - 108

4. რაიკონენი (ფერარი) - 72

5. ბოტასი (უილიამსი) - 57

6. მასა (უილიამსი) - 47

7. რიკარდო (რედ ბული) - 35

8. კვიატი (რედ ბული) - 19

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა