მრჩეველიც ასეთი უნდა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" 15-გზის მონაწილე ტიმ დანკანი თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

NBA-ში გატარებული 18 სეზონის განმავლობაში "სან ანტონიო სპურსის" ლეგენდამ 220 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. აქედან 17 მილიონი კალათბურთელმა თავისი მრჩევლის ჩარლზ ბენქსის მაქინაციების გამო დაკარგა.

"საბედნიეროდ, ხანგრძლივი კარიერა მქონდა და დიდი თანხა გამოვიმუშავე. ეს სერიოზული დანაკარგია, მაგრამ ის არანაირად არ იმოქმედებს ჩემს ცხოვრებაზე და არ მაიძულებს რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილების მიღებას. ვენდობოდი მათ, ვინც დავიქირავე, მაგრამ ბოროტად გამოიყენეს ჩემი ნდობა, გზას აცდნენ და ჩემი ფულის გაფლანგვა დაიწყეს.

დიდი ხნის განმავლობაში მიმაჩნდა, რომ ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშ იყო. ამიტომაც არ ვბრაზდები მომხდარზე, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება ეს და გაკვეთილი იქნება ჩემთვის", - განაცხადა დანკანმა ESPN-თან კომენტარში.

ტიმი "სან ანტონიოს" რიგებში ხუთჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი. 39 წლის კალათბურთელს, რომელიც პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება, ჯერ არ გაურკვევია - გააგრძელებს თუ არა კარიერას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა