ვინ არის მჯობნის მჯობნი
ლიონელ მესი თუ კრიშტიანო რონალდო? ეს კითხვა უმთავრესია დღევანდელ ფეხბურთში. ფეხბურთში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, გემოვნებაზე არ დავობენ...

რონალდისტები

მარიო გიოტცე: მე ვარ გერმანელი მესი? მირჩევნია, გერმანელი რონალდო ვიყო.

ლუიშ ფელიპე სკოლარი: მესი ფანტასტიკურია, მაგრამ რონალდო კიდევ უფრო ძლიერია. ჩემი აზრით, რონალდო საუკეთესოა მსოფლიოში.

ჟორჟე მენდეში: რონალდო უფრო სრულყოფილია, ვიდრე მესი.

რადამელ ფალკაო: მესი და რონალდო საუკეთესოები არიან. ამ ორს შორის კი საუკეთესო კრიშტიანოა.

სერხიო რამოსი: მესის არ ვუფრთხი. მე არასოდეს შემშინებია მოწინააღმდეგის. კრიშტიანო საუკეთესოა. მერე მოდის მესი.

ჩიჩარიტო: რონალდო საუკეთესოა მსოფლიოში.

მარიო კემპესი: რონალდო პირველია. მესის მკვლელის ინსტინქტი აკლია. პორტუგალიელი ღვინოსავითაა - რაც უფრო ემატება ასაკი, მით უკეთესია.

არსენ ვენგერი: როცა მესი ხედავს, რომ რონალდოს მასზე მეტი გააქვს, უბედური ხდება და საბრძოლო სულისკვეთებას კარგავს.

რიკარდო კუარეშმა: ჩვენ მივეჩვიეთ ამ ორი ფეხბურთელის შედარებას, თუმცა ყველამ იცის, რომ კრიშტიანო პირველია.

ზინედინ ზიდანი: რონალდო უცხოპლანეტელივით თამაშობს. თუ ის ასე გააგრძელებს, მაშინ ჯილდოების რაოდენობით ალბათ გადაასწრებს არგენტინელს.

პეპე: რონალდოს რამდენიმეწლიანი დომინაციის შემდეგ, მესი დღეს საუკეთესოა.

ალექს ფერგიუსონი: რონალდო რომ ათამაშო ინგლისის ქვედა დივიზიონის გუნდში, ჰეთ თრიკს შეასრულებს. არ ვარ დარწმუნებული, რომ მესი იმავეს შეძლებს. კრიშტიანოს ყველგან შეუძლია ითამაშოს, მესი კი "ბარსელონას" ფეხბურთელია.

კლაუდიო ჯენტილე: ბოლო მუნდიალზე მე მესის კარგი თამაში ვერ ვნახე. მარადონამ კი მარტომ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. რონალდო უკეთესია.

კაკა: რონალდო მეტად განვითარებულია და უფრო დიდი პროფესიონალია ის ჩემი დიდი მეგობარია.

მესისტები

ფელიპე მელო: რონალდო დიდებულია, მაგრამ მესი საუკეთესოა.

დევიდ ბექემი: მესი წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს. რონალდო ძალიან ძლიერია, მაგრამ ამ სიმაღლეზე ვერ მივა. მეეჭვება, მესის დონეზე ოდესმე ვინმემ ითამაშოს ფეხბურთი.

ისკო: მე ჩემს ძაღლს დავარქვი მესი. ჩემი ძაღლიც საუკეთესოა მსოფლიოში და მესიც.

გუტი: მესი მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელია. რონალდო მას მცირედით, მაგრამ მაინც ჩამორჩება.

ზეპ ბლატერი: მესი დიდებული ბიჭია. ის მინდორზე თითქოს ცეკვავს. მესისნაირ შვილს ყველა ინატრებდა ოჯახში. რონალდო ნამდვილი კომანდორია მინდორზე. ერთი პარიკმახერებში გაცილებით მეტ დროს ატარებს, ვიდრე მეორე. მე არ ვიცი, ვინ არის საუკეთესო მათ შორის. პირად არჩევანს ვაკეთებ მესის სასარგებლოდ.

ხორხე ვალდანო: მესი პირველია. მეორეა დაშავებული მესი.

რონალდინიო: კრიშტიანოს აგიჟებს ის, რომ მას მესის ეპოქაში მოუწია ცხოვრება და თამაში.

რონალდო: თუ საუკეთესოს არჩევა აუცილებელია, დავასახელებდი მესის, როგორც ტექნიკურად უფრო სრულყოფილს.

ჯიჯი ბუფონი: შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევაში რონალდო უკეთესია, მაგრამ საუკეთესო მაინც მესია.

ანდრეშ ვილაშ-ბოაში: რონალდომ დამსახურებულად მოიგო "ოქროს ბურთი". მან ბოლო წლის განმავლობაში უდიდესი პროგრესი განიცადა, მაგრამ მესი მაინც რჩება ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ.

სერხიო აგერო: მესი სხვა პლანეტიდან მოვიდა ჩვენთან. წელიწადში 1 გოლი რომ გაიტანოს, ის მაინც საუკეთესო იქნება. რონალდო კარგია, მაგრამ არ ორი ფეხბურთელის შედარება არ შეიძლება.

ჟოზე მოურინიო: მესი დიდია. ეს დამტკიცებულია. მას ამისთვის არ სჭირდება მუნდიალის მოგება. რონალდოც დიდია. არც მას სჭირდება მსოფლიოს ჩემპიონობა ამის დასამტკიცებლად, მაგრამ...

ალესანდრო ნესტა: ერთ სეზონში მე ოთხჯერ ვითამაშე მესის წინააღმდეგ და ამაში გამიმართლა, მაგრამ არ გამიმართლა იმაში, რომ უკვე მოხუცი ვიყავი. მესი განსაკუთრებულია. მას შეუძლია, წამში 10 ფინტი ჩაატაროს. სხვა ასეთი ფეხბურთელი არ მინახავს.

კოკე: რონალდო ათლეტია, მესი - ღმერთი. ყველა გუნდს სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, მე ჩემს გუნდში მესის ავიყვანდი.

ხრისტო სტოიჩკოვი: მესი მუდამ საუკეთესოდ დარჩება.

დიეგო სიმეონე: ერთი მესი უფრო სახიფათოა, ვიდრე რეალის სამეული, რონალდოს, ბეილისა და ბენზემას შემადგენლობით.

რაული: მესი საუკეთესოა. მე ვითამაშე ზიდანის, ფიგუს, რონალდოსთან ერთად, მაგრამ არგენტინელი სულ სხვაა.

ჯო ბარტონი: არ მჯერა, რომ ვინმეს მესის რონალდო ურჩევნია. არგენტინელი სულ სხვა თამაშს თამაშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mesiiiii
fergiusonma tqva rom tviton versad ivargebda.
vigac
ჩემი აზრით ფფერგიუსონმა სისულელე თქვა. ესეიგი რახან გიგზი, სქოულზი და სხვები სსულ მანჩესტერში თამაშობდნენ იმიტო იყვნენ დიდი ფეხბურთელები? ან ჯეერარდიზე, ლამპარდზე, მალდინიზე, ტოტიზე და დელ პიეროზე რა ვთქვაათ? რომ შეეცვალა ამ ხალხს გუნდებბი ჩაკვდებოდა მაგათი ფეხბურთი? უყვარს მესის ბარსა, აფასებენ იქ და იმიტომაც არ იცვლის გუნდს
ირაკლი
მე ფერგიუსნს დავეთანხმები. რონალდუ სადაც იყო ყველგან მაგარი დარჩა. ყველგან ღირსეული იყო. აი მესი კი ბარსელონას ფეხბურთელია. სხვაგან რა იქნება არავინ იცის. განა ცოტაა ისეთი მაგალითი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი სხვა გუნდში რომ გადასულა და ჩამქრალა მისი ვარსკვლავიც
Davi
თუ რეალის ფანი არ ხარ რონალდო როგორ შეიძლება გერჩივნოს, რონალდოს გოლებს შეხედეთ იმენა ინძაგი გახდა, შემოქმედება ნული, გადამწყვეტ თამაშებში ვერაფერს შვება, ზოგი ასაკზე საუბრობს და მესი რო 30ის იქნება ვნახოთ რას იზამსო, მესი ჯერ 28ის არ გამხდარა და რონალდოზე მეტი ჯილდო აქ აღებული. ჯერ ერთი მარადონას მარტო არ მოუგია, მეორეც ის და ეს ფეხბურთი ძალიან განსხვავდება, იმ დროს ფეხბურთელები ნახევარს დასეირნობდნენ და ახლა ფეხს გაჭამენ. არც მე ვარ ბარსარეალის გულშემატკივარი, მაგრამ ცოტა ობიექტურები ხომ უნდა ვიყოთ. მთელი რეალი რონალდოზე თამაშობს, ერთიერთზეც რომ არიან რონალდოს ეძებენ, მესი კიდევ შეტევების 90% იწყებს.
dato
ორივეს ზიდანი ხდის
ზოზო
მესი პირველია
stop
ყველა ამ კიტხვას სვამს მესი ტუ რონალდუო. მატტვის ეს იგივეა რაც რეალი ტუ ბარსა. ძაან მიყვარს ის ხალხი, ამ კიტხვაზე რომ ეუბნებიან არც ერთი და არც მეორეო,მე ბიერნი,ჩელსი ან მანჩEსტერი ევასებაო. ბოლოს და ბოლოს ის მარცხენა ნახევარმცველია,ის კი ცენტრ-ფორვარდი. რატომ მაინცდამაინც ეს ორი, ვითOმ აზარი,ბეილი,ნეიმარი,სუარესი,რობენი,რიბერი,მიულერი,როისი,გიოტცე და ბოლოს და ბოლოს ზლატანი ამ ქვეყანაზე არ არიან?!
gri
ვინ მესი და ვინ რონალდო,,რომელი ერტი სეედრება გიო ქინქლადცეს და სოტი არველადცეს,,ფეხბურტის სემოქმედები არიან
re
ატამასეტ მესი ინგლისის ლიგასი და ნახავტ ტუ ვინ არის საუკეტესო მესი ტუ რონალდო,,რიგიტი ფეხბურტელი იქნება
ნიკა
როგორ შეიძლება 10 წლის განმავლობაში, არგენტინის 5 სხადასხვა მწვრთნელიან და შემადგენლობიან გუნდში 3 მსოფლიო თასზე და ორ კოპა ამერიკაზე ვერაფერი აჩვენოს ყველა დროის, ყველაზე დიდმა ფეხბურთელმა?! ეხლა ამბობენ რომ პლატინიმ ამ კოპაზე მოუხერხა საბოლოოდ რაღაც (სიმართლეს გავს).
manuchari
მესი? ის ფეხბურთის მეფეა, მერეა პელე. რონალდო, მარადონა. ზიდანი. ესაა ხუთეული
kaxa
Vinc shekitxvas svavs messi tu ronalddoo.mas araperi esmis. Messi ronaldu 3 ganzomilebiani, 2 ganzomi sivrce , sibrtke moculoba , partobi okeane ,zgva xe ,buchki poema ,leksi geniosi ,chkviani lomi ,pocxveri bitlzi .doorzi silage ,cvaleba saati ,cuti okro ,spilengzi arcivi ,mckeri meti ,naklebi.
ბაჩო
წელს მაინც ნუ შევადარებთ, მესის თითქმის ნახევარი სეზონი გაუცდა და მაინც რა შედეგი აქვს..რონალდოც მაგარია მაგრამ ბევრი ვარჯიშით, მესი კი ღვთიურია ,,,
ლაზი
ვეთანხმები წინა კომენტარს, მართლაც სალაპარაკო არაფერია რონალდუ საუკეთესოა
sake
ამ კომენტარების შემდეგ სათქმელიც აღარაფერია.მესი ყველა დროის, ყველაზე დიდი ფეხბურთელია.
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ