მიხეილ მახტიძემ უკრაინელ მეტოქეს ისე მძლავრად დაარტყა, ამ უკანასკნელს ექიმის დახმარება დასჭირდა
ვიდრე ჩვენი მძიმეწონოსანი მიხეილ ბახტიძე (+91) გავიდოდა რინგზე, ჩვენი მოკრივეების წინასწარი შეხვედრების ბალანსი სამი მოგება და სამი წაგება იყო.

ასეთ სიტუაციაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით წიკლაურმა შეფასებისგან თავი შეიკავა. ეტყობოდა ბახტიძის იმედი ჰქონდა და მანაც გაუმართლა - 3:0 სძლია უკრაინელ ვლადისლავ სირენკოს.

ქართველი განსაკუთრებით აქტიური იყო მე-2 და მე-3 რაუნდებში. შეხვედრის დამთავრებამდე ცოტაღა რჩებოდა, როცა ბახტიძის ერთ-ერთი ეფექტური შეტევა მძლავრი დარტყმით დასრულდა და უკრაინელს ექიმის დახმარება დასჭირდა.

ამ ორთაბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციის ოთახში ჩავედი და ასეთ სცენას შევესწარი: უკრაინელი მოკრივე ინტერვიუს იძლეოდა, დროდადრო კი ყინულიან პარკს იდებდა ყვრიმალთან. ამ დროს ელვის სისწრაფით შემოვარდა მისი მწვრთნელი, ჟურნალისტებს მოუბოდიშა და სირენკო სასწრაფოდ გაიყვანა - ექიმი ელოდებაო.

ბახტიძემდე ორთაბრძოლა ჩაატარა ბადრი ხარძიანმა (75 კგ). მისი მეტოქე საკმაოდ ძლირი მოკრივე, ბელარუსი ვიტალი ბანდარენკა იყო. სამწუხაროდ, ეს პაექრობა ჩვენმა მოკრივემ მშრალად წააგო - 0:3.

ვნახოთ, როგორ გამოიყენებენ ქართველი მოკრივეები წინსვლის შანსს. ასპარზობა 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

თენგიზ გაჩეჩილაძე ბაქოდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალექსანდრე
სამოყვარულო კრივში ვიყავი და ტექნიკური ნოკაუტების საკმაოდ ბევრი გამიკეთებია. ეს ისე ცნობისათვის
ალექსანდრე
მესამე რაუნდში შველის მხოლოდ ნოკაუტი თუ პირველ ორ რაუნდს წააგებ. 10-8 ზე მეტად ვერ დაამარცხებ ქულებით მოწინააღმდეგეს. მაგაზე მაღალი შედეგი მხოლოდ ნოკაუტია
azazrlo
ეეჰ ალექსანდრე, არც შენ გცოდნია)) მაშინ მესამე რაუნდი აზრს კარგავს, რამდენი ნოკაუტი გინახავს სამოყვარულო კრივში ა?) აქ ქულების დათვლის სხვა სისტემაა რომელზე წერაც მე აქ მეზარება, მაგრამ კომეტატორის პრეტენზიის მქონე "კოტე მახარაძის მოწაფემ" კი უნდა იცოდეს..))
ალექსანდრე
ხუხაშვილის კომპეტენტურობაზე რა გითხრა კრივში, მაგრამ ამ შემთხვევაში მართალი უთქვია. მხოლოდ ნოკაუტი უშველის 2 რაუნ დის წაგებას
azaelo
ცნობილაძე გაუშვეს ცნობილი შეცდომის გამო... ვინმე უსმენს ამ .... ხუხაშვილის და მისი ასევე ... მეწყვილის კომენტარებს კრივზე? ძალიან დამეჯერებლად გვატყუებენ, რომ თუ მოკრივემ პირველი ორი რაუნდი წააგო ქულებით, მესამე რაუნდში მხოლოდ ნოკაუტი თუ უშველის მიუხედავად იმისა 1000ით ნოლი რომც მოიგოს მესამე რაუნდი))))))
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო" - დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას პასუხობს
სამსუნი და ბაქო რიოს ოლიმპიადამდე - ინტერვიუ დავით წიკლაურთან
ბაქო 2015-ის შეჯამება: მწარე რეალობა ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 21 ივნისის განრიგი
კულტურისა და სპორტის მინისტრმა ძალოსნებს, მორაგბეებს, მოკრივეებსა და ძიუდოისტებს საერთაშორისო წარმატებები მიულოცა
კრივი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ერანოსიანმა ბრინჯაო გაინაღდა, წინ 1/2-ფინალია!
ესკერხან მადიევი: მომავალშიც საქართველოს სპორტულ ღირსებას დავიცავ
დავით წიკლაური: ასეთი წარმატება ქართულ კრივს დიდი ხანია, არ ჰქონია
ქართველი მოკრივეები სოფიიდან სამი ბრინჯაოთი დაბრუნდნენ
მინსკი 2019: ქართველი მშვილდოსნები და მოკრივეები წარმატებულად ასპარეზობენ
მინსკი 2019. სახილ ალახვერდოვმა ბრინჯაოს მედალი გაინაღდა
უარი სპორტულ ტურიზმს! - ელგუჯა ბერიშვილი ბაქო 2015-ს კრიტიკულად აფასებს
ვისთან ვაგებ-მეთქი, - როგორ იხსენებს ბაქოს ფინალს ავთანდილ ჭრიკიშვილი
ადამ ოქრუაშვილი: ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ბევრმა ჩამომწერა
მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატს ხუთი ქართველი შემორჩა
უპირველესად, ცხადია, ქართულ კრივს მივხედავთ - დავით წიკლაურის ახალი ამპლუა
მედია და "გაბუტული" სპორტსმენები - ბაქოში დანახული ქართული პრობლემები
ირაკლი უზნაძე: სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის დასვენებას ვერ ვახერხებთ
ქართველი მოკრივეების ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი უნგრეთში