"სახელმწიფო პლუს ფეხბურთის მოყვარული ბიზნესმენი - ასე უნდა გადარჩეს ქართული ფეხბურთი"
ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე, საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ ყოფასა და მის პლუს-მინუსებზე გოგა გახოკიძეს გავესაუბრეთ.

39 წლის გახოკიძეს არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებია ეროვნულ ნაკრებში, "ალანიაში", პსვ-სა თუ "ტვენტეში"...

- ეროვნული ნაკრებით დავიწყოთ. რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ქვეყნის მთავარმა გუნდმა ბოლო ორ შეხვედრაში? განსაკუთრთებით გვაინტერესებს თქვენი აზრი პოლონეთის ნაკრებთან მატჩზე...

- თუ არ ჩავთვლით პოლონეთთან თამაშის ბოლო სამ წუთს, ორივე შეხვედრა მომეწონა. საქართველოს ნაკრების თამაშში შედარებით პროგრესს ვხედავ. პოლონეთში 0:4 არ უნდა წაგვეგო. ის კი არა, გიორგი ნავალოვსკის რომ გაეტანა, შესაძლებელი იყო, ქულაც აგვეღო.

საქართველოს ნაკრებში ვხედავ მეტ სათამაშო ორგანიზაციას. ვფიქრობ, ეს მალე აისახება შედეგზე. თუნდაც ის რად ღირს, რომ გამოჩნდნენ ფეხბურთელები, რომელთა იმედიც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში გვქონდეს. ვგულისხმობ თუნდაც ვაკო ყაზაიშვილსა და იმავე ნავალოვსკის. რა თქმა უნდა, პრობლემა ბევრია, მაგრამ მომავალს იმედით ვუყურებ.

- სამი გაშვებული გოლი სამ წუთში - გახსენდებათ ასეთი რამ?

- ფეხბურთი ისეთი რამეა, წინასწარ ვერაფერს გათვლი. პირველი, რაც მახსენდება, "მანჩესტერი"-"ბაიერნის" ლეგენდარული ფინალია. ხომ გახსოვთ, "ბაიერნს" თასი, ფაქტობრივად, ხელში ეჭირა, მაგრამ...

- ფაქტია, ქართული ფეხბურთი ძალზე მძიმე დღეშია. როგორ გესახებათ "გზა ხსნისა"?

- ჩემი აზრია და, გთხოვთ, დაწერეთ პირდაპირ - საქართველოს ნაკრებს სულ გაუჭირდება და ჩვენ სულ ქართული ფეხბურთის საშველი გზების ძიებაში ვიქნებით, სანამ ეროვნულ ჩემპიონატს არ ეშველება. შეიძლება, ჩვენ გვქონდეს ცალკეული გამონათებები, მაგრამ არ გვექნება სტაბილურობა. არადა, გვყავს ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც მერე იკარგებიან...

- ...და რატომ იკარგებიან?

- იმიტომ, რომ არ გვაქვს მაღალი დონის ჩემპიონატი და ამასთან ერთად, საქმეში ქართული მენტალიტეტიც ერთვება.

- საიდან უნდა დავიწყოთ?

- ბავშვთა ფეხბურთიდან. ჩვენთან ბევრი სკოლაა, მაგრამ ყველგან არ არის შესაბამისი პირობები. როგორ დავიჯერო, რომ საქართველოში ხელოვნურ საფარზე ვარჯიში მოსწონს და სიამოვნებს ბავშვს? ჰოლანდიაში "ტვენტეს" უამრავი ბუნებრივი მინდორი აქვს ბავშვებისთვის. მე რაც უშუალოდ მინახავს და ვიცი, იმას ვამბობ. ჩვენ ხელოვნურებზე გადავედით... მგონი, ღირს დაფიქრებად.

- ალბათ, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე არც არაფერი გამოვა...

- რა თქმა უნდა, ასეა. სახელმწიფო პლუს ფეხბურთის მოყვარული ბიზნესმენი - ასე უნდა გადარჩეს ქართული ფეხბურთი. იმ ბიზნესმენს ალალად უნდა უყვარდეს ფეხბურთი. ბევრს უთქვამს ჩემთვის, ფეხბურთი რა ხარჯიანი სფეროაო. კი, არის ხარჯიანი, მაგრამ გამარჯვების სიხარულიც დიდია. ვინც დახარჯავს მილიონს და მერე იმ მილიონს კიდევ მილიონს დაამატებს, ასეთი ბიზნესმენები გვჭირდება.

- საქართველოს ნაკრებში მოიკლო კონკურენციამ, გვაკლია გამოკვეთილი ინდივიდები - ეთანხმებით ამ შეფასებას?

- ფაქტია, იკლო კონკურენციამ, თუნდაც ნაკრებში. პსვ-ში ვთამაშობდი და იყო შემთხვევები, საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი. ყველას გვახსოვს, რომ ასე იყო...

- დღევანდელი ახალგაზრდა ფეხბურთელები ცუდ პირობებში იზრდებიან...

- ჩვენ უარეს პირობებში გავიზარდეთ. რა ვიცი, სად აღარ მივარჯიშია... ჩვენი თაობა, ფაქტობრივად, ქვიშაზეა გაზრდილი. ახლა სხვა დროა, მაგრამ მაინც...

- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი დრო აღარ დარჩა. რამდენიმე გუნდს კი ძალიან უჭირს...

- ძალიან მტკივა გული ამის გამო. თუნდაც, ფოთის "კოლხეთი" ავიღოთ. იქ ჩემი უახლოესი მეგობარი, ლაშა ჯაკობია მუშაობს. ეს არის გუნდი, რომელმაც თავის დროზე მე გზა გამიკვალა დიდ ფეხბურთში...

- თქვენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეხმარებით კარიერის აწყობაში. რაიმე სატრანსფერო სიახლე ხომ არ გაქვთ?

- ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას და სიახლეები ამ კუთხით კიდევ შეიძლება იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

roma
გახოკიძის მორიგი ბჟუტური.
garoxa
მწვრთნელები და ბავშვები არაფერ შუაშია. სანამ ნორმალური სისტემა არ აეწყობა. ენთუზიაზმის დრო წავიდა-პროფესიონალიზმის დროა.
vato
ყველაფერში 100% მართალია, ანუ ჯერ ჩემპიონატს უნდა მივხედოთ. სახლის შენება საძირკველიდანი იწყება და არა სახურავიდან
გუჯა კახაძე
ბავშვები კი არ იკარგებიან, ვერ ან არ ასწავლიან ფეხბურთს და ბავშვიც იძულებულია მოღვაწეობისათვის სხვა სფერო აირჩიოს. რაც შეეხება სახელმწიფოს ან ბიზნესმენეის დაინტერესებას: ა) სახელმწიფოს იმდენი გაჭირვებული ადამიანი ჰყავს, რომ ფეხბურთისთვის კიდევ დიდხანს ვერ მოიცლის და ბ) ბიზნესმენი წამგებიან სფეროში მილიონებს ნაკლებად ჩადებს.
კარლ-ჰაინც შნელინგერი
სრული იდიოტიზმია იმის თქმა, რომ ბოლო სამ წუთს თუ არ ჩავთლით თითქოს კარგად გვითამაშია. ასე შორს ვერასოდეს წავალთ. ჩემის აზრით ნაკრების თამაში აბსოლუტური კატასტროფაა და ამაში გასაკვირიც არაფერია
sake
dudu ნაწილობრივ მართალი ხარ,მაგრამ უამრავი კარგი მწვრთნელი გვყავს,ვინც ფაქტიურად ენთუზიზმზე მუშაობს ამათ ხელის შეწყობა უნდათ ყველაფერში.
jumber
თუ არ ვცდები იტალიის ნაკრებს გაუტანა ბურთი შესარჩევში.
dudu
მთავარი არც რესპოდენტმმა თქვა და არც ჟურნალისტმა: საქართველოში ფეხბურთს არ ასწავლიან. მწვრთნელები არიან უნამუსოები და უვიცები. უნიჭიერესი ბავშვები იკარგებიან.
mancho
გახოკიძეს მცველობა მე არ მახსოვს :D
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
კარგი ამბავი - გოგა გახოკიძემ ჩაკვეტაძის შესახებ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
ჩაკვეტაძის აგენტი: "გენტის" მწვრთნელს გიორგისი ძალიან ეიმედება
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
"ბელგიასთან ცუდი მოგონებები აქვს..." - ქვილითაიას აგენტი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება და შესაძლო ტრანსფერი - ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან
ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
დაუჯერებელია - 39 წლის რონალდოს მაკრატელა პოლონეთის ნაკრებთან [VIDEO]
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან
პოლონეთის ნაკრების მწვრთნელს არ გადააყენებენ
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ..." - ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა გადაიწია
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს