უიმბლდონის წინ
პროფესიული ტურის ლიდერებმა ბოლო რეპეტიცია გაიარეს უიმბლდონის წინ, რომელიც ერთ კვირაში დაიწყება. ერთადერთი, ვინც ბალახზე სათამაშო პრაქტიკის გარეშე შეხვდება "დიდი სლემის" მესამე ჩემპიონატს, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, ვინც არც ერთ "გასახურებელ" ტურნირში არ მოისურვა თამაში.

გერმანიის ჰალეს ტურნირს ტრადიციული გამარჯვებული ჰყავს - აქ მერვედ მოიპოვა მთავარი პრიზი როჯერ ფედერერმა, რომელსაც მხოლოდ პირველ წრეში დასჭირდა სამი სეტი გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერის დასამარცხებლად, შემდეგ კი ორ სეტში უსწორდებოდა მეტოქეებს, მათ შორის, ფინალში იტალიელ ანდრეას სეპის, რომელსაც პროფესიულ ტურში მეცამეტედ შეხვდა და მეთორმეტედ მოუგო - 7:6(1), 6:4. შვეიცარიელმა შეხვედრა 14 ეისით და 36 "ვინერსით" დაასრულა და ოთხი ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

შეხვედრა საათი და 48 წუთი გაგრძელდა. ფედერერს კრიტიკული მომენტი პირველი სეტის მეათე გეიმში ჰქონდა, როცა 4:5-ზე ორი სეტბოლი მოიგერია, სამაგიეროდ, ტაი-ბრეიკზე გაანადგურა იტალიელი. აღსანიშნავია, რომ ჰალეში როჯერს ექვსი ტაი-ბრეიკის ჩატარება მოუწია და ყველა მოიგო. მეორე სეტში კი შვეიცარიელმა მერვე გეიმში შეასრულა მატჩში ერთადერთი ბრეიკი და უპრობლემოდ მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

ფედერერმა პროფესიულ ტურში 130-ე ფინალი ითამაშა და 86-ე ტიტული მოიგო. მას კიდევ რვა ტურნირის მოგება სჭირდება იმისთვის, რომ ყველა დროის სიაში მეორე ადგილზე მყოფ ივან ლენდლს დაეწიოს.

როგორც გითხარით, როჯერმა მერვედ მოიგო ჰალეს ტურნირი. რეკორდსმენი ერთ კონკრეტულ ტურნირზე გამარჯვებების რაოდენობით ესპანელი რაფაელ ნადალია - მას როლან გაროსზე ცხრა მოგება აქვს.

ლონდონის "ქუინზ ქლაბის" ტურნირი, ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, ენდი მარეიმ მოიგო, რომელიც გუშინ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას პირველი სეტის 3:3-დან მოუწია წინა დღიდან გადადებული ნახევარფინალის დასრულება სერბი ვიქტორ ტროიცკის წინააღმდეგ. პირველ პარტიაში ბრიტანელმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 6:3 მოიგო, მეორეში კი ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია და იქ 7:4 გაიმარჯვა.

ფინალში მარეის მეტოქემ, კევინ ანდერსონმა შაბათს მოასწრო ნახევარფინალის მოგება და შესაბამისად, გადამწყვეტ მატჩს დასვენებული შეხვდა. საერთოდ, სამხრეთაფრიკელმა ლონდონში ბრწყინვალე ფორმა აჩვენა, რაზეც თუნდაც მეორე წრეში როლან გაროსის ჩემპიონის, სტენ ვავრინკას დამარცხება მეტყველებს.

მაგრამ ამ მცირე დისკომფორტს მარეიზე არ უმოქმედია. ფინალის პირველ სეტში მან პირველივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 3:1 დაწინაურდა, პარტია კი 28 წუთში მოიგო - 6:3. სიტუაცია არც მეორე სეტში შეცვლილა. ენდიმ ისე ჩაატარა შეხვედრა, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მეტოქეს, თავად კი მეორე ბრეიკი მეორე პარტიის მეხუთე გეიმში შეასრულა და 64 წუთში მოიგო ტიტული - 6:3, 6:4.

მარეიმ 50-ე ფინალი ითამაშა პროფესიულ ტურში და აქედან 36 გამარჯვებით დაასრულა. ბრიტანელმა "ქუინზ ქლაბზე" მეოთხედ მოიგო და ამ მაჩვენებლით ისეთი ლეგენდების გვერდით დადგა, როგორებიც არიან ჯონ მაკინროი, ბორის ბეკერი და ლეიტონ ჰიუიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა