კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი

უცნაურია, მაგრამ ამ სეზონში ლოსანჯელესური დერბი აღარ არის ისე იოლად პროგნოზირებადი, როგორც წინა წლებში იყო. ვინი დელ ნეგროს გუნდი ძალიან სანახაობრივ და რაც მთავარია, შედეგიან კალათბურთს აჩვენებს. ბოლო 12 მატჩში გრიფინმა და კომპანიამ რვა მოიგო, თანაც დამარცხებულთა შორის ფავორიტებიც იყვნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინდელი დაპირისპირება გუნდების "მაღლების" ორთაბრძოლით დაიწყო. გასოლი და ბინუმი გრიფინისა და ჯორდანის წინააღმდეგ. ამ მხრივ "კლიპერსმა" იძალა და მხოლოდ ბინუმი თუ ახერხებდა პერიოდულად მოხსნებისა და ქულების აღებას. ამ ორთაბრძოლის ფონზე გორდონი და დევისი საშუალო დისტანციიდან ებრძოდნენ ბრაიანტს. საბოლოოდ, პირველი მეოთხედი ნომინალურ მასპინძლებს დარჩათ.

მეორე მეოთხედში გაგრძელდა ფარქვეშ ძიძგილაობა, თუმცა ლამარ ოდომის გამოსვლამ "ლეიკერსს" უპირატესობა მოუტანა და დელ ნეგრო იძულებული გახდა გრიფინი სათადაგიროთა სკამზე დაესვა. "ლეიკერსმა" მალე გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ გორდონის სნაიპერულმა გმირობებმა არ მისცეს ფილ ჯექსონის შეგირდებს უპირატესობის განვრცობის საშუალება. აღსანიშნავია, რომ "კლიპერსი" 4.5 წუთის განმავლობაში ვერ აგდებდა ბურთს თამაშიდან და ეს უიღბლო სერია დევისის საშუალო მანძილიდან ტყორცნით დასრულდა.

ამან დელ ნეგროს შეგირდების თამაში დაალაგა. გორდონი და დევისი თითქმის არ ცდებოდნენ და მათ თავიანთი მაღალი პარტნიორებიც რომ დახმარებოდნენ, მასპინძლებს "ლეიკერსი" კარგა მანძილით ეყოლებოდათ ჩამოტოვებული, ასე კი დიდი შესვენებისთვის ჩემპიონი ერთი ქულით იყო წინ.

შესვენების შემდეგ სტუმრებმა სერიოზულად მოჰკიდეს საქმეს ხელი და მოედნის პრაქტიკულად ყველა ფრონტზე დაჩაგრეს მეტოქე. ბრაიანტი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ყველა წერტილიდან აგდებდა ბურთს, სამწამიანში კი გრიფინსა და მის პარტნიორებს კვლავაც სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. მოკლედ, დელ ნეგროს ბიჭებს თითქმის არაფერი გამოსდიოდათ.

"ლეიკერსმა 16:2 გაქცევა მოაწყო, მაგრამ ჩემპიონის გასაკვირად, ამან "კლიპერსი" არ შეაშინა, რომელმაც გორდონისა და გამოფხიზლებული გრიფინის წყალობით საპასუხო სპურტი მოაწყო - 13:4.

ბოლო მეოთხედში სიტუაცია განმეორდა: "ლეიკერსი" შეეცადა გამოერიცხა ნერვული დასასრული, მაგრამ ფოიესა და მატჩის გმირის, ერიკ გორდონის სამქულიანებმა მასპინძლები თამაშში დააბრუნა. დელ ნეგროს გუნდი გონიერად თამაშობდა - "კლიპერსმა" თავი დაანება სამწამიანში ხეირის ძებნას და შორეულ ტყორცნებზე გადავიდა. ფოიესა და გორდონის მორიგი სამქულიანების შემდეგ "ლეიკერსი" ნოკდაუნში აღმოჩნდა - 92:85 საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე. ჩემპიონის გადარჩენა ბრაიანტმა სცადა, მაგრამ ბოლოს მიზანი მასაც გაუფუჭდა.

თამაშის დამთავრებამდე ხუთი წამით ადრე კი კალათბურთელებმა მაყურებელი ჩხუბითაც გაახალისეს. ოდომმა გრიფინს მაისურში ჩაავლო ხელი და მისი მოედნიდან გადაგდება სცადა, მაგრამ ახალგაზრდა პარტნიორს ბაირონ დევისი გამოექომაგა. რა თქმა უნდა, მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა რონ არტესტი. საბოლოოდ, კონფლიქტის ვიდეოჩანაწერის შესწავლის შემდეგ მსაჯებმა ოთხივე კალათბურთელი მოედნიდან მიაბრძანეს, მაგრამ ეს უკვე არაფერს წყვეტდა.

საბოლოოდ, "კლიპერსმა" კიდევ ერთხელ გაახარა თავისი გულშემატკივარი, "ლეიკერსმა" კი შეწყვიტა შვიდმატჩიანი მოგებათა სერია, რაშიც დიდი წვლილი მცველებს - ბლეიკს, ბრაუნსა და ფიშერს მიუძღვით, რომლებმაც მთლიანად ჩააგდეს თამაში.

დღის მეორე მატჩშიც დაძაბულ ბრძოლას ელოდნენ, მით უმეტეს, ყველას ახსოვდა დენვერში ერთი თვის წინ გამართული შეხვედრა, როცა ბრძოლის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

მაგრამ ამჯერად მოლოდინი არ გამართლდა. თამაში საინტერესო მხოლოდ მეორე მეოთხედის შუამდე იყო, როცა "დენვერის" მოთამაშეები უსწრაფეს კალათბურთს აჩვენებდნენ და დიდ პრობლემებს უქმნიდნენ "სპურსის" დაცვას. მაგრამ, როგორც კი მოედანზე გარი ნილი და ჯორჯ ჰილი შევიდნენ, "დენვერის" უპირატესობისგან აღარაფერი დარჩა. ამ ორმა ახალგაზრდა მცველმა "სპურსისთვის დამახასიათებელი ტემპი დააწესა და დაცვაში თამაშიც გამოასწორა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა კარმელო ენტონის უვნებელყოფას. გრეგ პოპოვიჩმა ორმაგი და ხანდახან სამმაგი მეურვეობა დაუწესა კარმელოს და ამან შედეგი გამოიღო. "დენვერის" ლიდერმა 17 ცდიდან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდო.

მეორე მეოთხედში დაფიქსირდა ორი გადამწყვეტი მომენტი. "ნაგეტსი" 12 ქულით იგებდა, როცა მეტოქის 11:2 სპურტი გამოეპარა, შემდეგ კი ტონი პარკერის, ჰილისა და ნილის მონდომებით "სპურსმა" მორიგი დარტყმა მიაყენა მეტოქეს - 19:1. შესვენებისთვის "სან ანტონიო" 57:45-ს იგებდა.

მეორე ტაიმში მოედანზე ბევრი არაფერი შეცვლილა. სტუმართა შორის ერთადერთი ჰარინგტონი იბრძოდა, მაგრამ მან ბევრი ვერაფერი შეძლო, რადგან დენვერელს "სპურსის ახალბედა ნილი სამქულიანებით პასუხობდა. მან და ჰილმა ერთად 10 სამქულიანიდან რვა გამოიყენეს. ამას დაემატა პარკერის გარღვევები, ხოლო ფარქვეშ ტიმ დანკანი დომინირებდა. ასე რომ, მეორე ნახევარში "დენვერი" მეტოქესთან 10 ქულაზე ახლოს ვერ მივიდა. მეოთხე მეოთხედში "ნაგეტსის" ლიდერებმა ჩონსი ბილაპსმა და ენტონიმ თითქმის მთელი დრო სათადარიგოთა სკამზე გაატარეს.

"სან ანტონიომ" შინ ზედიზედ მე-15 გამარჯვებას მიაღწია, "დენვერი" კი ამტკიცებს საშინაო გუნდის სტატუსს. "მილუოკის", "ინდიანასა" და "გოლდენ სტეიტსაც" კი სტუმრად უფრო მეტი გამარჯვება აქვთ.

კლიპერსი-ლეიკერსი 99:92

27:22, 17:23, 24:26, 31:21

კ: გორდონი (30+6 პასი+4 ჩაჭრა), გრიფინი (18+15 მოხსნა), დევისი (14+8 პასი), ჯორდანი (8+15 მოხსნა), დიოგუ (7+11 მოხსნა).

ლ: ბრაიანტი (27+9 მოხსნა+5 პასი), ბინუმი (18+13 მოხსნა+3 დაფარება), გასოლი (13+8 მოხსნა), ოდრომი (10+6 მოხსნა+3 დაფარება), არტესტი (10).

სან ანტონიო-დენვერი 110:97

20:24, 37:21, 25:22, 28:30

ს-ა: პარკერი (30+7 მოხსნა), ჯინობილი (18+7 პასი), ჰილი (14), ნილი (14), ჯეფერსონი (10), დანკანი (9+16 მოხსნა+3 დაფარება).

დ: ჰარინგტონი (18), ნენე (17+7 მოხსნა+5 ჩაჭრა), აფლალო (14), ენტონი (12+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), სმიტი (12+6 მოხსნა+4 ჩაჭრა).

[VIDEO] დონჩიჩის 34 და რივზის 33 - "ლეიკერსმა" ლებრონის გარეშე მოიგო
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს