"ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიე, ბრინჯაოს მედალმა ყველა წყენა გადაფარა"
ორიგინალური პროგრამით სულ სხვა ელფერი შესძინა მხატვრულ ტანვარჯიშში თვალმისაზიდ სანახაობას სალომე ფაჟავამ.

ქართველმა ტანმოვარჯიშემ პირველსავე დღეს "აიყვანა დარბაზი" წყვილი გურზით ვარჯიშში გამოსვლისას. გრაცია, ენერგია, ქართული სიმღერისა და ცეკვის მელოდიები შეზავებული როკვის ფრაგმენტებით, ძალიან ახლობელი და ემოციის მომზღვავებელი აღმოჩნდა მაყურებლისთვის. ამ დღეს პროგრამა-მინიმუმი შესრულდა - სალომე ოთხივე საგნით ვარჯიშში ფინალურ ჯგუფში მოხვდა (მეხუთე იყო რგოლით, მეექვსე - გურზით, ბაფთით და ბურთით ასპარეზობისას), მე- 5 შედეგი ჰქონდა მრავალჭიდშიც.

ფინალისტების გამოსვლა რგოლით დაიწყო. ამ დღესაც ფაჟავამ ურთულესი ილეთები ჰარმონიულად დახვეწილ სინქრონში შეასრულა და თუ ვინმემ გააოცა მაყურებლით სავსე დარბაზი, მათ შორის სალომე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. უზადობა თავად სპორტსმენმა ყველაზე უკეთ იცოდა და სიხარულით ოვაციამიგებებული მაყურებლის თვალწინ ეამბორა დამჯერ რგოლს. აქ სალომე მე-4 იყო.

ორსაათნახევრის შემდეგ უკვე ბურთით ასპარეზობის დრო დადგა და სარბიელზე განრიგით პირველი ჩვენი ტანმოვარჯიშე გამოიძახეს. აქაც და გურზებით ასპარეზობაშიც სალომე კვლავ მე-4 ადგილზე აღმოჩნდა.

მონაწილეებს ბაფთით გამოსვლა დარჩათ ბოლოს.

"თუმცა წინა სამ ვარჯიშში შეფასებით უკმაყოფილო ვიყავი, მაინც მქონდა მედლის მოპოვების იმედი. სიმართლე გითხრათ, არც ბაქოელი ქომაგების გაწბილება მინდოდა და ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიე, ბრინჯაოს მედალმა ყველა წყენა გადაფარა", - გვითხრა სალომე ფაჟავამ, რომელიც შეჯიბრების დამთავრების შემდეგ, ჩვენი თხოვნით, უმალვე გამოვიდა საკონფერენციო დარბაზში.

სისხლით მოპოვებული გამარჯვება

სიმართლე გითხრათ, სპორტკომპლექს "კრისტალში" შაბათს ცნობისმოყვარეობით შეზავებული იმედით წავედი. ჩვენი მოკრივე - გელა აბაშიძე (69 კგ) მეორე ორთაბრძოლას ატარებდა. ამ ბიჭზე იმდენი რამ მსმენოდა, თუმცა ძლიერი მეტოქე ჰყავდა, ვფიქრობდი, ღირსეულ პაექრობას ვნახავდი.

ტიტულებით და ასაკითაც 5 წლით უფროსი სპორტსმენის, ონდერ სიპალის უპირატესობა ისიც იყო, რომ მაყურებელი თურქ ათლეტებს აქ თავისიანებად თვლის და მხურვალედაც ქომაგობს.

გელა ძალიან აკედემიურად, თავდაჯერებულად ჩაება ორთაბრძოლაში. ეფექტური ტექნიკური ილეთები, ლამაზად შეზავებული ბრძოლის დახვეწილ, ინდივიდუალურ სტილთან, პირველ რაუნდშივე მსაჯებმა ერთსულოვნად მხოლოდ უმაღლესი ქულებით შეაფასეს - სულ ათიანები (მეტოქის ცხრიანების საპირისპიროდ).

მეორე რაუნდიც ქართველი ათლეტის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ აღარ დასრულებულა - შეწყდა 59 წამით ადრე. თურქმა მარცხენა საფეთქელთან ერთი ისეთი დარტყმა მიიღო, უმალვე სისხლი ჩამოდინდა სახეზე. მეორე "ჭრილობა" კი თვალის ქვეშ მოუჩანდა.

ნამდვილად ბევრი ეცადა ექიმიც და მწვრთნელიც, რომ რინგს დაბრუნებოდა სიპალი, მაგრამ სისხლდენა ვერ შეუჩერეს და შეხვედრა ისე შეწყდა, არც მე-2 რაუნდი დასრულებულა და არც მე-3 გამართულა. ჟიურიმ ასევე დიდხანს იმსჯელა, თუ რა გადაწყვეტილება მიეღო (თუმცა, სამსჯელო რა იყო).

როგორც იქნა, გაწელილი მოლოდინიც დასრულდა და გელა აბაშიძე გამარჯვებულად გამოცხადდა. ოქმში კი 3:0 ჩაიწერა ქართველის სასარგებლოდ.

გელა აბაშიძე მომავალ შეხვედრას გამართავს სამშაბათს და მისი მეტოქე იქნება უკრაინელი იაროსლავ სამოფალოვი. დავძენთ, რომ ეს იყო ამ თამაშებზე პირველი შემთხვევა, როცა რინგზე ასეთმა ვითარებამ განაპირობა პაექრობის შეწყვეტა დროზე ადრე.

ოთარ ერანოსიანმა (60), როგორც ვწერდით, საკვალიფიკაციო შეხვედრა წარმატებით ჩაატარა. აი, შემდეგი მეტოქე კი ნამდვილად ანგარიშგასაწევი შეხვდა, თანაც მასპინძელი. მის სიძლიერეზე მიმანიშნებელია ისიც, რომ პროფესიულ რინგზეც უასპარეზია და უკვე მოპოვებული აქვს რიოს ლიცენზიაც.

ვერ ვიტყვით, რომ ასეთმა მეტოქემ ოთარი შეაცბუნა. პირიქით, ამ ბიჭმა ჟინიანად, ვაჟკაცურად იბრძოლა და იქნებ მისი გამარჯვებაც სამართლიანი ყოფილიყო, თუმცა ფორტუნა სელიმოვის სასარგებლოდ "გააღიმეს".

52 კგ წონით კატეგორიაში ძალიან ძლიერ და გამოცდილ მოკრივეს, ასაკით თითქმის თანატოლს, რუს ვლადიმერ ვეტკინს დაუპირისპირდა ჩვენი სევერიან ჭელიძე. წარმატების შანსი ნამდვილად აქ ნაკლები გვქონდა და ასეც მოხდა - 0:3.

მეორე დაბრკოლება ვერც მიხეილ ბახტიძემ (+91) გადალახა - 0:3 დამარცხდა აზერბაიჯანელ მახამადრასულ მაჯიდოვთან.

შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, 21 ივნისის საღამოს, კიდევ ორმა ჩვენმა მოკრივემ იბრძოლა. იმედიანად ვიყავით განწყობილნი ლევან გულედანის (91) მიმართ. იმედიანად თუნდაც იმიტომ, რომ მეტოქე - რუსების სადამ მაგომედოვი 6 წლით უმცროსია ლევანზე. მაგრამ სპორტი უმცროს-უფროსობას არ სცნობს, მით უფრო, გარემოებათა გამო. მაგომედოვის უპირატესობა სამივე რაუნდში დაფიქსირდა - 3:0 და კიდევ ერთი ჩვენი მოკრივე გამოეთიშა შეჯიბრებას.

მისი ბედი უკვე საღამოს განრიგში ირაკლი მელიქიშვილმაც (64) გაიზიარა გერმანელ კასტრიოტ სოპასთან დაპირისპირებაში.

ფინიში ფინიშამდე

ჩვენი ორი ველომრბოლელიდან ირაკლი ნარეკლიშვილმა გზატკეცილზე მოასპარეზეთა შორის 38-ე ადგილი დაიკავა შედეგით - 1:11,35,06 (გამარჯვებულის - ბელორუს ვასილი კირიენკოს შედეგია - 59, 36,). შეჯიბრებაში მონაწილეობდა 40 სპორტსმენი. აქედან ნარეკლიშვილზე უარესი შედეგი ერთს ჰქონდა, ორმა კი დისტანცია ვერ დაამთავრა.

კვირას ნარეკლიშვილმა ბაქოს ქუჩებში გამართულ რბოლაში (216 კმ) თანაგუნდელ დიმიტრი ხოსიაურთან ერთად იასპარეზა. სამწუხაროდ, ვერც ერთმა ჩვენიანმა ფინიშამდე ვერ მიაღწია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შეჯიბრება სულ 60-მა მრბოლელმა დაასრულა 124-დან.

მოკლედ სხვა შეჯიბრებებზე: ბატუტზე ხტომაში თენგიზ კოშკაძე მე-5 შედეგით შევიდა ფინალში და იქაც იმავე ადგილზე დარჩა, თამარ კაკალაშვილმა კი ფინალს ვერ უწია.

ხელი მოეცარათ პაატა ნოზაძეს და ნატო ძიძიგურსაც - სპორტულ ტანვარჯიშში.

თენგიზ გაჩეჩილაძე ბაქოდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
სამსუნი და ბაქო რიოს ოლიმპიადამდე - ინტერვიუ დავით წიკლაურთან
ბაქო 2015-ის შეჯამება: მწარე რეალობა ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: გელა აბაშიძეს სისოკოსთან რევანში არ გამოუვიდა
მინსკი 2019: ოთარ ერანოსიანმა საქართველოს 25-ე მედალი მოუტანა
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 21 ივნისის განრიგი
ბაქო 2015. კრივი: სამი აქტივში, ორი - პასივში
დავით წიკლაური: ასეთი წარმატება ქართულ კრივს დიდი ხანია, არ ჰქონია
ქართველი მოკრივეები სოფიიდან სამი ბრინჯაოთი დაბრუნდნენ
სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!
მინსკი 2019: ქართველი მშვილდოსნები და მოკრივეები წარმატებულად ასპარეზობენ
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
მინსკი 2019. სახილ ალახვერდოვმა ბრინჯაოს მედალი გაინაღდა
მეტი სიახლე და გამოცდილება - ინტერვიუ დავით წიკლაურთან
უარი სპორტულ ტურიზმს! - ელგუჯა ბერიშვილი ბაქო 2015-ს კრიტიკულად აფასებს
ვისთან ვაგებ-მეთქი, - როგორ იხსენებს ბაქოს ფინალს ავთანდილ ჭრიკიშვილი
ადამ ოქრუაშვილი: ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ბევრმა ჩამომწერა
მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატს ხუთი ქართველი შემორჩა
მინსკი 2019: ერთ-ერთი სინჯის მედალი ოთარ ერანოსიანმაც გაინაღდა
ლევან გულედანმა მსოფლიოს ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
ᓥᓐᓠᓗვᓔᓚᓘ ᓛᓝᓙᓠᓘᓕᓔᓔᓑი ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓝᓑᓐᓖᓔ ᓐᓠᓐᓡᓠᓣᓚᓘ ᓨᓔმᓐᓓᓒᓔᓜᓚᓝᓑᓘᓗ ᓒᓐᓛᓝᓕᓚᓔნ
24 წლის სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა
ბაქოს სალიცენზიო ტურნირი კრივში: ოთხეული საგზურის შანსს ინარჩუნებს
კრივი. ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: ანტალიაში შვიდეული იბრძოლებს
სალომე ფაჟავას სუპერ გამოსვლა "ქუინის" მუსიკის ფონზე [VIDEO]
ფაჟავა ფინალში ვერ გადავიდა...
მედია და "გაბუტული" სპორტსმენები - ბაქოში დანახული ქართული პრობლემები
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 28 ივნისის განრიგი
ქართველი მოკრივეები რიოს სალიცენზიო ტურნირებისთვის მზადებას თბილისში იწყებენ
სალომე ფაჟავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ირაკლი უზნაძე: სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის დასვენებას ვერ ვახერხებთ
ქართველი მოკრივეების ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი უნგრეთში
საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ბაქოში ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის იბრძოლებს