ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თითქმის უსენსაციოდ

თითქმის უსენსაციოდ

მწვანე კონტინენტზე მთელი კვირა წვიმდა, მაგრამ ორშაბათისთვის გადაიღო და ტურნირის პირველმა დღემ ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაიარა

მთელი გასული კვირა ავსტრალიაში წვიმდა, მაგრამ ორშაბათისთვის გადაიღო და ავსტრალიის ღია პირველობის პირველმა დღემ ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაიარა.

თუმცა, ამინდის გაუარესების საფრთხე არსებობდა და ამიტომაც ორგანიზატორებმა დღის მეორე ნახევარში ორივე ცენტრალური კორტი გადახურეს.

რაც შეეხება პირველი სათამაშო დღის სპორტულ მხარეს, განსაკუთრებული სენსაცია არ მომხდარა - ყველა ძირითადმა პრეტენდენტმა გააგრძელა ბრძოლა მთავარი პრიზისთვის.

წარმატებით დაიწყო ტიტულის დაცვა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. სლოვაკი ლუკაშ ლაჩკოს გასანადგურებლად და პირველი წრის გასავლელად მსოფლიოს მეორე ჩოგანს მხოლოდ 84 წუთი დასჭირდა - 6:1, 6:1, 6:3.

"თავიდანვე შეტევითი ჩოგბურთის ჩვენება გადავწყვიტე. მინდოდა, მეტოქე მუდმივი ზეწოლის ქვეშ ყოფილიყო. მოხარული ვარ, რომ ამ ტაქტიკამ გაამართლა", - კმაყოფილი იყო მატჩის შემდეგ ფედერერი.

ასევე მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო თავის მეტოქეს მსოფლიოს კიდევ ერთმა ყოფილმა ჩოგანმა ენდი როდიკმა. ამერიკელმა, რომელიც შარშანდელი ჩაგდებული სეზონის შემდეგ საჩოგბურთო ელიტაში დაბრუნებას გეგმავს, ჩეხი იან ჰაიეკი 6:1, 6:2, 6:2 დაამარცხა.

თუმცა ამ მატჩით ვერ ვიმსჯელებთ როდიკის სპორტულ ფორმაზე, ამიტომაც მოცდა მოგვიწევს. ერთი კი ცხადია - ენდის თავისი მთავარი იარაღი კარგად აქვს მომარჯვებული - ასეთ ხანმოკლე მატჩში მან 17 ეისის ჩაწოდება მოახერხა.

თავად როდიკმა მოკრძალებულად შეაფასა თავისი მზადყოფნა და შანსები: "ამ ეტაპზე ნაადრევია როჯერ ფედერერთან მოსალოდნელი მეოთხედფინალის შესახებ ლაპარაკი. სხვა თუ არაფერი, "დიდი სლემის" ბოლო სამი ტურნირია ამ ეტაპამდე არც კი მიმიღწევია. ასე რომ, ჩემი მხრიდან სისულელე იქნებოდა ამაზე ფიქრი, მით უმეტეს, რომ თავად ჩავიგდე საკუთარი თავი ასეთ მდგომარეობაში".

გაცილებით მძიმე მატჩების ჩატარება მოუწიათ სხვა ამერიკელებს. მე-16 ნომრად განთესილ მარდი ფიშს მეტოქედ გამოცდილი რუმინელი ვიქტორ ჰანესკუ ერგო, რომელიც ხუთი პარტია ებრძოლა ფიშს, ორსეტიანი უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ ბოლოს მაინც წააგო - 6:2, 6:4, 3:6, 5:7, 3:6. მატჩის შემდეგ ფიშმა აღიარა, რომ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არასოდეს მოუგია ხუთსეტიანი მატჩი 0:2-ის შემდეგ.

სამაგიეროდ, არ გაუმართლა ტურნირის მე-18 ნომერ სემ კუერის, არადა, ამერიკელს, რომელსაც სატურნირო ბადეში სერიოზულ წინსვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მეტოქედ არც ისე ძლიერი პოლონელი ლუკაშ კუბოტი ჰყავდა, ვისაც ATP-ის ტურში იშვიათი გამონათებები აქვს. კუერი ორჯერ დაწინაურდა სეტებში და პოლონელმა ორივეჯერ გაათანაბრა, მეხუთე სეტში კი ბოლოსკენ გატეხა სემის წინააღმდეგობა - 8:6.

რუსებმა იმედი დაკარგეს

პირველ დღეს ქალებს შორის ორი განთესილი ჩოგბურთელი გავარდა - არავან რეზაი და დანიელი ჰანტუხოვა. სლოვაკმა ურთულეს მატჩში მოულოდნელად რუს რეგინა კულიკოვასთან წააგო. პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე წაგების შემდეგ ჰანტუხოვამ დიდი ხნით მოიპოვა ინიციატივა - მეორე პარტია აიღო და მესამეში ბრეიკით დაწინაურდა. როცა მატჩის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, კულიკოვამ საპასუხო ბრეიკით უპასუხა და შეხვედრა გაიწელა. ბოლო სეტში ტაი-ბრეიკი არ თამაშდება და 7:7-ზე რუსმა ბოლო ძალები მოიკრიბა და სამსაათნახევრიანი მატჩის მიწურულს ზედიზედ ორი გეიმის აღებით 9:7 გაიმარჯვა.

ასევე ორი განთესილი დააკლდა მამაკაცთა ბადეს. კუერიზე ზემოთ გითხარით. მთავარი სენსაცია კი რუსი ნიკოლაი დავიდენკოს მარცხი იყო 27 წლის ფლორიან მაიერთან - 3:6, 6:4, 6:7, 4:6. მართალია, რუსების მთავარი იმედი დიდი ხანია ვეღარ აჩვენებს ძველ თამაშს და ახალ რეიტინგში უკვე 25-ე პოზიციამდე დაეშვა, მაგრამ ის მაინც ფავორიტად მიიჩნეოდა ამ შეხვედრაში, მით უმეტეს, რომ დავიდენკომ სეზონი კარგად დაიწყო, დოჰაში რაფაელ ნადალი დაამარცხა და ფინალში მხოლოდ როჯერ ფედერერთან დამარცხდა.

მაიერთან მატჩში დავიდენკომ 13-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, იმ დროს, როცა გერმანელმა 14 შანსიდან ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

დღის მატჩი

დღის მატჩად კი, რა თქმა უნდა, ფრანგი გაელ მონფილსისა და ჰოლანდიელი ტიემო დე ბაკერის დაპირისპირება უნდა მოვნათლოთ. შეხვედრა სამ საათსა და 58 წუთს გაგრძელდა და უმეტესი ნაწილი მონფილსის კარნახით მიდიოდა, მაგრამ ფრანგის მთავარი უბედურება გადამწყვეტ მომენტებში უზუსტო თამაში იყო. თავად განსაჯეთ: მონფილს 28 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელთანაგაც ცხრა გამოიყენა, ამ დროს კი, ჰოლანდიელმა 9 ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

მაგრამ მონფილსისთვის საბედნიეროდ, მას ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში არ უმტყუნა ნერვებმა და სიზუსტემ. დე ბაკერმა პირველი ორი სეტი 7:6, 6:2 მოიგო, მესამეში კი ჯერ 4:1, შემდეგ 5:3 დაწინაურდა და მატჩზე აწოდებდა. სწორედ აქედან მოყოლებული შემოაბრუნა შეხვედრის ბედი ფრანგმა - მესამე სეტში 3:5-დან მოყოლებული 16 გეიმი მოიგო, დე ბაკერმა - მხოლოდ სამი.

ასევე ძალიან დაძაბული მატჩი გამოუვიდა ჟუსტინ ანენს, რომელსაც კვლაფიკაციიდან გასულ ჩოგბურთელთან - ინდოელ სანია მირზასთან უწევდა შეხვედრა. ბოლო დროს ის ძალიან ჩამორჩა რეიტინგში, მაგრამ თავისი სათამაშო სტილი შეინარჩუნა - ძლიერი ფორჰენდი და ბექჰენდი მას ყოველთვის ჰქონდა. სხვა საქმეა, რომ ასეთ სტილს შეცდომებიც ბევრი ახლდა, მაგრამ ამჯერად ინდოელი უფრო სუფთად თამაშობდა. თანაც ჟუსტინს აშკარად ეტყობოდა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა - რაც არ უნდა იყოს, 2010 წლის მეორე ნახევრის გამოტოვებამ თავისი კვალი დატოვა.

საბოლოოდ, ჟუსტინმა ოთხჯერ დათმო პირველ სეტში საკუთარი მოწოდება, ამასთან ბელგიელი ახერხებდა საპასუხო ბრეიკების გაკეთებას და სეტზეც კი აწვდიდა, მაგრამ სეტბოლი ვერ გამოიყენა და ბოლოს მირზამ იმძლავრა.

თუმცა შემდეგ მაინც იჩინა თავი ბელგიელის კლასმა. ანენი არა მარტო სტაბილურობით ჯობდა მეტოქეს, არამედ უფრო მახვილგონივრულ გაგრძელებას პოულობდა. მეორე სეტში ინდოელი ასე თუ ისე იბრძოდა, მაგრამ გადამწყვეტ პარტიაში ჟუსტინის უპირატესობა უდავო იყო - 5:7, 6:3, 6:1.

კარო წესრიგშია

ავსტრალიური პუბლიკა დიდი ინტერესით ელოდა ქალებს შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანის კაროლინ ვოზნიაცკის გამოსვლას. საქმე ისაა, რომ 20 წლის დანიელმა არც ისე დამაჯერებლად დაიწყო ახალი სეზონი და 2011 წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამი წაგება დაუგროვდა - ვერა ზვონარევასთან და კიმ კლაისტერსთან საჩვენებელ ტურნირებში და სლოვაკ დომინიკა ციბულკოვასთან სიდნეის ოფიციალურ ტურნირზე.

თანაც, ავსტრალიის ღიაზე პირველ წრეში ვოზნიაცკის მეტოქედ ყოველთვის სახიფათო არგენტინელი ხისელა დულკო ერგო.

კაროლინმა არ ანერვიულა თავისი გულშემატკივრები და უპრობლემოდ გავიდა შემდეგ ეტაპზე. დანიელი საიმედოდ მოქმედებდა და ჯამში 15 უნებლიე შეცდომა დაუშვა, თავის მეტოქეს კი 38 შეცდომა დააშვებინა. კარომ სამი ბრეიკი გააკეთა და მხოლოდ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება. საბოლოოდ - 6:3, 6:4 და ვოზნიაცკი "დიდი სლემის" პირველი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მოიგო WTA-ის ტურის მეორე ლამაზმანმა, რუსმა მარია შარაპოვამაც. მართალია, ტაილანდელ ტამარინე ტანასუგარნთან მას ბევრი შეცდომა დაუგროვდა, მაგრამ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ორ სეტში ჩაეტია და 2008 წლის შემდეგ ავსტრალიის ღიაზე პირველი მატჩი მოიგო. მარია 2009 წელს არ თამაშობდა მელბურნში, შარშან კი პირველივე წრეში წააგო.

რუსმა ტაილანდელთან შეხვედრა ძალიან ცუდად დაიწყო - ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და საკუთარი მოწოდება დათმო. თუმცა შარაპოვა მალე მოვიდა გონს და 25 წუთში ზედიზედ 6 გეიმი აიღო. ფავორიტს არც მეორე პარტიის დასაწყისი გამოუვიდა - 1:3 ჩამორჩა და ისევ შთამბეჭდავი სპურტით მოიგო სეტი - 6:3.

შემდეგ რაუნდში გავიდნენ ვიქტორია აზარენკა, იანინა ვიკმაიერი და ვენუს უილიამსი. ამერიკელმა ტურნირზე თავისი დის არყოფნის გამო დაიჩივლა: "სერენას გარეშე აქ მოწყენილობაა! მასაც უთამაშია ჩემს გარეშე დიდ ტურნირებზე, ასე რომ, ორივეს გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ახლობელი ადამიანის გვერდით დგომა. ამ დროს უფრო თავდაჯერებული ხარ."

ვენუსმა მხოლოდ ხუთი გეიმი დაუთმო იტალიელ სარა ერანის, რომელსაც კატასტროფული მაჩვენებელი აქვს ტოპ-ათეულის მოთამაშეების წინააღმდეგ - რეიტინგის ლიდერებთან მას უკვე ზედიზედ 18 წაგება დაუგროვდა.

I წრე

კაცები

ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-მარკო კრუნოლა (იტა) 6:4, 6:0, 6:2; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)-ტობიას კამკე (გერ) 1:6, 4:6, 7:6(6), 6:4, 6:4; ადრიან მანარინო (საფ)-რაიან ჰარისონი (აშშ) 6:4, 6:3, 6:4; რიშარ გასკე (საფ, 28)-ფრანკ დანჩევიჩი (კან) 6:3, 6:4, 6:4; ფლორიან მაიერი (გერ)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 23) 6:3, 4:6, 7:6(4), 6:4; კეი ნიშიკორი (იაპ)-ფაბიო ფონინი (იტა) 6:1, 6:4, 6:7(4), 6:4; იანკო ტიპსარევიჩი (სერ)-მიშა ზვერევი (გერ) 6:3, 6:1, 6:4. ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 9)-რაინერ შუტლერი (გერ) 6:1, 6:3, 6:2; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 14)-სტეფან რობერი (საფ) 6:4, 6:3, 6:7(4), 7:5; იგორ ანდრეევი (რუს)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 6:3, 7:6(3), 6:3ბენუა პერი (საფ)-ფლავიო ჩიპოლა (იტა) 6:1, 7:5, 6:1; ივან ლუბიჩიჩი (ხორ, 17)-პეტერ ლუჩაკი (ავსტრა) 6:3, 6:3, 7:6(2); ვიქტორ ტროიცკი (სერ, 29)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს) 6:2, 3:6, 6:2, 6:0; ნიკოლა მაუ (საფ)-ბრაიან დაბული (არგ) 6:3, 6:4, 6:4; ივან დოდიგი (ხორ)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 6:4, 3:6, 6:7(5), 6:4, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:1, 6:3, 6:1; ენდი როდიკი (აშშ, 8)-იან ჰაიეკი (ჩეხ) 6:1, 6:2, 6:2; იგორ კუნიცინი (რუს)-მიხალ პრსიეჟნი (პოლ) 6:7(1), 6:4, 6:4, 7:6(6); რობინ ჰაასე (ჰოლ)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:4, 6:3, 7:6(5); ხუან მონაკო (არგ, 26)-სიმონ გროილი (გერ) 7:6(5), 7:6(4), 6:2; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 19)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 7:6(3), 6:4, 6:4; გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-ანდრეი გოლუბევი (ყაზ) 6:1, 6:4, 6:2; ფედერიკო ჟილი (პორ)-პაბლო კუევასი (ურუ) 6:4, 6:7(7), 4:6, 6:3, 9:7; გაელ მონფილსი (საფ, 12)-ტიემო დე ბაკერი (ჰოლ) 6:7(5), 2:6, 7:5, 6:2, 6:1; მარდი ფიში (აშშ, 16)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 2:6, 4:6, 6:3, 7:5, 6:3; ტომი რობრედო (ესპ)-სომდევ დევარმანი (ინდ) 7:6(4), 6:3, 6:4; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-დანიელ ბრანდსი (გერ) 6:2, 6:3, 6:4; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-სემ კუერი (აშშ, 18) 5:7, 6:2, 3:6, 6:1, 8:6; ალბერტ მონტანიესი (ესპ, 25)-დასტინ ბრაუნი (გერ) 6:4, 6:2, 3:6, 2:6, 7:5; ქსავიერ მალისე (ბელ)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:1, 6:2, 7:6(3); ჟილ სიმონი (საფ)-იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:7(3), 6:2, 6:4, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 6:1, 6:1, 6:3.

ქალები

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ხისელა დულკო (არგ) 6:3, 6:4; ვანია კინგი (აშშ)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 6:7(4), 6:0, 6:3; ალბერტა ბრიანტი (იტა)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 6:4, 7:5; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 29)-ანჟელიკ კერბერი (გერ) 6:2, 6:7(4), 6:4; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 21)-იარმილა გროტი (ავსტრა) 6:3, 2:6, 6:4; ანასტასია სევასტოვა (ლატ)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:4, 7:6(5); ვესნა მანასიევა (რუს)-ლაურა პოუს-ტიო (ესპ) 7:5, 6:2; მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-ტატიანა გარბინი (იტა) 6:0, 6:0; ჟუსტინ ანენი (11)-სანია მირზა (ინდ) 5:7, 6:3, 6:1; ელენა ბალტაჩა (ბრიტ)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ) 3:6, 6:4, 7:5; არანჩა რუსი (ჰოლ)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:1, 3:6, 7:5; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 23)-ელისონ რისკე (აშშ) 6:3, 6:2; ცვეტანა პირონკოვა (ბულ, 32)-პოლინ პარმენტიე (საფ) 6:4, 3:6, 6:3; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 6:0, 6:3; რებეკა მარინო (კან)-იუნრი ნამიგატა (იაპ) 6:2, 4:6, 6:3; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6)-არანჩა პარა სანტონხა (ესპ) 6:7(4), 6:2, 6:4; ვენუს უილიამსი (აშშ, 4)-სარა ერანი (იტა) 6:3, 6:2; სანდა ზახვალოვა (ჩეხ)-რენატა ვორაკოვა (ჩეხ) 6:3, 6:1; ენ კეოტავონგი (ბრიტ)-არინა როდიონოვა (ავსტრა) 7:5, 6:4; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 30)-ჯილ კრეიბასი (აშშ) 6:1, 6:2; კაია კანეპი (ესტ, 20)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 2:6, 6:4, 6:3; ჯულია გორჯესი (გერ)-ედინა გალოვიტცი (რუმ) 6:3, 4:6, 6:3; ვირჟინ რაზანო (საფ)-ელენა ვესნინა (რუს) 4:6, 6:3, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 14)-ტამარინე ტანასუგარნი (ტაილ) 6:1, 6:3; ნა ლი (ჩინ, 9)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:1, 7:5; ევგენია როდინა (რუს)-ოლივია როგოვსკა (ავსტრა) 6:3, 6:1; ელენა დოკიჩი (ავსტრა)-ჟუჟანა ონდრაშკოვა (ჩეხ) 6:3, 6:2; ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ)-არავან რეზაი (საფ, 17) 6:0, 3:6, 7:5; რეჯინა კულიკოვა (რუს)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 28) 7:6(3), 3:6, 9:7; შანელ სხეპერსი (ს. აფრ)-კაროლინა შპრემი (ხორ) 4:6, 6:4, 6:2; ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ)-პატრისია მეირი (ავსტრია) 7:5, 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-კატრინ ვორლი (გერ) 6:0, 6:2.

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა