"უაით ჰართ ლეინზე" გულშემატკივარი საინტერესო შეხვედრის მოწმე გახდა - "ტოტენჰემის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის დროს ტრიბუნაზე ფაბიო კაპელო დევიდ ბექჰემს გადაეყარა
კვირას, "უაით ჰართ ლეინზე" გულშემატკივარი საინტერესო შეხვედრის მოწმე გახდა - "ტოტენჰემ ჰოთსპურისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის დროს ტრიბუნაზე ფაბიო კაპელო დევიდ ბექჰემს გადაეყარა. ინგლისური გაზეთები ასე წერენ: მწვრთნელი თავის ყოფილ მოთამაშეს როგორც იქნა შეხვდაო. ინგლისის ნაკრების თავკაცმა კაპიტანყოფილი გულში თბილად ჩაიკრა.

ამ შეხვედრას მას-მედიამ ყურადღება იმიტომ მიაქცია, რომ შარშან კაპელოს ერთმა ნათქვამმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: იტალიელმა ბრძანა, ბექჰემი უკვე დაბერდა და ნაკრებში აღარ გამოვიძახებო. ეს სიტყვები იტალიელმა აგვისტოში, ინგლისისა და უნგრეთის ამხანაგური შეხვედრის წინ თქვა. ის თამაში ინგლისელებმა 2:1 მოიგეს. მაშინ, კაპელოს უშუალოდ ბექჰემზე ჰკითხეს, თქვენს სამომავლო გეგმებში მისთვის ადგილი თუ არისო. მწვრთნელმა, რომელიც ინგლისელ ვეტერანს ჯერ კიდევ "რეალში" ხელმძღვანელობდა, მიუგო:

"ინგლისის ნაკრებში ცვლილებების დროა. დევიდი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ ახალი სისხლი გვჭირდება. მე მას მსოფლიოს ჩემპიონატზე გაწეული დახმარებისთვის დიდ მადლობას ვუხდი, მაგრამ უკვე ბებრად მიმაჩნია."

მერე გაირკვა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელთა შტაბს კაპელოს გადაწყვეტილების შესახებ ბექჰემი გაფრთხილებული არ ჰყავდა. ასეთი უმადურობისთვის ვეტერანისგან ყველა ცხარე რეაქციას ელოდა, მაგრამ მან ყველა გააოცა - თავის ოფიციალურ განცხადებაში ნაკრებისადმი ერთგულება დაადასტურა და თქვა, რომ თუ მომავალში მაინც გამოიძახებენ, მადლობელი დარჩება.

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე