23 ივნისს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა "პრეზიდენტის თასზე" ბელორუსის ნაკრები 2:1 დაამარცხა
23 ივნისს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა ასტანაში, "პრეზიდენტის თასზე" და ბელორუსის ნაკრები 2:1 დაამარცხა.

ტურნირის მეორე სათამაშო დღე სწორედ ამ შეხვედრით დაიწყო. როგორც იცით, პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა 2:0. ბელორუსებმა კი, აზერბაიჯანის ნაკრებთან 1:3 წააგეს და ამ მატჩში მათ მოგება სჭირდებოდათ.

ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. უკვე მე-16 წუთზე შესანიშნავი სოლო-რეიდი განახორციელა გიორგი ჩაკვეტაძემ; ნაკრების თავდამსხმელმა გზად რამდენიმე მცველი მოატყუა და საჯარიმოში ნუგზარ სპანდერაშვილის მისამართით ჩააწოდა, რომელსაც ისღა დარჩენოდა, ბურთი თავით კარში გადაეგზავნა და ანგარიშიც გაიხსნა - 1:0.

თუმცა ჩვენი ფეხბურთელების სიხარულს მეტოქემ ზუსტად ერთ წუთში გატანილი გოლით უპასუხა. ბელორუსებს ანგარიშის გაზრდის შანსი კვლავ ჰქონდათ, თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარეს ვერ აჯობეს. საგოლე მომენტი ჰქონდა ბექა ქავთარაძესაც და საპასუხოდ, აქაც მეკარემ იყოჩაღა.

მეორე ტაიმიც ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა გუნდები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. ამ დროს კი, ბელორუსმა პილიპოვეცმა მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედანი დატოვა. ამით კარგად ისარგებლეს ქართველმა ფეხბურთელებმა, ბურთი სწრაფად გაითამაშეს და მეტოქის საჯარიმოში კარგ პოზიციაზე მყოფმა ლევან ხარაბაძემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა - 2:1.

მეორე მატჩი მოიგო აზერბაიჯანის ნაკრებმაც. ასე რომ, 25 ივნისს, საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებების შეხვედრაში გაირკვევა ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობა. 24 ივნისს კი, ტურნირზე დასვენების დღეა.

23.06.2015. "ასტანა არენა"

U17. ბელორუსი-საქართველო 1:2 (1:1)

ბელორუსი U17: სვირსკი, პილოპოვეცი, ბასარია, კაზაკოვი, ლომაძე (ალშანიკი 37) (ფისიუკი 60), ლაპუნი, პილეცი (ხლებოსოლოვი 41), შევჩენკო (კალინეიკო 54), ქსენოფონტოვი, სერგუნი, მალკელიჩი (სტაროსტინი 50)

საქართველო U17: გუგეშაშვილი, ვირუბოვი (კიკალიშვილი 9), ასათიანი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, ბარაბაძე (ნიკოლეიშვილი 23), ნინუა, ქიმერიძე (ოზბეთელაშვილი 41), ჩაკვეტაძე (კოპლატაძე 53), ქავთარაძე, სპანდერაშვილი (ლურსმანაშვილი 75)

მთ. მწვრთნელი - გოჩა ავსაჯანიშვილი

გოლები: სპანდერაშვილი (16), კაზაკოვი (17), ხარაბაძე (58)

სფფ-ის პრესსამსახური

temo
მალადეც ავსაჯან გილოცავ მიდ მიდი
Auee
ორი ქარტველი რუსებს კავდატ ნაკრებსჰი ორი კი ბელორუსებს ...მერე კი იდზახიტ ფეხბურტელები არ გვკავსო
El
აზერები 1-0 მოიგეს რუსეთის მეორე გუნდს.
david
არ სად წერთ, მაგრამ რუსეთი ჩამოიყვანა მეორე გუნდი... U17 RUSSIA 2
გელა
აზერბაიჯანი რუსეთის ანგარიშის დაფიქსირება ალბათ ძაან რთული იყო. უმაღლეს დონეზეა ჟურნალისტიკა.
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები კვიპროსს შეხვდება - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
17 და 19-წლამდე ვაჟთა გუნდები სექტემბერში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
U17. საქართველოს ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა
U17. ბართიშვილის ბრწყინვალე გოლი და წაგება სლოვენიასთან [VIDEO]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ყაზახეთში მიემგზავრება
საქართველოს 17-წლამდელებმა "პრეზიდენტის თასზე" რუსეთს მოუგეს
8 გოლი ყაზახთა კარში - 17-წლამდელები "პრეზიდენტის თასიდან" ბრუნდებიან
U17. საქართველო-აზერბაიჯანი 0:0 - ყვითელი ბარათების გამო დავიჩაგრეთ