ბენტი, ვაიმანი, ლოუტნი წავიდნენ, ბენტეკე მიდის
ბირმინგემის "ასტონ ვილა" ფეხბურთელებისგან იცლება: დარენ ბენტი რომ გუნდს აღარ სჭირდებოდა, ეს დიდი ხანია, შესამჩნევი გახლდათ და იგი "დერბი ქაუნთის" სრულფასოვანი წევრი გახდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

"ცხვრებს" სურთ, რაც აქამდე არ გამოუვიდათ, ის გააკეთონ და, ბოლოს და ბოლოს, პრემიერლიგაში დაბრუნდნენ. ამიტომაც მათ "ვილადან" 23 წლის ავსტრიელი შემტევი ანდრეას ვაიმანიც წაიყვანეს. თუ რა დაჯდა ეს სიამოვნება, არ გახმაურებულა. ვაიმანმა ახალ გუნდთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ახლა კი ბირმინგემული გუნდი დატოვა იაკუბა სილამაც. მალელი კლუბმა 2013 წლის იანვარში 2 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ "კლერმონიდან" მიიყვანა, მაგრამ მან ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 12 შეხვედრა ჩაატარა. 24 წლის ნახევარმცველი საფრანგეთს უბრუნდება, იგი "რენში" გადავიდა.

წავიდა მეტიუ ლოუტონიც, რაც ცოტა მოულოდნელი იყო. იგი "ბარნლიში" გადაბარგდა და ტრანსფერის ფინანსური დეტალები არც ამ შემთხვევაში საჯაროვდება. 26 წლის მცველი "ტარფ მურზე" "ტოტენჰემში" წასულ კირან ტრიპიერს შეცვლის. მან ახალ გუნდთან სამწლიანი შეთანხმება გააფორმა და შონ დაიჩის თქმით, პრემიერლიგაში დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა.

"ბარნლის" გეგმები იქით იყოს და, "ვილა პარკის" ბინადართა ქომაგები ყოველ სეზონში არადამაჯერებელი თამაშით დაიღალნენ, მიუხედავად კარგი შემადგენლობისა და სტატუსისა. ამიტომაც ახლა ისინი ორმაგად შეშფოთებულნი არიან იმით, რომ გუნდი ფეხბურთელებს უშვებს, მაგრამ ახალწვეულები არ ჩანან.

თუმცა ხელმძღვანელობას ეს საქმე, ალბათ, მომავლისთვის აქვს გადადებული. მეორე მხრივ, მსურველები ბუზებივით ესევიან ფაბიან დელფსა და კრისტიან ბენტეკეს... მათი შენარჩუნება კი "ასტონ ვილასთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ჯონ ტერი და ენტონი ჯოშუა კატარში ისვენებენ
ჯონ ტერიმ აზრი შეიცვალა - "ჩელსის" ლეგენდარული მცველი ყოფილი გუნდის წინააღმდეგაც ითამაშებს
მუნდიალი 2018. ფაქტები და ციფრები: ევროპის ყველა დროის ბომბარდირობისთვის
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მოსახდენი მოხდა - კრისტიან ბენტეკე "არწივია"
შავი კატა კრისტიან ბენტეკესა და იურგენ კლოპს შორის
"მანჩესტერ იუნაიტედი" ორ ფეხბურთელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ჯონ ტერის მწვრთნელი სთავაზობს, "ჩელსის" წინააღმდეგ არ ითამაშოს
"ღირსეული" საქციელი - "ასტონ ვილას" კაპიტანმა ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და ცოტა ხანში...
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პრემიერლიგა. VII ტური: "ევერტონმა" და "კრისტალ პალასმა" ქულები გაიყვეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
კრისტიან ბენტეკე რუნისთან წავიდა
ჯონ ტერი: კონტეს ვარჯიშები ძალიან დამღლელია
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესის 500, 16 და 4 376
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები