"რეალიდან" "ჰიუსტონში"
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" ამზადებს სამმხრივ გაცვლას, რომლის მიზანი იქნება "საკრამენტო კინგზის" ცენტრის, დემარკუს კაზინსის გადაბირება. ამის შესახებ ESPN-ის მიმომხილველი მარკ შტაინი წერს.

ამ ტრეიდში მესამე მხარე შეიძლება გახდეს "ორლანდო". ამ შემთხვევაში, "კინგზის" მიმართულებით უნდა გაემართოს "მეჯიქის" ჩერნოგორიელი ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი. ამ გარიგების განხორციელებას, შესაძლოა, ხელი შეუშალოს იმან, რომ "ლეიკერსს" არ აქვს აქტივები, რამაც შეიძლება დააინტერესოს ორივე კლუბი. გამონაკლისია ფორვარდი ჯულიუს რენდლი, მცველი ჯორდან კლარკსონი და მომავალი დრაფტის მეორე ნომრის არჩევის უფლება, რომლის გაცვლის უფლებაც "ლეიკერსს" არ აქვს.

აღვნიშნავთ, რომ ადრე "საკრამენტოს" ხელმძღვანელობამ უარყო კაზინსის გაცვლის შესაძლებლობა, თუმცა ორი დღის წინ დაიწერა, რომ ამ კალათბურთელის გაშვება სურს "მეფეების" ახალ მთავარ მწვრთნელს, ჯორჯ კარლს.

"რეალიდან" "ჰიუსტონში"

"ჰიუსტონ როკეტსმა" კონკრეტული წინადადებით მიმართ მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მცველს, სერხიო ლიულს. კერძოდ, "რაკეტების" ხელმძღვანელობას სურს, 27 წლის კალათბურთელთან სამწლიანი და 24-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმოს.

ლიულის მიმდინარე კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში და მისი დარღვევის შემთხვევაში, კომპენსაცია 5 მილიონ ევროს შეადგენს. "ჰიუსტონში" მომავალი ხელფასის ოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ლიული ამ კომპენსაციას თავად გადაიხდის.

სერხიო 2009 წლის დრაფტზე 34-ე ნომრად აირჩია "დენვერმა". მოგვიანებით, მოთამაშეზე უფლება "ჰიუსტონმა" გამოისყიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
NBA. სუპერფინალი: დურანტი დაბრუნდა და ისევ ტრავმა მიიღო, "უორიორსმა" შანსი შეინარჩუნა [VIDEO]
ისტორიაში პირველად! - "ტორონტო" NBA-ს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
აშშ-ის პოლიციამ NBA-ს ვარსკვლავის დაკავების სანქცია გასცა - 29 აგვისტოს დაიჯესტი
პოლ პირსი: NBA-ში ერთგულება აღარ არსებობს
"ჰიუსტონმა" ლიულს დაუმიზნა
დამარცხებული ფედერერი, არაბიძის ტრანსფერი - 15 აგვისტოს დაიჯესტი
სერხიო ლიული ევრობასკეტზე ვერ ითამაშებს
ფაჩულია "ლეიკერსში"?- ზაზას ახალი შანსი დემარკუს კაზინსის ტრავმამ მისცა