დი მარია და შვაინშტაიგერი იცვლებიან?
13:01 "ლივერპულმა" გამოაცხადა ბრაზილიის ნაკრების წევრის, რობერტო ფირმინოს შეძენის შესახებ. კოპა ამერიკიდან ექსჰოფენჰაიმელი "ენფილდზე" გაემგზავრება.

13:07 Bild იტყობინება, რომ "ლივერპულმა" ბრაზილიელში 41 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს უფრო მეტია, ვიდრე თავის დროზე ხავი მარტინესში, ედინ ჯეკოში, მარიო გიოტცესა და ანდრე შიურლეში გადაიხადეს.

13:17 Football Italia იტყობინება, რომ ჯერდან შაჩირი ტრანსფერზეა დაყენებული. რობერტო მანჩინი ვერ ხედავს შვეიცარიელს მომავალი სეზონისთვის საკუთარ გეგმებში.

14:37 "მარსელი", როგორც ჩანს, დაკარგავს მაღალი კლასის ცენტრალურ მცველს ნიკოლა ნკულუს. "ლიონმა" 7 მილიონი ევრო გაამზადა და უკვე მოელაპარაკა ფეხბურთელს.

14:56 ლუკას პოდოლსკი "გალასათასარაიში" წავიდა სათამაშოდ. ტრანსფერის თანხა სასაცილოა - 3 მილიონი ევრო.

15:23 "რომამ" 25 მილიონი შესთავაზა "სევილიას" კარლოს ბაკას სანაცვლოდ.

15:30 "მალაგამ" პორტუგალიელი ფაბიო ესპინიუ დაიმატა. ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლუდოგორეცში" თამაშით მოაწონა ყველას თავი.

15:36 Bild ჯიუტად აძევებს ბასტიან შვაინშტაიგერს "ბაიერნიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში", შემცვლელად კი ანხელ დი მარიას ასახელებს. კარლ-ჰაინც რუმენიგემ კომენტარი გაუკეთა ამ ამბავს: "განვიხილავთ ამ ვარიანტს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბასტიანი თავად მოვა ჩვენთან ამგვარი წინადადებით". მიუნხენელებს თანხის დამატება დასჭირდებათ, რადგან დი მარია 60 მილიონზე მეტი ღირს, შვაინი - მხოლოდ 28 მილიონი.

15:44 "ჩელსიმ", როგორც ჩანს, იპოვა პეტრ ჩეხის შემცვლელი. მას ასმირ ბეგოვიჩი ჩაანაცვლებს. "სტოკ სიტის" მეკარის გაცვლა უნდა ვიქტორ მოზესში და დამატებით 11 მილიონი ევროს გამომუშავება.

15:46 იტალიური პრესა წერს, რომ მატია დესტრო იტალიიდან საფრანგეთში გადადის. "რომას" ფორვარდი "მონაკოს" აინტერესებს.

15:50 "ეინდჰოვენის" ახალგაზრდა ვარსკვლავი ზაკარია ბაკალი "ვალენსიას" აინტერესებს. 19 წლის მაროკოელ-ბელგიელმა გასული სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ, როგორც ჩანს, მართლაც დიდი ტალანტია, რადგან ესპანეთში ასე აქტიურად ეპატიჟებიან.

15:56 უცნაური სიახლე ევგენი კონოპლიანკაზე. Daily Mirror-ი იტყობინება, რომ ფეხბურთელი მოლაპარაკებებს აწარმოებს "სტოკ სიტისთან", ოღონდ ამ კლუბს არ სურს გადაიხადოს უკრაინელის მიერ მოთხოვნილი 140 ათასი ევრო კვირაში. კიდევ ერთი ვარიანტია "ნიუკასლი".

16:08 წინა დღის ტრანსფერი, რომელიც დაფიქსირებას მოითხოვს. "ჯენოასა" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეა ბერტოლაჩი "რომაში" გადადის. დედაქალაქელებს ტრანსფერი 8.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.

16:33 დავიდ დე ხეა ისევ აწვალებს ყველას თავისი სატრანსფერო საგით. "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეს სურს, რომ "რეალთან" მოლაპარაკებები "იუნაიტედის" შეკრების დაწყებამდე, კერძოდ, 6 ივლისამდე დასრულდეს. ხუთწლიანი კონტრაქტი წლიური 5.5 მილიონი ევროს ხელფასით უკვე მზად არის. დარჩა მხოლოდ კლუბებს შორის მოლაპარაკება.

16:51 ორჯერ გამოიჩინა თავი "შტუტგარტმა": "ელჩედან" მეკარე პშემისლავ ტიტონი შეიძინა, მეორე ბუნდესლიგაში გავარდნილი "პადერბორნიდან" - ლუკას რუპი.

17:00 ადრიანო გალიანის კავშირი ჰქონდა გონსალო იგუაინის აგენტთან ფორვარდის "მილანში" ტრანსფერზე.

17:07 "იუვენტუსმა" "უდინეზედან" გამოისყიდა არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი რობერტო პერეირა. ჩემპიონი სამი წლის განმავლობაში 14 მილიონ ევროს გადაუხდის უდინელებს. პერეირამ "იუვესთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

17:28 Sky Sports-ი წერს, რომ "ჩელსი" არ არის მზად, 55 მილიონზე მეტი გადაიხადოს რაჰიმ სტერლინგისთვის. "მანჩესტერ სიტიმ" უკვე მიმართა ორი წინადადებით "ლივერპულს" და ბოლო შეთავაზებამ სწორედ ამ თანხას მიაღწია.

17:56 წამყვანი ბელგიელი სპორტული ჟურნალისტი კრისტოფ ტერერი ადასტურებს, რომ აქსელ ვიტცელი "მილანში" გადავა. იტალიური გუნდი, "ზენიტი" და ფეხბურთელის აგენტები დღეს მოილაპარაკებენ საბოლოო დეტალებზე.

18:24 ჰარი რედნაპი იტყობინება, რომ ვეტერანი მცველი სილვენ დისტენი "ევერტონიდან" "ბორნმუთში" გადავიდა.

18:28 "უოტფორდი" აგრძელებს შემადგენლობის გაძლიერებას. ამ გუნდში თითქმის გადავიდა ზრავკო კუზმანოვიჩი "ინტერიდან".

18:51 ოფიციალურად! სამუელ ეტო'ო "ანტალიასფორში" გადავიდა. მის შესახვედრად კლუბის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით მივიდა.

19:04 "არსენალმა" გაიფორმა რუმინეთის 16-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი ვლად დრაგომირი. ეს ბიჭი "ტიმიშოარადან" რუმინული ფეხბურთის მთავარ ახალგაზრდა ვარსკვლავად მიიჩნევა და "ემირეიტზე" 100 ათას ევროდ გადავიდა. მისი სათამაშო ნომერი "შვიდი" იქნება.

19:30 "ეკიპი" წერს, რომ "ვესტ ჰემი" მოელაპარაკა "მარსელს" დმიტრი პაიეს ტრანსფერზე. ფეხბურთელი არდადეგებიდან ლონდონში ჩავა სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად. "მარსელი" 15 მილიონ ევროს მიიღებს.

19:47 გახსოვთ ფაბრიციო მიკოლი? ვისაც ახსოვს, მათთვის საიტერესო იქნება, რომ იტალიელი მალტაზე "ბირკირკარას" შემადგენლობაში სათამაშოდ მიემგზავრება.

19:55 კარლოს ტევესი "ბოკა ხუნიორსში" დაბრუნდა, - ირწმუნება Tuttosport-ი. "იუვენტუსიდან" გადასვლის სქემა რთულია - ტურინელები იღებენ 5 მილიონ ევროს და იჯარით აჰყავთ 1997 წელს დაბადებული ძალიან ნიჭიერი გვიდო ვადალა. იტყობინებიან, რომ "ბოკას" გულშემატკივრებს კარლიტოს 7 ივლისს წარუდგენენ "ლა ბომბონერაზე".

20:24 არგენტინის ნაკრების მცველმა ფაკუნდო რონკალიამ, შესაძლოა, დატოვოს გენუა და "ვალენსიაში" ან "შალკეში" გააგრძელოს კარიერა. "ფიორენტინა", რომელსაც ეკუთვნის ფეხბურთელი, მზად არის რონკალიას გასაყიდად.

21:12 სერხიო რამოსის კონტრაქტში მითითებულია ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა - 180 მილიონი ევრო. სწორედ ამ პუნქტს აცნობს "რეალი" ყველა იმ კლუბს, რომელიც ესპანელი მცველით არის დაინტერესებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
იბრაჰიმოვიჩი შვაინშტაიგერს: 50 წლის კვალობაზე, კარგად გამოიყურები
მშობიარობის შემდეგ ანა ივანოვიჩი შესანიშნავ ფორმაშია [PHOTO]
ანხელ დი მარიამ ახსნა, რატომ სჯობია მისი აზრით ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოს
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია
"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი
ნაკრებში ასრულებს, "ბენფიკაში" რჩება - დი მარია კვლავ ლისაბონელებისთვის შეუტევს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
შვაინშტაიგერი: დე ხეა ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ვუთხარი...
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები