სამწუხაროდ, გუნდი სერიოზული ტრავმებით ხვდება შეჯიბრებას
დღეს, 25 ივნისს, თამაშებში ძიუდოისტებიც ჩაებმებიან, რომლებსაც ახლა მთელი ჩვენი იმედები უკავშირდება.

სამწუხაროდ, გუნდი სერიოზული ტრავმებით ხვდება შეჯიბრებას - ლაშა შავდათუაშვილის (73) და ადამ ოქრუაშვილის (+100) გარდა, ყველას რაღაც აწუხებს, თუმცა ოლიმპიური გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, ყველაზე რთულად ნუგზარ ტატალაშვილი (73), უშანგი მარგიანი (81) და ლევან მატიაშვილი (+100) არიან. პირველს ბოლო შეკრებაზე ყვარელში კოჭი და მუხლი უტკენია (თავიდან მენისკზეც კი შიშობდნენ), მეორეს იმავე შეკრებაზე ტრავმირებული ფეხი კიდევ გამიზეზებია, მესამეს კი ხელი დაუზიანებია.

ფეხი აწუხებს დღეს მოჭიდავე ამირან პაპინაშვილსაც (60) და ვალერი ლიპარტელიანს (90), ცოტა მხარს იტკიებს ბექა ღვინიაშვილი (90). ავთანდილ ჭრიკიშვილს (81) ტრავმა არა, მაგრამ საჭმლის მომნელებელი სისტემა კი აწუხებს.

ერთი სიტყვით, გუნდის ექიმებს მოცლა არა აქვთ.

ირაკლი უზნაძე: გუნდში განწყობა კარგია და იმედია, ტრავმები შედეგზე არ იმოქმედებს

24 ივნისს გაიმართა წილისყრა, თუმცა, რეიტინგიდან გამომდინარე, ჩვენებურთა მთავარი კონკურენტების ამბები დაახლოებით აქამდეც ვიცოდით.

დღეს 60-66 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი რუმინელი ამადო ლაზეას და ებრაელი არტიომ არშანსკის პაექრობაში გაირკვევა.

ებრაელს ჩვენებურმა შარშან კი მოუგო მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოსთვის შეხვედრა, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი და საშიში მოწინააღმდეგეა. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე რუსთა ყაბარდოელი ევროპის ორგზის ჩემპიონი ბესლან მუდრანოვია.

მას ჯგუფში ძლიერი გერმანელი ევროპის მედალოსანი ტობიას ენგლმაიერი ჰყავს, მაგრამ ამ ბოლოს პაპინაშვილმა მასთანაც წააგო.

ხვალ, 26 ივნისს, 73-81-ის ფალავნები იასპარეზებენ. 73-ში ჩვენებურები ბადის სხვადასხვა მხარეს არიან, განუთესავ შავდათუაშვილს კი გაუმართლა, მასპინძელ რუსტამ ორუჯოვის მხარეს რომ არ მოხვდა - მას ფინალამდე ასცდა.

სამაგიეროდ, ორუჯოვის და ტატალაშვილის გზები იკვეთება ნახევარფინალში. თუმცა იქამდე ჩვენებს ფრანგებიც ცუდად "ჩაუჯდნენ" დასაწყისში. თავიდან ტატალაშვილიც ისვენებს, მისი მეტოქე კი სწორედ ფრანგი ფლორენტ ურანისა და თურქი ბაირამ ცეილანის პაექრობაში გამოვლინდება. თუმცა ჩვენებურს ფრანგზე უფრო საშიში კონკურენტი ჰყავს ჯგუფში - სლოვაკი როკ დრაკშიჩი, ვისთანაც ორი წლის წინ ევროპირველობის ფინალში დამარცხდა. მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება.

შავდათუაშვილი ტურნირს ფრანგ ევროპის პრიზიორ პიერ დუპრატთან შეხვედრით იწყებს, მოგების შემთხვევაში კი ჩეხ იაკუბ იეცმინეკს დაეჭიდება. ამავე ჯგუფშია მასტერსის მომგები რუსი დენის იარცევი.

81 კილოგრამში ჭრიკიშვილი თავიდან კი ისვენებს, მაგრამ, შესაძლოა, პირველივე შეხვედრა არასასურველ ბელგიელ ევროპის ჩემპიონ იოახიმ ბოტიესთან მოუწიოს, ვისთანაც წლეულს გერმანიაში ფინალში დამარცხდა - სწორედ ბოტიესა და ბულგარელ ივაილო ივანოვს შორის უმჯობესი შეხვდება ჩვენებურს.

ამავე ჯგუფშია ბერძენთა სახელით მოჭიდავე ქართველი რომან მასტოპულოსი (რევაზიშვილი).

მარგიანი მეორე წრეში იჭიდავებს სლოვაკ მატუშ მილიჩოვსკისთან, თუმცა ის ფრანგთა მსოფლიოს ჩემპიონ ლოიკ პიეტრის ჯგუფში მოხვდა.

დარჩენილი წონების ფალავნები ზეგ, 27 ივნისს იჭიდავებენ და ქართველების გზები ნაადრევად იკვეთება - 90 კილოგრამში ნახევარფინალში ხვდებიან ერთმანეთს, მძიმეწონოსნები კი სულაც ერთ ჯგუფში არიან.

ლიპარტელიანი მეორე წრეში უნგრელ გაბორ ვერს დაეჭიდება, ღვინიაშვილი - თურქ ბატუჰან ეფემგილს. ლიპარტელიანთან ჯგუფში ესპანეთში გადასული ნიკოლოზ შერაზადაშვილი მოხვდა.

მძიმეში ჩვენები თავიდან ისვენებენ, მათი გზები კი მეოთხედფინალში იკვეთება. მეორე წრეში გვარიანად წონადაკლებული ოქრუაშვილი თავიდან ისვენებს, მერე კი ესპანელ დავიდ ფერნანდესსა და პოლონელ მაციეი სარნაცკის შორის მოგებულს დაეჭიდება; მატიაშვილის მეტოქე კი აზერბაიჯანში გადასული უშანგი კოკაურისა და სლოვენიელი მატიაზ სერაის პაექრობაში გაირკვევა.

ქალები

26 ივნისს იჭიდავებენ ჩვენი ქალებიც 70 კილოგრამში: ესტერ სტამი იტალიელ ჯულია კანტონის ხვდება, ნინო ოძელაშვილი - ბელგიელ ლოლა მანსურს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

chokhela
თკვე კარგო ხალხო თუ ტრმვები აწუხებდათ სად მიგყავდათ.წაგეყვანათ სხვები. მაგალითად ზებედა
ირაკლი თავაძე
ქუთაისელი - აბა, აბა, რა წესია ახლა ეს. გამოვა მეტოქე და ჩვენებს მდუღარე წყალს გადაასხამს ნატკენზე... ნუ, ფეხს რომ გამეტებით ჩასცხებს მაინცდამაინც იმ მტკივნეულზე, მაგაზე არაფერს ვამბობ.
ემზარი
რაღაც ვერ არის ძიუდოისტების საქმეები კარგად ჯერ შეჯიბრი არ დაუწყიათ და უკვე ტრავმებს აბრალებენ არადა მათი იმედი გვქონდა თამაშებზე უოქროდ არ დავრჩენილიყავით
ZAZA
აზერებს უკვე 13 ოქრო აქვთ, ჩვენ კი - არცერთი...
Tornike
მაგაზე მეც ვიფიქრე ქუთაისელო, არაა სწორი სვლა მოწინააღმდეგეს რომ ვაგებინებთ ჩვენს სისუსტეებს და პრობლემებს :( :(
isa
ტრამვა არა ....
ქუთაისელი
ეს ეხლა ნორმალურია, როდესაც ტრამვა აქვს სპორცმენს და მთელ ქვეყანას მოდეთ? ხომ შეიტყობს ამის შესახებ მოწინააღმდეგე, გული მიეცემა, და მტკივნეულ ადგილზე იმუშავებს?
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
ბაქო 2015-ის შეჯამება: მწარე რეალობა ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
უარი სპორტულ ტურიზმს! - ელგუჯა ბერიშვილი ბაქო 2015-ს კრიტიკულად აფასებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ვისთან ვაგებ-მეთქი, - როგორ იხსენებს ბაქოს ფინალს ავთანდილ ჭრიკიშვილი
ადამ ოქრუაშვილი: ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ბევრმა ჩამომწერა
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
მედია და "გაბუტული" სპორტსმენები - ბაქოში დანახული ქართული პრობლემები
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ირაკლი უზნაძე: სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის დასვენებას ვერ ვახერხებთ
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია