ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

TimeLine: ფაფუბილეთები.ჯი

TimeLine: ფაფუბილეთები.ჯი

თურმე, ერთ გულშემატკივარს ინტერნეტ-კაფე დაუქირავებია, მეგობრებისთვის პასპორტები გამოურთმევია და რამდენიმე ათეული ბილეთის ყიდვას აპირებდა...
ფოტოზე: არის თუ არა ეს ბილეთი? კუჭკუჭი გაპარულიას გაუმართლა, რომ ბილეთის ინტერნეტში შეძენა არ დასჭირდა

ფეხბურთი პატარაობიდანვე მიყვარს. 1986 წელს მარადონას თამაში რომ ვნახე, ვისაც კი კაცის მოტყუება შეეძლო, დიეგოს ვადარებდი. ლეო მესისაც. თუმცა, მესის მარადონას მე კი არა, მთელი მსოფლიო ადარებს. ვინ უკეთესია, ახლა ამის გამორკვევას არ მოვყვები, მესიზე გადავალ. იგი 24 ივნისს 28 წლისა გახდა. კიდევ რამდენ წელს ითამაშებს? იმაზე ნაკლებს, ვიდრე აქამდე უთამაშია. ამიტომ ნელ-ნელა მცირდება მესის მოედანზე ცოცხლად ხილვის შესაძლებლობა.

არადა, ისიც ევროპაში თამაშობს და მეც ევროპაში ვცხოვრობ. მესი ფეხბურთს იმიტომ თამაშობს, რომ კარიერა მოიწყოს და ამავე დროს, გულშემატკივარს ტაში დასტყუოს. "ბარსას" სტადიონი "ნოუ კამპი" 100 ათასამდე მაყურებელს რატომ იტევს? იმიტომ, რომ ფეხბურთი გულშემატკივრისთვისაა, მაგრამ იმ ქომაგისთვის, ვინც ნამდვილ ევროპაში ცხოვრობს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კარგი საქმე გააკეთა: უბრალო ხალხს "ბარსელონას" თამაშის ცოცხლად ხილვის საშუალება მისცა - 11 აგვისტოს ხომ ევროპის სუპერთასს თბილისი უმასპინძლებს და "დინამო არენაზე" ერთმანეთის პირისპირ "ბარსელონა" და "სევილია" წარდგებიან.

მთელი სეზონი ორმაგად ვქომაგობდი "ბარსას", რადგან მესის თამაში თბილისში მენახა. ითქვა, რომ 22 ივნისს, დილის 9 საათიდან მატჩის ბილეთები Biletebi.ge-ზე გაიყიდებოდა, მაგრამ, საიტზე რომ შევედი, ეკრანზე გამოანათა - ვერ მოგართვიო.

საიტი ისე გაიჭედა, ამ პუბლიკაციას რომ ვწერ, ჯერაც არ ამოუსუნთქავს. ვებგვერდზე შეტევა განხორციელდაო - განგვიმარტეს. საოცარია, ათი ათასი მომხმარებლის შესვლა თავდასხმად აღიქვეს. იყო დრო, ასი ათასამდე შეიარაღებული მტრის შეტევებს ვიგერიებდით და ახლა ასე დავჩაჩანაკდით, რომ მაუსმომარჯვებული ხალხი გვაშინებს?

არა, სახუმაროდ საქმე ნამდვილად გვაქვს, საქართველოში ვცხოვრობ და მეშინია, რომ 29 ათასი ბილეთი ისე არ გაიყიდოს, ერთი ცალი მე არ შემხვდეს. არ გინახავთ შემთხვევა - უბილეთოდ მაინცდამაინც ის დარჩენილა, ვინც რიგში პატიოსნად დგას და ცრუმოძრაობებით არ მიიწევს სალაროსკენ? უბრალო ადამიანის "ცრუმოძრაობამ" შეიძლება მასსავით რიგში მდგომი დააზიანოს, ზედა ეშელონებს კი მეტი კომპეტენტურობა მოეთხოვებათ.

ახლა ის, ვისაც ეგონა, რომ სუპერთასის ბილეთებისთვის საიტზე ერთდროულად 5 ათასზე ნაკლები კაცი შევიდოდა, კომპეტენტურია?!

რომ ვერ იყიდო ბილეთი და ცოცხლად ვერ ნახო "ბარსა", ამით რა დაშავდება? - მეტყვის მავანი. არაფერიც არ დაშავდება, აგერ, გერმანია რომ იყო ჩამოსული, მხოლოდ მეორე ტაიმს ვუყურე, პირველ ტაიმზე ბავშვთა კალათბურთზე ვიყავი. შემეძლო, კალათბურთიდან ახლობელთან შემევლო და ტელევიზორში მიმედევნებინა საქართველო-გერმანიისთვის თვალი.

არც მეგობრების წრეში, სავარძელში მოკალათებით იქნება სუპერთასის ყურება ურიგო, მაგრამ ცოცხალი ფეხბურთი მინდა. ტელევიზორში ვხედავთ, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები ფორმულა ერთის "ფერარებივით" როგორ დაქრიან. ამ რბოლის თბილისში გამართვის ბედნიერება წლეულს გვეღირსა. როგორია, დაძლიო ინტერესი და "ბარსელონა"-"სევილია" ტრიბუნებიდან არ ნახო? მთელი ცხოვრება ხომ კარტინგს ვუყურებ...

P.S. ვიმედოვნებ, კარტინგის მოყვარულები არ გამინაწყენდებიან, მეც ძალიან მომწონს, უბრალოდ, შედარება ტემპის გამო მოვიყვანე - ფორმულა 1-თან ხომ სისწრაფეში ვერც ერთი რბოლა ახლოს ვერ მოვა.

გვეშველება რამე?

"ბარსელონა"-"სევილიას" მატჩის ბილეთების გაყიდვის თარიღად 22 ივნისის დილის 9 საათი რომ გამოცხადდა, მთელი საქართველო კომპიუტერს მიუჯდა, პასპორტი და საკრედიტო ბარათი მოიმარჯვა და...

თურმე, ერთ გულშემატკივარს დიდი ინტერნეტ-კაფე დაუქირავებია, მეგობრებისთვის პასპორტები გამოურთმევია და რამდენიმე ათეული ბილეთის ყიდვას აპირებდა.

თუმცა დაქირავებული კომპიუტერების ფულიც არავინ დაუბრუნა და ბილეთებიც ვერ იყიდა...

კიდევ უამრავი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა 22 ივნისს.

ბევრი ქართული ხუმრობა კომენტარების სახით ამოვიკითხეთ. ზოგმა Biletebi.ge-ს გაჭედვასთან დაკავშირებით გავრცელებული კომენტარების ტოპ-ათეულიც შეადგინა, რომელსაც მკითხველსაც ვთავაზობთ.

* ამდენი კოლინასთვის არ უგინებიათ მთელი კარიერის განმავლობაში...

* თქვენ დაგკბინათ სუარესმა, როცა ჩამოვა...

* საიტზე შეტევაა. საინტერესოა, ვინ უტევს, მესი?

* რა შეტევა, რა ციხის აღება, ჯვაროსნებს თამაშობთ?

* ხალხი ტუალეტში ნოუთბუქებით დადის, თან არეფრეშებს...

* Biletebi.ge-მ იმდენი ხალხი გადააგდო, "ოცნება" გაკვირვებული დარჩა.

* ნატოში უფრო მალე შევალთ, ვიდრე Biletebi.ge-ზე.

* მატარებლის ბილეთების ყიდვა მინდა ჩაქვისკენ და ბილეთები.ჯი-ს რა დაემართა, ხომ არ იცით?

* ვცვლი ბილეთების შეძენის რიგს 88-იან კარგი მდგომარეობის 06-ში. მოყვება ბევრი ნაწილი. მსურველს ველოდები ვაგზალზე, ხელში მეჭირება 06-ის გასაღები.

* ის ვერ გაგირკვევიათ, ვინ როდის და რატომ უნდა გამოტოვოს ნაკრების ოფიციალური თამაში და ბილეთებს გაყიდით ნორმალურად?

* ისე, პირდაპირ გეთქვათ, რომ ეს ბილეთები უბრალო ხალხისთვის არ იყო გათვლილი. ბრალიანი ხალხი კი ისედაც ახერხებს ამდაგვარი დონის თამაშების ყურებას სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ კი ისევ მოგვიწევს ტელევიზორიდან თვალყურის დევნება. იმედია, ელოქტროენერგიას მაინც არ გამორთავენ 11 აგვისტოს.......

* 2500 კაცზე რო დატესტეთ სერვერი, ბნელა? კვლევა ჩაგეტარებინათ და ასე მაინც გაიგებდით ობიექტურ სურათს, თუ რა მოხდებოდა. თქვენ გამო მე რატომ ვერ უნდა წავიდე ამ თამაშზე???

* დღეს რამდენი Refresh თუ Click Biletebi.ge-ზე გავაკეთე, იმდენი დოლარი მე!

* დილას Biletebi.ge-ს გაჭედვაზე კუში იყო 1.001, არგაჭედვაზე - 100.0.

ერთ-ერთ კომენტარში დანინახსაც გამოუძახეს. იგი ძველ საბერძნეთში გაკვირვებისა და უნდობლობის ღმერთი იყო. ამა თუ იმ სიტუაციაში ვინც ვერ არკვევდა, რა ხდებოდა, დანინახის სახელს ახსენებდა...

დიდო დანინახ, გვეშველება რამე?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ემზარი

უეფამ დაგვაფასა პატივი გვცა საქართველოს მისცა უფლება სუპერთასის მატჩი ჩაგვეტარებინა თბილისში ჩვენ კი ბილეთების გაყიდვის საქმე ვერ მოვაგვარეთ სირცხვილი და თავის მოჭრა არ არის ეს?

• Kote

სუპერთასის თბილისში ჩატარება სინამდვილეში ერთი ადამიანის დამსახურებაა - უეფას მაღალჩინოსნის დავით პეტრიაშვილის! არც დომენტი, არც რეზი არაფერ შუაში არიან.

• რეზო

ბლატერი ყო თუ პლატინი არ მახსოვს ჩამოსული. დინამოზე სიტყვით უნდა მოემართა მაყურებლისთვის, მაშინ მიკროფონი ვერ ჩაურთეს და ასე უსიტყვოდ გამოვიდა მოედანზე.

• ემზარი

ისტორიაში ერთხელ გვანდეს ასეთი დიდი საფეხბურთო მატჩის გამართვა და ბილეთების გაყიდვას ვერ ვახერხებთ თუ არ ვახერხებთ სულ ერთია უბედურებაა მაგრამ უფრო დიდი უბედურება ის იქნება აწი რომ არ გვანდონ ასეთი დიდი შეჯიბრებების ჩატარების უფლება

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო

მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა

"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე

საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

რაგბი ევროპა 2020: "ბორჯღალოსნების" საშინაო მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

TimeLine: ცვლილებების ქარი

[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

TimeLine: აი, სად ვართ! მსგავსება 1922 წლისა და დღევანდელ ქართულ ფეხბურთის შორის

TimeLine: ხინკლის მაკრატელა

ტორპედო-ორდაბასი: რამდენი ბილეთია გაყიდული ამ დროისთვის?

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

TimeLine: ...ის მოიგებსო

საქართველო-დანიის მატჩის ბილეთების გაყიდვა სალაროებშიც დაიწყო!

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

TimeLine: გამარჯობის ნაცვლად #NBAvote Zaza Pachulia

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა

"საბურთალო"-"შერიფი" - რამდენი ბილეთია გაყიდული ამ დროისთვის?

დინამო-გაბალას მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ დაიწყო

"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე

TimeLine: ცეცხლი აენთო...

რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა