საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთის "პრეზიდენტის თასზე" მესამე ადგილი დაიკავა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთის "პრეზიდენტის თასზე" მესამე ადგილი დაიკავა. ჩვენმა ნაკრებმა ყაზახეთის 17-წლამდელთა ნაკრები მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ხმაურიანი ანგარიშით - 8:1 დაამარცხა. რა თქმა უნდა, ამ გადასახედიდან უფრო სამწუხაროა, რომ ფინალში ერთი ყვითელი ბარათის გამო ვერ მოვხვდით...

ყაზახთა რბევა ლევან ბარაბაძემ უკვე მე-2 წუთზე გატანილი გოლით დაიწყო. ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ყოველ 10-15 წუთში, ყაზახთა მეკარეს ბურთი საკუთარი კარიდან გამოჰქონდა. ბარაბაძემ დუბლი, ქავთარაძემ კი ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამასთან, 68-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა.

"სწრაფი გოლი გავუშვით და მიუხედავად იმისა, რომ თამაშის გადაწყობა ვცადეთ, ეს არ გამოგვივიდა. დღეს საქართველოს ნაკრები აშკარად ჩვენზე ძლიერი იყო" - განაცხადა მატჩის შემდეგ ყაზახთა მთავარმა მწვრთნელმა კარლეს მარტორელიმ.

ძალზე გულდაწყვეტილი იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

გოჩა ავსაჯანიშვილი: "ჩვენ ფინალში სათამაშოდ ვიყავით მზად, თუმცა ერთმა "ყვითელმა" მესამე ადგილზე გადაგვისროლა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და მიჭირს ამ ყველაფრის გაგება. აგვისტოში ტურნირი გვაქვს პოლონეთში, სადაც ასევე კარგ გუნდებს შევხვდებით და დავინახავთ, რეალურად რა შეუძლიათ ჩვენს ბიჭებს. ახლა ამ ტურნირზე ერთი ცენტრალური ნახევარმცველი გვაკლდა ტრავმის გამო. ამ გუნდთან უკვე სამი წელია ვმუშაობთ და ვფიქრობ, ოქტომბრის ევროშესარჩევისთვის მზად ვიქნებით".

26.06.2015. "ასტანა არენა"

U17. საქართველო-ყაზახეთი 8:1 (5:0)

საქართველო U17: კერესელიძე, ვირუბოვი (კიკალიშვილი 41), ასათიანი, კასრელიშვილი, ხარაბაძე (ნიკოლეიშვილი 41), ბარაბაძე, ნინუა (ქიმერიძე 41), კოპლატაძე, ლურსმანაშვილი (სპანდერაშვილი 41), ჩაკვეტაძე, ქავთარაძე (ოზბეთელაშვილი 33)

მთ.მწვრთნელი - გოჩა ავსაჯანიშვილი

ყაზახეთი U17: სეისენი, ამანჟოლი, ბორტაი, ტურსინბაი, კუსიაპოვი, ორალი (ირგებაევი 41), ტალასბაევი, ჟაკიკბაევი, კანი (პაირუზი 41), ჟაკსილიკი (ხანი 56), აიმანოვი (კუდაიბერდინოვი 41)

მთ.მწვრთნელი - კარლეს მარტორელი

გოლები: ბარაბაძე (3, 32), ქავთარაძე (5, 10, 25), ჩაკვეტაძე (51), კოპლატაძე (69), ოზბეთელაშვილი (77), ჟაკიკბაევი (80)

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი - ჩაკვეტაძე (68)

სფფ-ის პრესსამსახური

badri
კარგი პასუხია უაზრო რეგლამენტს. წარმატებები ბიჭებო, თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ!
GIO
აზერბაიჯანს ყოველტვის უგებდიტ გაოცებული ვარტ აზერბაიჯანტან ტამაშიტ რა მოხდა ვერ გავიგეთ რატო ვერ მოიგეთ ყვითელი ბარათებით გასვლა სასაცილო იყო მალაცეც კარგი ნაკრებია წარმატებები წინ უფრო დიდი თამაშებია
1
დასანანია, მაგრამ ბურთების შეფარდება და ქულები რომ ერთნაირი გვქონდა და ბარათები გადაწყვეტდა საქმეს, აქ კი უპირატესობა მეტოქეს ქონდა, ხომ უნდა გვცოდნოდა თავიდანვე? გაანალიზებული ხომ უნა ყოფილიყო?
U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
ქართველმა 17-წლამდელებმა "პრეზიდენტის თასზე" რუსეთს ბელორუსიც მიაყოლეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები კვიპროსს შეხვდება - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
U17. საქართველოს ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა
17 და 19-წლამდე ვაჟთა გუნდები სექტემბერში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
U17. ბართიშვილის ბრწყინვალე გოლი და წაგება სლოვენიასთან [VIDEO]
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ყაზახეთში მიემგზავრება
საქართველოს 17-წლამდელებმა "პრეზიდენტის თასზე" რუსეთს მოუგეს
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
U17. საქართველო-აზერბაიჯანი 0:0 - ყვითელი ბარათების გამო დავიჩაგრეთ