არდა თურანი და არაკორექტული ხმები
13:50 "რეალი" ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს დე ხეას. მადრიდელები მზად არიან, მეკარეში 18.3 მილიონი ევრო გადაიხადონ ან დაელოდონ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მისი კონტრაქტის ამოწურვას. დე ხეას მოქმედი ხელშეკრულება 2016 წლის ივლისამდეა ძალაში.

14:03 "რეალის" ახალბედას, მარკო ასენსიოს იჯარით გაუშვებენ. Marca-ს ცნობით, "რეალს" დაახლოებით ოცამდე წინადადება აქვს 19 წლის გარემარბთან დაკავშირებით.

14:15 "არსენალის" დამრიგებელი არსენ ვენგერი დაელაპარაკა ვოიცეხ შჩესნის. Football Insider-ის მონაცემებით, ვენგერმა აცნობა მეკარეს პეტრ ჩეხის შეძენის შესახებ და პოლონელს სხვა კლუბის პოვნა შესთავაზა. შჩესნიმ უპასუხა, რომ წასვლას არ აპირებს და ძირითადში ადგილისთვის იბრძოლებს.

15:20 "მონაკოს" მცველი აბდენური ახლოს არის პრემიერლიგის ერთ-ერთ ტოპ-კლუბში გადასვლასთან. ტუნისის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელზე "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" აცხადებენ პრეტენზიას. L’Equipe-ი წერს, რომ ფრანგებს მინიმუმ 30 მილიონი ევროს მიღება სურთ.

16:24 "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა არდა თურანმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა: "ჭორები ჩემი მომავლის შესახებ არაკორექტულია. ჩემი აგენტი 3-4 კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. აუცილებლად შეგატყობინებთ, როგორც კი გარიგება დასრულებული იქნება".

16:36 "შტუტგარტი" აპირებს იჯარით აიყვანოს "ბაიერნის" მცველი ჰოლგერ ბადშტუბერი. Bild-ი გარიგების დეტალებზე არაფერს წერს, მაგრამ ამბობს, რომ ამ ტრანსფერით "შტუტგარტი" რიუდიგერის შეცვლას იმედოვნებს.

17:23 მარიო ბალოტელის ახალი ვარიანტი გამოუჩნდა. ფორვარდით დაინტერესდა "ტრაბზონი", - ამტკიცებს Goal-ი. ადრე იტყობინებოდნენ, რომ იტალიელზე პრეტენზიას მეორე თურქული კლუბი "ბეშიქთაში" აცხადებს.

17:37 პაცინი ახლოს არის "ვერონაში" გადასვლასთან. ფორვარდს დაუმთავრდა კონტრაქტი "მილანთან" და ახლა ოთხწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა ვერონელებთან, - იტყობინება Sport Mediaset-ი.

18:24 მასიმილიანო ალეგრიმ დიდი ინტერვიუ მისცა La Repubblica-ს. კითხვაზე - ვინ შეცვლის პირლოს, მწვრთნელმა უპასუხა: "საშიში არაფერია, თუ ის ინდივიდუალური მოთამაშე იქნება და არა გუნდური. ნარცისიზმი კარგია, მაგრამ ზომიერად. მომწონს ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ისკო და ოსკარი. ასევე, არიან ახალგაზრდა იტალიელები - ბერარდი და ბერნარდესკი".

19:01 დემბა ბამ კონტრაქტი გააფორმა "შანხაი შენჰუასთან". Transfer Sources-ი ამტკიცებს, რომ "ბეშიქთაში" ფორვარდის ტრანსფერისთვის 13.5 მილიონ ევროს მიიღებს.

19:29 ფილ ნევილი "ვალენსიას" მწვრთნელი გახდა. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იქნება. ამის შესახებ დაწერა SKY Sports-ის ესპანელმა ჟურნალისტმა.

19:43 ლუი ვან გაალი არ გაუშვებს დე ხეას - ასე დაწერა "მარკამ". ესპანური გამოცემა გამოვიდა სათაურით - "ნებისმიერ შემთხვევაში, არა". როგორც ჩანს, ინგლისური კლუბი მზად არის, ფეხბურთელი მომავალი წლის ზაფხულში გაუშვას.

20:00 დორტმუნდის "ბორუსიის" მეკარე მიტჩელ ლანგერაკი "შტუტგარტში" გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით "კიკერი" წერს. ელოდებიან, რომ ტრანსფერის დეტალებს უახლოეს დღეებში შეათანხმებენ.

20:37 როგორც Sky Sports-ი იტყობინება, "სოუნსიმ" "ბრაგადან" გამოისყიდა ფორვარდი ედერი. ინგლისელები პორტუგალიის ნაკრების ფორვარდში 5 მილიონ გირვანქას გადაიხდიან.

20:49 გაზეთ Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იევჰენ კონოპლიანკა "ტოტენჰემში" გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

21:06 "რეალი" დაინტერესდა "ლაციოს" ნახევარმცველ ლუკას ბილიათი. La Gazzetta dello Sport-ის მონაცემებით, მადრიდელები მზად არიან, 22 მილიონი დოლარი გადაიხადონ. ამასთან, "ლაციო" , პსჟ-ისა და "მანჩესტერ სიტის" ინტერესის გათვალისწინებით, 30 მილიონის მიღებას ფიქრობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
არდა თურანი: რონალდოს საუკეთესოობაზე მხოლოდ მისი გუნდელები და ნათესავები ლაპარაკობენ, მესი საუკეთესოა
პირლომ "იუვენტუსში" დაბრუნებაზე მზადყოფნა გამოთქვა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
დე ხეამ "ფიორენტინასთან" გააფორმა კონტრაქტი
არდა თურანმა თაღლითობის შედეგად მთელი ქონება დაკარგა
დე ხეას გმირობები - "ფიორენტინამ" "მილანი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ერთი წლის უთამაშებელმა დე ხეამ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს
დე ხეა შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს
პირლო: სკუდეტოსთვის ეს სამი გუნდი იბრძოლებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ოფიციალურად: ქართველების "შახტარს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] როცა შენი კლუბის ტელევიზიის ჟურნალისტი ულამაზესი გოგონაა - რა შეემთხვა "შახტარის" მწვრთნელ არდა თურანს
არდა თურანი "გალათასარაიში" დაბრუნდა
"რატომ დავტოვე "მილანი"? - პირლომ განმარტა
"იუვენტუსს" ბონუჩი აღარ სჭირდება - ვეტერანი იტალიელი შესაძლოა, იტალიის სერია B-ში აღმოჩნდეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
30 000 ევროს ოდენობის ვალი - უკანონო ფსონების საქმეში პირლოს შვილის სახელმაც გაიჟღერა
"ონანა თუ დე ხეა?" - ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
რატომ ახორციელებენ მერეტზე ზეწოლას? - "ნაპოლიმ" შეიძლება მეკარე დაიმატოს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ქართველების "შახტარს" ცნობილი თურქი ფეხბურთელი ჩაიბარებს