"ბაიერნის" ფრანგი ვარსკვლავი ტრავმას ვერ ერევა
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ფრანკ რიბერი დაიღალა ქრონიკულ ტრავმებთან ბრძოლით.

ბუნდესლიგაში გატარებული 8 წლის განმავლობაში, ფრანგმა 79 მატჩი გამოტოვა, რაც ორ სრულფასოვან სეზონზე მეტია. ამ მომენტისთვის რიბერი აგრძელებს მარტში მიღებული კოჭის ტრავმის მკურნალობას და გამოჯანმრთელებამდე მისვლა ძალიან უჭირს.

"პარიზში და იბიცაზე ვიყავი ჩემს თერაპევტთან ერთად. ვფიქრობდი, რომ ეს დამეხმარებოდა, მაგრამ ვერანაირი შვება ვერ ვიგრძენი. არ შემეძლო კვადროციკლით ან ნავით სეირნობა. საშინელება იყო.

ტრავმა ძალიან მანერვიულებს. ეს ნამდვილი კატასტროფაა. მაქვს ყველაფერი, რაზეც სხვებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ, მაგრამ მაინც არ ვარ თავისუფალი. ფეხის გარდა, სხვა არაფერზე ფიქრი არ შემიძლია. სირბილი მინდა, მაგრამ არ შემიძლია", - ვერ მალავს თავის იმედგაცრუებას რიბერი.

ამ მომენტისთვის "ბაიერნი" მოლაპარაკებებს აწარმოებს 22 წლის პოლ-ჟორჟ ნტეპთან "რენიდან", რომელიც შეიძლება რიბერის მემკვიდრე გახდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
რუმენიგე: რიბერისთვის მეორე დედა ვიყავი
რიბერი "სალერნიტანაში" გააგრძელებს კარიერას
ფლორენციელმა ტიფოზებმა რიბერის ენის დამოკლება ურჩიეს
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით