ბრუკლინში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მომავალი აირჩიეს
შაბათს ბრუკლინში ახალბედების დრაფტის მორიგი ცერემონია გაიმართა...

ფავორიტთა სამეული ცნობილი იყო - კარლ-ენტონი თაუნსი, დ'ანჯელო რასელი და ჯალილ ოკაფორი. სწორედ ასეთი მიმდევრობით აიყვანეს ისინი. "მინესოტას" მთავარმა მწვრთნელმა და პრეზიდენტმა ფლიპ სონდერსმა სიტყვა შეასრულა და თაუნსზე შეაჩერა არჩევანი. ეს არის მომავალი სუპერვარსკვლავი და უნივერსალი ბრწყინვალე საკალათბურთო ინტელექტით.

მინეაპოლისელი გულშემატკივრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მათი აზრით, თაუნსმა ერთ დროს მათი საყვარელი ორი კევინი - გარნეტი და ლავი უნდა შეცვალოს. პრინციპში, თაუნსს მართლაც შეუძლია პირველივე სეზონში "მგლების" ახალ დონეზე გაყვანა, რადგან 211 სანტიმეტრი სიმაღლის ბიჭი სასარგებლოა როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. სონდერსმა მაშინვე უზრუნველყო ტელეხიდი "ტარგეტ ცენტრთან", რომლის დროსაც 19 წლის ნიუჯერსელი დაპირდა ფანებს, რომ "მინესოტას" პლეი ოფში დააბრუნებს, სადაც კლუბი 2004 წლის შემდეგ არ ყოფილა.

მეორე ნომრად აირჩიეს რასელი - "ფეთქებადი" მცველი, რომელსაც ბურთის გათამაშებაც შეუძლია და სნაიპერული თვისებებიც გააჩნია. კობი ბრაიანტის დახმარებით, "ლეიკერსში" მისი ნიჭი აუცილებლად განვითარდება. ბევრი დღეს იმაზეც კი ლაპარაკობს, რომ 2015 წლის დრაფტის მონაწილეებიდან სწორედ რასელი მოხვდება პირველი "ყველა ვარსკვლავის მატჩზე".

ოკაფორს, რომელიც "ფილადელფიას" ერგო, სეზონის წინ დრაფტის პირველ ნომრად ასახელებდნენ, მაგრამ თანდათან ცენტრის "აქციები დაეცა, რადგან სპეციალისტებმა ეჭვი შეიტანეს მის ფიზიკურ მონაცემებში მძლავრი ოპონენტების წინააღმდეგ მოქმედებისას. დამატებითი სირთულე ის არის, რომ "ფილადელფიამ" ზედიზედ მესამე დრაფტზე მაღალი კალათბურთელი აირჩია, ამიტომაც, ახალბედას დროის გაყოფა მოუწევს ნერლენს ნოელთან და ჯოელ ემბიდთან.

რიგში მეოთხე იყო "ნიუ იორკი" და ფილ ჯექსონის არჩევანმა ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია. დიადმა მწვრთნელმა გარისკა და მთელი ფსონი 19 წლის ლატვიელ კრისტაპს პორზინგისზე ჩავიდა. ჯექსონი მასში პაუ გასოლის პოტენციალს ხედავს, სხვები დირკ ნოვიცკის მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სკეპტიკოსები კი სხვაგვარ პარალელს ავლებენ - ანდრეა ბარნიანი და დარკო მილიჩიჩი.

თუმცა პორზინგისს აქვს სერიოზული არგუმენტი თავის სასარგებლოდ "კახასოლში" ჩატარებული დამაჯერებელი სეზონის სახით - 10.7 ქულა და 4.8 მოხსნა 21.7 წუთში. მიუხედავად ამისა, "ბრუკლინის" არენის გარშემო შეკრებილმა "ნიქსის" ფანებმა ახალბედას სტვენა აუტეხეს.

პორზიგისის შემდეგ კიდევ ერთი ევროპელი აირჩიეს - მარიო ჰეზონია, რომლის შეტევითი პოტენციალი უნდა გამოადგეს "ორლანდოს". უნდა აღვნიშნოთ მეშვიდე ნომრად "დენვერში" წასული ემანუელ მუდიაი. კონგოური წარმოშობის ზეათლეტური გამთამაშებელი ფიზიკური ძალით NBA-ის ბევრ ვეტერანს დაჩაგრავს. მუდიაი იმითაც არის საინტერესო, რომ სკოლის შემდეგ ის არა კოლეჯში, არამედ ჩინეთში გაემგზავრა სათამაშოდ, სადაც "გუანდუნას" რიგებში 12 მატჩი ჩაატარა და 18.0 ქულა, 6.3 მოხსნა და 5.0 შედეგიანი პასი დააგროვა.

"საკრამენტომ", "დეტროიტმა" და "შარლოტმა" აიყვანეს მოთამაშეები, რომლებსაც მიმდინარე შემადგენლობაში არსებული ბზარის ამოვსება შეუძლიათ. "მაიამის" მეათე ნომრად ერგო ჯასტის უინსლოუ, რომლის სხეულმა 19 წლის ასაკში სუპერმენის პროპორციები მიიღო. შესაძლოა, ამგვარმა გაძლიერებამ გადააფიქრებინოს დუეინ უეიდს სხვა კლუბში გადასვლა...

დრაფტი 2015

I რაუნდი

1. კარლ-ენტონი ტაუნსი - ცენტრი, 19 წლის, 211 სმ მინესოტა

2. დ'ანჯელო რესელი - მცველი, 19 წლის, 196 სმ ლეიკერსი

3. ჯალილ ოკაფორი - ცენტრი, 19 წლის, 211 სმ ფილდელფია

4. კრისტაპს პორზინგისი - ფორვარდი, 19 წლის, 215 სმ ნიუ იორკი

5. მარიო ჰეზონია - მცველი, 20 წლის, 203 სმ ორლანდო

6. უილი კოული-სტაინი - ცენტრი, 21 წლის, 216 სმ საკრამენტო

7. ემანუელ მუდიაი - მცველი, 19 წლის, 196 სმ დენვერი

8. სტენლი ჯონსონი - ფორვარდი, 19 წლის, 198 სმ დეტროიტი

9. ფრენკ კამინსკი - ცენტრი, 22 წლის, 215 სმ შარლოტი

10. ჯასტის უინსლოუ - ფორვარდი, 19 წლის, 198 სმ მაიამი

11. მაილზ ტერნერი - ცენტრი, 19 წლის, 211 სმ ინდიანა

12. ტრეი ლაილზი - ფორვარდი, 19 წლის, 208 სმ იუტა

13. დევინ ბუკერი - მცველი, 18 წლის, 198 სმ ფინიქსი

14. კემერონ პეინი - მცველი, 20 წლის, 188 სმ ოკლაჰომა

15. კელი უბრე - მცველი, 19 წლის, 201 სმ ვაშინგტონი

16. ტერი როზიე - მცველი, 21 წლის, 188 სმ ბოსტონი

17. რაშად ვონი - მცველი, 18 წლის, 196 სმ მილუოკი

18. სემ დეკერი - ფორვარდი, 21 წლის, 206 სმ ჰიუსტონი

19. ჯერიან გრენტი - მცველი, 22 წლის, 196 სმ ნიუ იორკი

20. დელონ რაიტი - მცველი, 23 წლის, 196 სმ ტორონტო

21. ჯასტინ ანდერსონი - ფორვარდი, 21 წლის, 201 სმ დალასი

22. ბობი პორტისი - ფორვარდი, 20 წლის, 211 სმ ჩიკაგო

23. რონდე ჰოლის-ჯეფერსონი - ფორვარდი, 20 წლის, 201 სმ ბრუკლინი

24. ტაიუს ჯონსი - მცველი, 19 წლის, 188 სმ მინესოტა

25. ჯერელ მარტინი - ფორვარდი, 21 წლის, 206 სმ მემფისი

26. ნიკოლა მილუტინოვი - ცენტრი, 20 წლის, 214 სმ სან ანტონიო

27. ლარი ნენსი - ფორვარდი, 22 წლის, 203 სმ ლეიკერსი

28. არ-ჯეი ჰანტერი - მცველი, 21 წლის, 198 სმ ბოსტონი

29. კრის მაკალოუ - ფორვარდი, 20 წლის, 208 სმ ბრუკლინი

30. კევინ ლუნი - ფორვარდი, 19 წლის, 206 სმ გ. სტეიტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

alex
სპორტ-ექსპრესიდან იწერთ,არა???
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა