ტრავმების მიუხედავად, ირაკლი უზნაძის გუნდმა მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა და ბოლო თვეებში მორყეული იმიჯი სრულიად აღიდგინა
ფოტოზე: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების გუნდური ვერცხლი ბაქოში

ქართულმა დელეგაციამ 16 მედლით დაასრულა გამოსვლა ბაქოში, პირველ ევროპულ თამაშებში - 2 ოქრო, 6 - ვერცხლი და 8 - ბრინჯაო. ამ თამაშებში მედალი სულ 42 ქვეყანამ მოიპოვა, საქართველო კი 21-ეა...

ისტორიული ღონისძიების დასკვნით ნაწილში ჩვენი დამრტყმელი ძალა ჩაება - ძიუდოისტთა ნაკრები, რომელმაც მეფურად დახურა თამაშები: სწორედ მათი მოპოვებულია ორივე ოქროს მედალი, რამაც რეიტინგში წინ წაგვწია, სულ კი ქართული ყულაბა 6 მედლით გაამდიდრეს - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ამირან პაპინაშვილის (60) მიერ პირველ დღეს მოპოვებულ ბრინჯაოს პარასკევს და შაბათს ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ადამ ოქრუაშვილმა (+100) ოქროს, ნუგზარ ტატალაშვილმა (73) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) კი ვერცხლის მედლები დაუმატეს.

ბოლო მედალი მათ კვირას მოიპოვეს, როცა ვაჟთა ნაკრები გუნდურში მეორეზე გავიდა.

ირაკლი უზნაძემ ბაქოში ტრავმირებული, მაგრამ მაინც ჩინებულად მომზადებული გუნდი ჩაიყვანა. რამდენიმე მათგანმა ბოლო შეკრებაზე ან ახალი ტრავმა მიიღო, ან - ძველი გაიმიზეზა, თუმცა საექიმო შტაბის დიდი ძალისხმევით, დიდწილად დასძლიეს ეს პრობლემები.

გუნდმა ჩინებული სტატისტიკით დაასრულა პირველ ევროპულ თამაშებში გამოსვლა: 7 წონიდან ოთხის ფინალში იჭიდავა და 2 ოქრო ირგუნა; ხუთივე წონაში მოიპოვა მედალი, სადაც კი მონაწილე ჰყავდა...

საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამეზე გავედით, ვაჟებში - მეორეზე რუსების შემდეგ. არადა, ლიპარტელიანს ფინალი რომ მოეგო რუს კირილ დენისოვთან, პირიქით, მათ გავუცვლიდით ადგილს...

რაც ყველაზე სასიხარულოა, ტრავმების მიუხედავად, გუნდმა მაღალი დონის ჭიდაობა აჩვენა და ბოლო თვეებში მორყეული იმიჯი სრულიად აღიდგინა... მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გამოჩნდა, რომ გუნდში ბლომადაა რეზერვი და სწორ გზასაც ადგას.

ბუნებრივია, ნაკრები ჯერ არ უნდა ყოფილიყო ფორმაში და მსოფლიომდე სამუშაოც ბევრია, მაგრამ ეს დროის საკითხია.

ამ ჩემპიონატზე რამდენიმე ისეთი ლიდერის დაბრუნება შედგა, ბოლო პერიოდში მცირე თუ სერიოზული ჩავარდნის ნიშნებს რომ ავლენდნენ (ჭრიკიშვილი და ოქრუაშვილი), ნაწილმა კი ადრინდელი კომპლექსები დასძლია (პაპინაშვილი, ტატალაშვილი).

გუნდი იმდენად ძლიერად წარმოჩინდა, რომ მთელი ეს ორი დღე - პარასკევი და შაბათი, როცა ჩვენებმა პირადში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტები კეთილი შურით მეუბნებიან, რა ძლიერი ძიუდოისტები გყავთო; საკუთარ გუნდზე კი დანანებით ამბობდნენ, სადღაა ნაკრები, დაგვემტვრა ყველაო.

მათ მართლაც რამდენიმე ლიდერი დაუშავდათ, თუმცა, განსაკუთრებით, რუსტამ ორუჯოვი (73) მოისაკლისეს, ვისაც ჩეხმა იარომირ იეცეკიმ პირველივე შეხვედრაში მტკივნეულით ხელი ატკინა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე 2 თვე რჩება, რა დროს ტრავმებიაო, შფოთავენ ჩემი აქაური კოლეგები.

ჭრიკიშვილ-ტატალაშვილის ტანდემი

ძიუდოისტთა ტურნირში ყველაზე მეტი მონაწილე პარასკევს გვყავდა - 6 სპორტსმენი. აქედან 2 ქალი იყო. "ოქროს შიმშილით" დაღლილებმა პირველად სწორედ ამ დღეს "გამოვიხედეთ თვალებში", რასაც მთლიანად ჭრიკიშვილ-ტატალაშვილის ტანდემს უნდა ვუმადლოდეთ...

ჭრიკიშვილი ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი და ამით ყველაფერია ნათქვამი. თუმცა ბაქოში ძიუდოში 2-2 მედალი გაიცა - საკუთრივ ამ თამაშებისა და კონტინენტის გადადებული ჩემპიონატისა, რომელიც აპრილში გლაზგოში უნდა გამართულიყო და ჩაიშალა. ამდენად, სპორტსმენები ერთი მოგებით ორ კურდღელს კლავდნენ, თორემ ორივე შეჯიბრების ჩატარების შემთხვევაში, კაცმა არ იცის, გაიმარჯვებდნენ თუ ვერა ორივეში.

ჭრიკიშვილზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ შეჯიბრების გამორჩეული ვარსკვლავი იყო, რომელიც კარგად მომზადებული და ლამის ძველებურად ძლიერი შეხვდა თამაშებს... რაც მთავარია, ვიხილეთ ძველებურად ტექნიკასა და ლამაზად ჭიდაობაზე დაგეშილი ჩვენი ლიდერი, თუმცა ეს მაინც არ იყო ადრინდელივით მკვეთრად შემტევ სტილზე დაგეშილი ფალავანი.

მომეჩვენა, რომ ახლა მასში უფრო მეტად იყო შერწყმული ტექნიკა და ტაქტიკა, შედეგი და პრაგმატიზმი, ასეთი სიმბიოზი კი მისასალმებელია. თითქოს უფრო დაუბალანსებია ეს ორი კომპონენტი და "ოქროს შუალედი" უპოვია ამ მარადიულ დავის საგანში...

სამაგიეროდ, ჯერ კიდევ მეორე შეხვედრაშივე ესტონელ ევგენი სალეევთან, ფინალში კი რუს ივან ნიფონტოვთან დაამტკიცა, რაოდენ ძლიერია, როცა ტექნიკურად ჭიდაობს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ნიფონტოვთან იყო, რომელსაც მთელი შეხვედრა უტევდა და წამითაც არ ამოასუნთქა. მისი გამარჯვება თვით მაშინაც კი არ იყო საეჭვო, როცა თავისივე შეცდომით ვაზარი, ფაქტობრივად, დაუთმო მეტოქეს. აკი უპრობლემოდაც გაქვითა და გაფრთხილებით მოუგო...

არადა, რუსი ბევრჯერ იყო გასაფრთხილებელი, თუმცა ამ ტურნირზე ისინი დიდი პრივილეგიით სარგებლობდნენ: 60-ში მუდრანოვს მატეს შემდეგ გაკეთებული გდება ჩაუთვალეს გერმანელ ტობიას ენგლმაიერთან; იმავე ნიფონტოვთან კიდევ ერთ გერმანელ ალექსანდრ ვიცზერზაკერს ორჯერ გაუუქმეს ილეთი (არადა, აქ ხომ რეიტინგის საუკეთესო მსაჯები გამოდიან, იმ ჭიდაობებივით შემთხვევითი ხალხი არ ხვდება და ამ დონის არბიტრი ნუთუ ორჯერ შეცდა ასე უხეშად?), მძიმეში რინატ საიდოვი არ გააფრთხილეს ლევან მატიაშვილთან და ბევრი სხვა შემთხვევა...

ნიფონტოვთან შეხვედრამდე ერთი ეს ფაქტორი გვაფიქრებდა, თუმცა ქართველმა ფალავანმა ამჯერადაც თავისი ადგილი მიუჩინა რუსს... ფაქტობრივად, მან მსაჯსაც აჯობა და მეტოქესაც.

იხილეთ ვიდეო

ჭრიკიშვილმა ზოგი შეხვედრა ისევ გაფრთხილებით მოიგო (მაგალითად, ბელორუს ალექსანდრ სტიაშენკასთან), თუმცა მაშინაც კი კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, დომინირებდა ტატამზე და დამსახურებულად მოახსნევინა... ცხადია, ის ჯერ არაა ფორმის პიკში, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მასში დიდი რეზერვია. ამჯერად ფიზიკურად ბევრად უკეთ იყო მომზადებული, თუმცა რამდენჯერმე - იმავე ნიფონტოვთანაც და მერე გუნდურში ჩეხ იარომირ მუსილთან თავისი უზადო ბრუნები წარმატებით ვერ დაასრულა.

ნიფონტოვთანაც თავად შეცდა, როცა გდება "მისცა", მაგრამ მისი ამჟამინდელი მომზადება ახლოსაა ოპტიმალურთან.

ჭრიკიშვილისა არ იყოს, ტურნირს ტატალაშვილიც კარგ ფორმაში შეხვდა. თან, მწვრთნელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პროგრესიც ეტყობა - ფსიქოლოგიურად სულ სხვა ფალავანი ვიხილეთ, ვისაც ამჯერად ნამდვილად ვერ დავაბრალებთ ფინალის კომპლექსს. ჩოქბჯენშიც კარგად იბრძოლა, ფიზიკურადაც გაუძლო და ახერხებდა მთელი შეხვედრის მაღალ ტემპში წარმართვას, როცა დიდ ზეწოლას ახდენდა მეტოქეებზე...

მოვლენებიც მისთვის სასარგებლოდ წარიმართა - ორუჯოვი ადრევე გავარდა, ბელგიელი დირკ ვან ტიშელტი და სლოვენიელი როკ დრაქშიჩი თვითონ გააგდო...

მისი ტრავმა ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული იყო გუნდში, დრაქშიჩმა კი ახალი დაუმატა, როცა თავი ჩაარტყა და ყვრიმალი გაუხეთქა. თუმცა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს და ტრავმას ვერც შეატყობდით. რაც მთავარია, მასში კარგი განწყობა ჩანდა.

დასამახსოვრებელი იყო, გუნდურში უნგრელი ბენცე ზამბორი როგორი ვითარებიდან დაიჭირა შებოჭვაზე - როცა თითქოს საამისო ნიადაგი არ ჩანდა, მაგრამ მაინც არ მოეშვა. ორი პრინციპული მეტოქე - დრაქშიჩი და ტიშელტი გაფრთხილებებით ჩამოიცილა, ოღონდ ჭკვიანური ტაქტიკით ორივე დაჯაბნა. არანაკლებ საშიში ჩანდა სულ პირველი მეტოქეც - ფრანგი ფლორენტ ურანი, თუმცა მასაც გაფრთხილებებით მოუგო.

ფსიქოლოგიურადაც ახლა სულ სხვა ფალავანი ვიხილეთ, ვინც ადრინდელისგან განსხვავებით, ამჯერად ფინალშიც ფრიად მოტივირებული გავიდა და შემართება დილის სესიაზე არ დაუტოვებია... ფინალშიც კარგად იომა და ვერ ვიტყვი, რომ რამე დააკლო. ვერც იმას ვიტყვი, რომ ტრავმისა და მოუმზადებლობის გამო წააგო, მეტოქეს ბრძოლა ნამდვილად მოუგო, მაგრამ ვერ შეძლო ის, რაც გააკეთა ჭრიკიშვილმა - ვერ აჯობა მსაჯს...

ამ შეხვედრის წაგება ებრაელ საგი მუკისთან დიდწილად ფრანგი არბიტრის, იან-ჟაკ რუსკას ბრალია, ვინც თავიდან სწრაფად მისცა ჩვენს ფალავანს სამი გაფრთხილება. ამათგან ერთი მაინც ფრიად საეჭვო იყო, ხოლო მოგვიანებით ებრაელიც რამდენჯერმე იმსახურებდა გაფრთხილებას.

გაფრთხილებები რომ თანაბარი ყოფილიყო, შეხვედრის ბოლოს ტატალაშვილი ვა-ბანკზე არ წავიდოდა, ახლა კი არაფერს კარგავდა, ხოლო თუ გაუმართლებდა, რისკი უღირდა კიდეც. სამწუხაროდ, მეტოქემ შეცდომა არ დაუშვა. არადა, ჩვენებურმა მას მაისში მასტერსზე მოუგო.

ახლა მთავარია, ტატალაშვილმა სტაბილურად შეინარჩუნოს ის შემართება, რაც ბაქოში გამოავლინა.

პარასკევს ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილის (73) წაგება პირველივე წრეში ფრანგ პიეტრ დუპრატთან - ორი გაფრთხილება ამოუქაჩა, მაგრამ დასრულებამდე 2 წამით ადრე იუკო გაატარა.

ესეც ერთი პრობლემაა ნაკრებში სამუშაო - ბოლო წამებზე წაგებები. უშანგი მარგიანი (81) ერთ-ერთი ყველაზე ტრავმირებული სპორტსმენი იყო გუნდში, თუმცა ექიმებმა მისი ჭიდაობაც შეძლეს. სამწუხაროდ, სლოვაკ მატუშ მილიჩოვსკისთან მოგების შემდეგ მან გერმანელ ალექსანდრ ვიცზერზაკერთან მახრჩობელათი წააგო.

ისე, იქ გერმანელი მატეს შემდეგაც დიდხანს ეჯაჯგურებოდა და ნატკენი მუხლი კიდევ უფრო გაუმიზეზა.

ესტერ სტამმა (70), ვისაც საყველპურო ქართულიც უსწავლია, იტალიელ ჯულია კანტონის გაფრთხილებით მოუგო, ბრიტანელ სალი კონვეის იუკო აართვა, მაგრამ თავადაც დაკარგა ანალოგიური გდება, ბოლოს კი იპონზეც მოჰყვა. ამავე წონაში ნინო ოძელაშვილი ბელგიელ ლოლა მანსურთან დამარცხდა.

პარასკევსვე პარათამაშების პროგრამით გათვალისწინებული ძიუდოისტთა ტურნირიც ჩატარდა მხედველობადაქვეითებულთა შორის, რომლის გმირიც სწორედ ის ილხამ ზაკიევი გახდა, ვინც გახსნის ცერემონიალზე სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლი შემოიტანა.

ოქრო "ოქროსგან"

ადამ ოქრუაშვილი ოლიმპიურ სოფელში მათი ჩამოსვლის მეორე დღეს ვნახე - "ჩვენს" კორპუსთან საღამოს სიგრილეში ის, ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ყიზილაშვილი ისხდნენ. ოქრუაშვილი ფეხზე წამოდგა და მითხრა, წინასწარ გიხდით ბოდიშს, ძალიან ნუ გამაკრიტიკებთო.

კრიტიკა სულაც არაა ჩემი თვითმიზანი, თუმცა ახლა საამისო საბაბიც არ მოუცია, ისე დევივით იბრძოლა. წონაც გვარიანად დაუკლია, რაც ეტყობოდა კიდეც მოძრაობაზე. ილეთებიც ბლომად აკეთა - ლევან მატიაშვილთან, ლიტველ მარიუს პასკევიჩუსთან, გუნდურში უნგრელ ბარნა ბორთან კისრულ-მოგვერდები დაატრიალა, ფინალში კი ებრაელი ორ სასონი პირდაპირ დააჭედა ტატამს და შებოჭა.

იხილეთ ვიდეო

წინა პერიოდის და წონის მატების შემდეგ მისგან ამჯერად ამ შედეგს არავინ ელოდა, თუმცა დაიბრუნა ფორმა. იმედია, მსოფლიოსთვის კიდევ უფრო დაიხვეწება, მაგრამ რაც ახლა გააკეთა, ეს უკვე გმირობაა.

შაბათს ძალიან წარმატებული დღე გვქონდა - ოთხივე ფალავანი მედლისთვის ჭიდაობდა, ორ წონაში გამოვდიოდით და ორივეში ფინალში გავედით, თუმცა საბოლოოდ დავთმეთ ერთი ფინალი და ბრინჯაოსთვის ორივე შეხვედრა.

არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ ყველაფერს მსაჯებს ვაბრალებ, მაგრამ დამამშვიდებლის ფინალების წაგებებში მათაც მიუძღვით წვლილი - ბექა ღვინიაშვილიც (90) გაფრთხილებით დამარცხდა ილიას ილიადისთან და მატიაშვილიც - საიდოვთან.

არადა, ილიადისი ხშირად აგდებდა ტემპს, თავდახრილი ჭიდაობდა, საიდოვი კი რამდენჯერმე გავიდა გარეთ...

მატიაშვილს ხელის ტრავმაც ეტყობოდა - მაგალითად, პირველ შეხვედრაში მასპინძელ უშანგი კოკაურთან თითქმის ვერ იყენებდა ხელს.

ღვინიაშვილი კი ჯერ ლიპარტელიანმა, ხოლო მერე ილიადისმა გამოცდილებით დაჯაბნეს... არადა, კარგ ფორმაში იყო და ნახევარფინალში სამი იპონით გავიდა. ერთ სიამოვნებად ღირდა მისი ცქერა. მეორე დღეს კი გუნდურში კიდევ სამი იპონი მიითვალა.

ლიპარტელიანი VS დენისოვი

თუმცა ამ დღის ყველაზე დიდი გაწბილება ფინალში ლიპარტელიანის მარცხი იყო რუს კირილ დენისოვთან. უცნაურია, მაგრამ ჩვენი ლიდერი ისევ მიუტევებლად შეცდა - საკუთარ ფანდზე მოჰყვა და ჩოქბჯენში დაკარგა ქულა. არადა, ეს მისი ერთ-ერთი კოზირი იყო ამ ტურნირზე.

მოგვიანებით თავადაც აღიარა, რომ გაუმართლებლად სცადა ფანდი, თუმცა მეტოქის შებოჭვიდან გაქცევა დაწყებისთანავე რომ დაეწყო, ვინძლო, გაქცეოდა კიდეც - მე-11 წამზე დააღწია თავი და იუკო დაკარგა. დენისოვი ის კაცი არაა, შეხვედრის მიწურულს გდება გაგაკეთებინოს...

იხილეთ ვიდეო

არადა, ლიპარტელიანი ბაქოში ძალიან ჭკვიანურად ჭიდაობდა, ფიზიკურადაც კარგად იყო მომზადებული და რამდენჯერმე შებოჭვითაც მოიგო, ტექნიკურადაც ჭიდაობდა და თითქოს შეუჩერებელი ჩანდა, მაგრამ ფინალში თითქოს ძველი შემართება აკლდა...

გამორჩეული იყო მისი პაექრობა ღვინიაშვილთან, ვისაც ორი ვაზარი აართვა.

იხილეთ ვიდეო

საინტერესოა, რომ ლიპარტელიანი ბოლო 7 წელიწადში მეექვსედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, თუმცა მხოლოდ 2-ჯერ მოიგო და ასევე ორჯერ დამარცხდა დენისოვთან.

ვალერი ლიპარტელიანი:

"დენისოვთან ჩემი შეცდომა იყო, არ უნდა მოვდუნებულიყავი. ჩემი დაწყებული იყო ის შებოჭვა, მაგრამ წამიერი მოდუნებით მაჯობა, მოვყევი შებოჭვაზე. ამან გადაწყვიტა კიდეც შეხვედრის ბედი, რადგან ძალიან დაღლილიც ვიყავი, თან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და არაა ისეთი სპორტსმენი, ასე ადვილად რომ დააგდო.

უხერხული მეტოქეა, თუმცა ვგრძნობდი, რომ ფიზიკურად ვერ იყო ჩემზე კარგად მომზადებული, მაგრამ ჭკუით მაჯობა. შემართება მქონდა, რადგან ფინალია და დასაკარგი არაფერია. მით უფრო, ევროფინალებში ასპარეზობის უკვე იმხელა გამოცდილება მაქვს, რომ არანაირი ფსიქოლოგიური ტვირთი არ ყოფილა. პირიქით - უფრო გახსნილად ვჭიდაობდი, მაგრამ ამ მომენტმა გადაწყვიტა ყველაფერი.

ჩემთვის ეს მეექვსე ფინალია და მეშვიდე მედალი ევროპის პირველობებზე - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. მოგების ძალიან დიდი სურვილი მქონდა. მე და ჭრიკიშვილი ერთ ოთახში ვცხოვრობდით და როცა ჩემპიონი გახდა, შევპირდი, მეც ოქროს ავიღებ-მეთქი.

გული დამწყდა, რომ დანაპირები ვერ შევასრულე... თან პირველი ევროპული თამაშები იყო და ძალიან მინდოდა ჩემპიონობა, მაგრამ მადლობელი უნდა ვიყოთ ღმერთის, რასაც გვაძლევს".

გუნდური ვერცხლი

გუნდურ ტურნირში ჩვენები პირველ წრეში ისვენებდნენ, მეოთხედფინალში მათი მეტოქე კი ჩეხეთი აღმოჩნდა, რომელმაც ესპანეთს 4:1 მოუგო. ქართველებმა მათაც და ნახევარფინალში უნგრელებსაც უპრობლემოდ მოუგეს - 5:0.

უზნაძემ ამ ორ შეხვედრაში უცვლელი შემადგენლობა 60, 81 და 90 კილოგრამში დააყენა, სადაც შესაბამისად, პაპინაშვილმა, ჭრიკიშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა იჭიდავეს.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პაპინაშვილის გამოსვლა, რომელსაც ჩეხებმა კი დაუყენეს თავისივე წონის ფალავანი - პაველ პეტრიკოვი, მაგრამ უნგრელებმა 66 კილოგრამის ფელიციან ორი გამოუყვანეს. ამის მიუხედავად, მას მოუგო იპონით, თორემ ჩეხთან გაფრთხილებით იმარჯვა.

ღვინიაშვილმა ორივეჯერ წმინდად მოიგო (უნგრელი შებოჭა), ჭრიკიშვილმა - ორივეჯერ ვაზარით იმარჯვა. ჩეხებთან 73-ში შავდათუაშვილმა იასპარეზა და იაკუბინ იაცმინეკი მოახსნევინა. ლევან მატიაშვილმა (+100) მიჰაილ ჰორაკი კისრულით იპონზე გადმოიღო.

უნგრელებთან შავდათუაშვილი ტატალაშვილმა შეცვალა, მატიაშვილი - ოქრუაშვილმა და შედეგიანადაც: პირველმა შებოჭა ბენცე ზამბორი, მეორემ კი კისრულზე ვაზარით გადმოიღო ბარნა ბორი.

ფინალში ფრანგებთან უზნაძემ ღვინიაშვილის ნაცვლად ლიპარტელიანი შეიყვანა, თუმცა გუნდი ვერ განეწყო მოსაგებად. პაპინაშვილი ვერაფერს გახდა ლოიკ კორვალთან, ტატალაშვილი დამატებით დროში, 7.04 წუთი კი ეჭიდავა პიერ დუპრატს, მაგრამ იუკო მაინც იმას მისცეს, ჭრიკიშვილი თავის კონკურენტ ლოიკ პიეტრისთან დამარცხდა, ოქრუაშვილმა კი სირილ მარესთან წააგო.

მხოლოდ ლიპარტელიანს არ გამოუცხადდა ალექსანდრ იდირი და 1:4 წავაგეთ. ფრანგებმა ქალთა გუნდური შეჯიბრებაც მოიგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასტამური
ეს ყველაფერი კარგი, ქებქ და მადლიბა ძოუდოისტებს. ამასთან: ლიდერებმა ჭრიკიშვილმა და ლიპარტელიანმა უშუალო კონკურენტებთან პიეტრისთან და დენისოვთან წააგეს; მძიმე წონოსნებს აშკარად დასაკლები აქვთ წონაში; დგომში ფეხებით მუშაობა მეტნაკლებად უჭირს ყველას; 66 და 100 პრობლემატური წონებია და გამოსავალიც არ ჩანს ძიუდოისტებს აკადემია უნდა დაუკანონდეთ!
gi
უფრო მეტი უნდა მოიდომოს ლიპომ,,ცალიან კარგია მაგრამ უფრო მეტი
irakli apkhaidze
ჭრიკიშვილს ნიფონტოვთან თავის ვაზარი არ გაუშვია, მსაჯებმა მოიგონეს ეს!!!
Lado
გუნდურში მაინც დამწყვიტეს გული. იგრძნობოდა რომ თითქოს არ ჰქონდათ მოგების იმედი :(
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
ბაქო 2015-ის შეჯამება: მწარე რეალობა ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
უარი სპორტულ ტურიზმს! - ელგუჯა ბერიშვილი ბაქო 2015-ს კრიტიკულად აფასებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
ვისთან ვაგებ-მეთქი, - როგორ იხსენებს ბაქოს ფინალს ავთანდილ ჭრიკიშვილი
ადამ ოქრუაშვილი: ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ბევრმა ჩამომწერა
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
მედია და "გაბუტული" სპორტსმენები - ბაქოში დანახული ქართული პრობლემები
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
ირაკლი უზნაძე: სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის დასვენებას ვერ ვახერხებთ
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია