ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონზე ტიტულის დაცვა დაიწყო
უიმბლდონი მამაკაცებს შორის უსენსაციოდ დაიწყო. ბადის ზედა მხარეს თითქმის არ ყოფილა მოულოდნელი შედეგები და ფავორიტებმა მეორე წრეში გააღწიეს.

პირველ რიგში თქვათ მსოფლიოს პირველ ჩოგანზე და უიმბლდონის მოქმედ ჩემპიონზე ნოვაკ ჯოკოვიჩზე, რომელიც პირველ მატჩს ატარებდა როლან გაროსის ფინალის წაგების შემდეგ. სერბს საკმაოდ სერიოზული მეტოქე ჰყავდა გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერის სახით. თუმცა ჯოკოვიჩმა დიდად არ ანერვიულა საკუთარი გულშემატკივრები და ორ საათში 6:4, 6:4, 6:4 მოიგო. მან სამივე სეტი ბრეიკით დაასრულა, სულ კი ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და თავად ორჯერ წააგო საკუთარი გეიმი. სერბის ანგარიშზე 12 ეისი და 36 "ვინერსი" მოდის.

ნოვაკის შემდეგი მეტოქე იქნება იარკო ნიემინენი, რომელიც 2002 წლის ჩემპიონ ლეიტონ ჰიუიტს ხვდებოდა. ორივესთვის ეს არის ბოლო უიმბლდონი კარიერაში. დათმობა არავის უნდოდა და საბოლოოდ, მეხუთე გადამწყვეტი სეტი 95 (!) გაგრძელდა, რომელიც ფინელმა 11:9 მოიგო. ნიემინენმა 22 ბრეიკ-პოინტიდან 10 გამოიყენა და 62 "ვინერსი" მიითვალა.

დღის კიდევ ერთ მარათონულ შეხვედრაში ფერნანდო ვერდასკო სამი საათი და 57 წუთი ებრძოდა სლოვაკ მარტინ კლიჟანს და მეხუთე სეტში მაინც გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა - 13:11. ესპანელმა 72 "ვინერსი" დააგროვა და ათიდან ცხრა ბრეიკ-პოინტის საფრთხე მოიგერია.

საინტერესო წყვილი შედგა მეორე წრეში. შარშანდელმა ნახევარფინალისტმა მილოშ რაონიჩმა 25 ეისის წყალობით დაამარცხა ესპანელი დანიელ ხიმენო-ტრავერი - 6:2, 6:3, 3:6, 7:6 და შემდეგ ეტაპზე ტომი ჰაასს შეხვდება. 37 წლის გერმანელი ერთი მნიშვნელოვანი მიღწევის ავტორი გახდა - ის არის ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი 1991 წლის შემდეგ, ვინც უიმბლდონზე მატჩის მოგება შეძლო. ჰაასმა, რომელიც სულ ახლახანს დაბრუნდა კორტზე ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, უშანსოდ დატოვა სერბი დუშან ლაიოვიჩი - 6:2, 6:3, 4:6, 6:2.

რაონიჩი და ჰაასი ერთადერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს - 2013 წელს სან ხოსეს ფინალში რაონიჩმა ორ სეტში მოიგო.

ყურადღების ცენტრში იყო როლან გაროსის ჩემპიონი სტენ ვავრინკა, რომელმაც უიმბლდონამდე ერთ ტურნირში მიიღო მონაწილეობა - ლონდონში მეორე წრეში წააგო სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან. თუმცა გუშინ, შვეიცარიელს პრობლემა არ ჰქონია პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან მატჩში - 6:2, 7:5, 7:6. ანგარიშის მიხედვით ისე ჩანს, რომ მეორე და მესამე სეტებში კორტზე ბრძოლა იყო, მაგრამ ვავრინკას სრულ უპირატესობაზე ის მეტყველებს, რომ სოუზას მთელი მატჩის განმავლობაში არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია. შვეიცარიელმა კი საათმა და 48 წუთში სამი ბრეიკი შეასრულა, 25 ეისი ჩააწოდა და 45 "ვინერსიც" დააგროვა.

ძალიან იოლად გაიკვლია გზა მეორე რაუნდში ავსტრალიელმა თინეიჯერმა ნიკ კირგიოსმა, რომელმაც შარშან ყველა გააოცა აქ რაფაელ ნადალის დამარცხებით. ნიკმა საათმა და 24 წუთში გაანადგურა არგენტინელი დიეგო შვარცმანი - 6:0, 6:2, 7:6. ცნობისთვის, კირგიოსი ყველაზე ახალგაზრდა განთესილი ჩოგბურთელია მამაკაცთა ბადეში.

ახალგაზრდა ავსტრალიელ მოთამაშეთაგან ასევე მოიგო ბერნარდ ტომიჩმა, სამაგიეროდ, დამარცხდა საწყის რაუნდში ტანასი კოკინაკისი.

როგორც გითხარით, გუშინდელმა დღემ სენსაციების გარეშე ჩაიარა, თუმცა ერთ მატჩში შეიძლებოდა მოულოდნელი შედეგის მოწმენი გავმხდარიყავით. მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა კეი ნიშიკორიმ შარშანდელის მსგავსად, ხუთი სეტი ითამაშა იტალიელი სიმონე ბოლელის წინააღმდეგ. ერთი წლის წინ, მათი შეხვედრა ორი დღე გაგრძელდა. იაპონელმა 6:4 მოიგო ბოლო სეტი და პირველად გავიდა უიმბლდონის მერვედფინალში.

ახლა, იაპონელისა და იტალიელის შეხვედრა პირველ წრეში გაიმართა და ისევ ხუთი სეტი გაგრძელდა. სამი საათი და 22 წუთი ბრძოლის შემდეგ იაპონელმა 6:3, 6:7, 6:2, 3:6, 6:3 მოიგო. შესაძლოა, კეიზე ცხრა დღის წინანდელმა ტრავმამ იმოქმედა, როცა ჰალეს ტურნირზე მან ნახევარფინალის დასრულება ვერ შეძლო. იაპონელის მზადყოფნის შესახებ შემდეგ მატჩში შევიტყობთ, როცა კოლუმბიელ სანტიაგო ხირალდოს შეხვდება.

კაცები. I წრე

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 6:4, 6:4, 6:4; იარკო ნიემინენი (ფინ)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 3:6, 6:3, 4:6, 6:0, 11:9; პიერ-უგ ჰერბერი (საფ)-ჰეონ ჩუნი (კორ) 1:6, 6:2, 3:6, 6:2, 10:8; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 27)-იან-ლენარდ შტრუფი (გერ) 6:3, 3:6, 2:6, 6:2, 6:3; ლეონარდო მაიერი (არგ, 24)-ტანასი კოკინაკისი (ავსტრა) 7:6(7), 7:6(3), 6:4; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 6:3, 6:4, 6:2; მარსელ ილჰანი (თუქ)-იერჟი იანოვიჩი (პოლ) 7:6(4), 6:4, 6:7(4), 6:3; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 14)-ლუკას პუიე (საფ) 6:2, 7:5, 3:6, 6:3; მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-ჰიროკი მორიია (იაპ) 6:3, 6:2, 7:6(4); რიკარდას ბერანკისი (ლიტ)-ანდრეა ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია) 6:2, 5:2 უარი; მეტიუ ებდენი (ავსტრა)-ბლაჟ როლა (სლოვენ) 6:2, 6:1, 6:4; ჯონ ისნერი (აშშ, 17)-გო სოედა (იაპ) 7:6(5), 6:4, 6:4; დენის კუდლა (აშშ)-პაბლო კუევასი (ურუ, 28) 6:7(4), 4:6, 6:3, 6:2, 6:2; ალექსანდრ ზვერევი (გერ)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 6:3, 1:6, 6:3, 3:6, 9:7; სანტიაგო ხირალდო (კოლ)-ჟოაო სოუზა (ბრა) 6:4, 6:3, 6:2; კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-სიმონე ბოლელი (იტა) 6:3, 6:7(4), 6:2, 3:6, 6:3; სტენ ვავრინკა (შვეიც, 4)-ჟოაო სოუზა (პორ) 6:2, 7:5, 7:6(3); ვიქტორ ესტრელა (დომ)-ბენჯამინ ბეკერი (გერ) 5:7, 6:1, 6:4, 6:4; ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ) 4:6, 6:2, 6:3, 6:7(5), 13:11; დომინიკ ტიმი (ავსტრია, 32)-დუდი სელა (ისრ) 2:6, 6:3, 6:4, 6:4; ჯონ მილმენი (ავსტრა)-ტომი რობრედო (ესპ, 19) 6:2, 6:3, 6:4; მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-დონალდ იანგი (აშშ) 5:7, 6:2, 6:4, 6:4; ლაიამ ბროუდი (ბრიტ)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 5:7, 4:6, 6:3, 6:2, 6:3; დავიდ გოფენი (ბელ, 16)-ორასიო სებალიოსი (არგ) 7:6(4), 6:1, 6:1; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 11)-ფედერიკო დელბონისი (არგ) 6:3, 6:0, 6:4; სტივ ჯონსონი (აშშ)-ლუკას ლაჩკო (სლოვაკ) 6:3, 6:7(5), 4:6, 6:1, 6:4; კენი დე სხეპერი (საფ)-ჯონ პატრიკ სმიტი (ავსტრა) 4:6, 4:6, 7:6(4), 6:4, 6:4; რიშარ გასკე (საფ, 21)-ლუკ სავილი (ავსტრა) 6:3, 6:2, 6:2; ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 26)-დიეგო შვარცმანი (არგ) 6:0, 6:2, 7:6(6); ხუან მონაკო (არგ)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:1, 6:2, 6:4; ტომი ჰაასი (გერ)-დუშან ლაიოვიჩი (სერ) 6:2, 6:3, 4:6, 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 7)-დანიელ ხიმენო-ტრავერი (ესპ) 6:2, 6:3, 3:6, 7:6(4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარცხი მსოფლიოს 317-ე ნომერთან - ბასილაშვილი მაუტჰაუზენის ჩელენჯერს პირველსავე წრეში გამოეთიშა
ბასილაშვილის ბადე - ნიკოლოზი მადრიდის მასტერსის ძირითად ეტაპზე დღეს ჩაერთვება
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
15-წლამდე ნაკრები ერევნის განვითარების თასზე მიემგზავრება
"ბაიერნთან" მომავალი მატჩის წინ პსჟ-მ მძიმე დანაკლისი განიცადა
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
დღეს ამერიკაში: ნიკოლოზ ბასილაშვილი მასპინძლის დამარცხებას შეეცდება
როჯერ ფედერერის დაბრუნება და საფრანგეთის ტრიუმფი
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
დევისის თასი: ფედერერმა კოლექცია შეავსო
შიდა პანდემია ჩოგბურთში - ჯოკოვიჩი ტესტირებაზე უარს აცხადებს
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
უიმბლდონი: სამი გასეირნება და ერთი მარათონი
გრიგორ დიმიტროვი და ნიკოლ შეზინგერი დაშორდნენ
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ინდიან უელსი: მეორეც გავარდა და მეოთხეც
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
როჯერ ფედერერი ორშაბათიდან კვლავ მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი გახდება
ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა: ეს რა გაგვიკეთა დიმიტროვმა!
თითქმის ერთნაირები: რაფა და სერენა
ყველაზე ასაკოვანი პირველი - ფედერერი კვლავ მწვერვალზეა
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
ლეგენდა მორიგი ტიტულისკენ მიიწევს
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
US OPEN 2016. I დღე: ჯოკოვიჩი ჯერ მზად არ არის
"სპაიდერმენი", "თორი"... - ავსტრალიის ღია პირველობაზე ბავშვთა დღე გაიმართა [VIDEO+PHOTO]
ტიმის ქამბექი და ამღერებული გულშემატკივარი [VIDEO]
ჯოკოვიჩმა მასტერსი მოიგო და ნადალს დაეწია [VIDEO]