"შავი ზღვა" მონღოლ კორიუს ხვდება და თუ წააგებს, ყველაფერი მორჩება - უმაღლეს დივიზიონში მისი 7-წლიანი ყოფნა დასრულდება

დიდი ხანია, რაც კოკაის (ლევან ცაგურია) ასეთი მნიშვნელოვანი ბრძოლა არ ჰქონია, როგორც დღეს - "შავი ზღვა" მონღოლ კორიუს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში, ლევანი კარიერაში მე-400 ორთაბრძოლას მოიგებს და დადებითი ბალანსისთვის ბრძოლას გააგრძელებს, წააგებს და ყველაფერი მორჩება - დასრულდება მისი 7-წლიანი ყოფნა უმაღლეს დივიზიონში, კარიერაში პირველად ის ლიგიდან დაქვეითდება. კორიუს კოკაი აქამდე ერთადერთხელ შეხვედრია, 2008 წლის ნოემბრის ბაშოზე მონღოლს ოშიდაშით მოუგო. ჩვენებურმა თავი ასეთ საფრთხეში ახალი წლის ბაშოზე ცუდი ასპარეზობით ჩაიგდო, გუშინდელი მარცხის შემდეგ მას 3-7 ბალანსი აქვს, რეიტინგით კი მე-15 მაეგაშირაა, ანუ გავარდნის კანდიდატი. გუშინ მან უვატენაგეს ილეთით წააგო კიტატაიკისთან.

ბაშოს მე-10 დღე ქართველთათვის კატასტროფული იყო, სამივე ჩვენებურმა წააგო - ტოჩინოშინმა ვერაფერი მოუხერხა კაკურიუს, ხოლო გაგამარუმ მოკონამისთან დათმო. გაგამარუს 4-6 ბალანსი აქვს, ტოჩინოშინს - 1-9.

იანვრის ბაშოს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო წაუგებლად ლიდერობს (10-0). ის უკვე ორი მოგებით უსწრებს მდევრებს, რომელთა რიცხვი ოთხია, ორი ოძეკი (ბარუტო და კოტოოშუ) და ორი რიგითი მაეგაშირა (ოკინოუმი, ტოჩინონადა).

X დღე: ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), არანი-ბარუტო (ცურიდაში), ჰომაშო-კოტოოშუ (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-გოეიდო (ოშიტაოში), კაიო-კისენოსატო (ჰატაკიკომი), კაკურიუ-ტოჩინოშინი (ცუკიოტოში), ტოჩიოძანი-ამინიშიკი (ოშიდაში), ტოიონოშიმა-იოშიკაძე (ოშიდაში), ტამავაში-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტაკეკაძე-ტოკუსეგავა (ცუკიოტოში), ასასეკირიუ-ტოკიტენკუ (უვატენაგე), მოკონამი-გაგამარუ (იორიკირი), კიმურაიამა-ტოსაიუტაკა (ოშიდაში), კიტატაიკი- კოკაი (უვატენაგე), ტოჩინონადა-ვაკანოსატო (კოტენაგე), ტოიოჰიბიკი-ტაკამისაკარი (იორიკირი), კოტოკასუგა-ჰაკუბა (ოშიდაში), მიაბიამა-ვაკაკოიუ (ჰატაკიკომი), შიმოტორი-სოკოკურაი (იორიკირი), ოკინოუმი-შოტენრო (იორიკირი), კორიუ-ტოიოძაკურა (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

10-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).

8-2: ბარუტო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), ოკინოუმი (მაეგაშირა 13), ტოჩინონადა (მ 16).

7-3: კაიო (ოძეკი), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ვაკანოსატო (მ 9)... 4-6: გაგამარუ (მ 6)... 3-7: კოკაი (მ 15)... 1-9: ტოჩინოშინი (მ 2).

XI დღე: ჰაკუჰო-კისენოსატო, კოტოოშუ-ჰარუმაფუჯი, კაიო-ტამავაში, ბარუტო-კოტოშოგიკუ, ტოჩიოძანი-იოშიკაძე, კაკურიუ-არანი, ამინიშიკი-ტოიონოშიმა, ტოჩინოშინი-ტოკუსეგავა, გაგამარუ-ჰომაშო, გოეიდო-კიტატაიკი, ასასეკირიუ-ტაკამისაკარი, მიაბიამა-კიოკუტენჰო, ტაკეკაძე-ჰაკუბა, კოტოკასუგა-ტოსაიუტაკა, ტოკიტენკუ-ტოჩინონადა, ოკინოუმი-ვაკანოსატო, შოტენრო-ტოიოძაკურა, ტიოჰიბიკი-შიმოტორი, კოკაი-კორიუ, მოკონამი-სოკოკურაი, ვაკაკოიუ-კიმურაიამა.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა