"სამწუხაროდ, აზერბაიჯანის ჩემპიონატში თამაშის გამო ნაკრების კანდიდატის სტატუსი დავკარგე"
ქუთაისის "ტორპედოში" გიორგი სეთურიძე ჩაირიცხა. "განჯის" ნახევარმცველმა ქუთაისურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის "კარლ ცაისიდან" ''ოლიმპში" დაბრუნებული ნახევარმცველი ვერც წარმოიდგენდა, მალე რუსთავული კლუბის დატოვება და აზერბაიჯანში წასვლა თუ მოუხდებოდა. ეს მისი სურვილი არ ყოფილა, მაგრამ, როგორც ამბობს, სხვა გზა არც ჰქონდა.

- აზერბაიჯანში წასვლა არ მსურდა, მაგრამ ჩემპიონატი "ოლიმპში" დავიწყე, თამაშები ჩავატარე და უცებ გუნდიდან გამიშვეს. ამ დროს მიმიწვია ბაქოს "სტანდარდმა". რომ არა ასეთი გამოუვალი მდგომარეობა, აზერბაიჯანში არც წავიდოდი, ნაკრების კანდიდატად ვითვლებოდი და ვიცოდი, კუპერი ამ ქვეყნის ჩემპიონატიდან არავის იწვევდა, მაგრამ უთამაშებლადაც ვერ დავრჩებოდი. "სტანდარდის" მწვრთნელ ვალდას ივანაუსკასს კი გერმანიიდან ვიცნობდი და მის წინადადებას ამიტომ დავთანხმდი.

- აზერბაიჯანიდან საკუთარი სურვილით წამოხვედი თუ მართლა ტრანსფერზე დაგაყენეს, როგორც თავად დაწერეს?

- ტრანსფერზე ჩემი მოთხოვნის შემდეგ დამაყენეს და არა იმიტომ, რომ დამიწუნეს. რაც უნდათ, დაწერონ, დარჩენა შემეძლო, მაგრამ ეს აღარ მსურდა.

- კონტრაქტის გაწყვეტაში დიდ თანხას ითხოვდნენ?

- განსაკუთრებულს არაფერს. მთავარია, რომ "ტორპედომ" გამომისყიდა და საქართველოში დავბრუნდი. აზერბაიჯანში ჩვენს კლუბებზე დიდი ბიუჯეტები რომ აქვთ, ყველამ იცის. თუმცა მიზეზთა გამო, იქ გაჩერება აღარ შემეძლო. ამ ეტაპზე კი საქართველოში თამაში ჩემთვის მისაღებია. ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ ნაკრების კანდიდატის სტატუსიც დავკარგე. არადა, კუპერის დროს ვითამაშე და ვფიქრობ, მატჩები არ ჩამიგდია, აზერბაიჯანში მყოფს კი ყურადღებას არავინ მაქცევდა.

- არავინ ამბობს, რომ იქ ჩვენზე დაბალი დონის პირველობა აქვთ, მაგრამ აქსიომასავით დამკვიდრდა, რომ აზერბაიჯანში წასული სანაკრებო მოტივაციაზე მაღლა ფინანსური მდგომარეობას აყენებს - ეს უკვე ფონს ქმნის.

- საქმეს სხვაგვარად შევხედოთ - ჩვენზე უკეთესი ჩემპიონატია და, ცხადია, პირობებიც უკეთესი აქვთ. საქართველოში თუ ოთხი ძლიერი და მდიდარი კლუბია, იქ ასეთი რვაა.

კლუბებმა ზაფხულში ტრანსფერებზე 4, 5 და 6 მილიონი ევროც კი დახარჯეს. აბა, ამდენი ფული წყალში ხომ არ გადაიყრება, ძლიერ ლეგიონერებში დიდ ფულსაც იხდიან.

მაგალითად, "ნეფთჩში" საშუალო ხელფასი 250 ათასი დოლარია, ზოგს 800 ათასიც აქვს. ასეთი ვითარებაა კიდევ შვიდ კლუბში. მეორე ბუნდესლიგაში კი საშუალო ხელფასი 150-200 ათასი ევროა, მინუს დაქვითვები და ესეც კარგ ხელფასად ითვლება. ცხადია, დონეებს არ ვადარებ, გერმანიაში ბევრად უკეთესი ფეხბურთია.

- აზერბაიჯანში უცხოელების მიმართ გარკვეული აგრესია შეინიშნება.

- შეიძლება, რადგან ჩასული ადგილობრივზე მეტს იღებს და იღვიძებს ცნობილი ფსიქოკომპლექსი - რატომ იმას და არა მე? აგრესიაა ცხადაძის მიმართაც, მაგრამ ეს კაცი აზერბაიჯანის გამორჩეული მწვრთნელია და პირველივე სეზონში "ინტერი" გააჩემპიონა.

კახას კარგად ეხერხება ფეხბურთელების შერჩევა, მათთან მიდგომა და, თუ ფეხბურთელი ხარ, გათამაშებს, და თუ არა და, ფოკუსებს ვერ ჩაატარებს. ჩემი აზრით, "ინტერი" აზერბაიჯანში ყველაზე თანამედროვე ფეხბურთსაც თამაშობს, მაგრამ ადგილობრივებს რომ უშვებს და ქართველები ჩაჰყავს, ეს აღიზიანებთ.

- ვიცი, რომ ზაფხულში "კარლ ცაისში" დაბრუნებას გთავაზობდნენ.

- ახლა კლუბი მესამე ბუნდესლიგაშია, მაგრამ მაინც ჩავედი და მათაც სურდათ ჩემი შემატება. გერმანელებს სურდათ ჩემი თამაში, მაგრამ შრომის ვიზა არ მომცეს. იმის მიუხედავად, რომ მეუღლე გერმანელი მყავს, არანაირი შეღავათი არ მომცეს. გერმანიაში სამი თვე უნდა იცხოვრო, სხვაგვარად ვიზას არ მოგცემენ.

- ხალხი ამაზე ოცნებობს და დარჩენილიყავი.

- წასვლა ნებისმიერ დროს შემიძლია, მაგრამ სამი თვე ვერ გავჩერდებოდი, რადგან უკონტრაქტოდ ვარჯიშის უფლებაც არ მაქვს.

- "ოლიმპსა" და "დინამოში" გიწვევდნენ, შენ კი ქუთაისის "ტორპედო" ამჯობინე.

- ''ოლიმპში" ვივარჯიშე კიდეც, მაგრამ ქუთაისიდან კონკრეტული წინადადება მივიღე და ეს იყო მიზეზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა