მილანური კლუბი ყველა პოზიციაზე ძლიერდება
"ინტერის" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობენ და არაერთი საინტერესო ტრანსფერი გაჩარხეს, მაგრამ სამირ ჰანდანოვიჩს ვერაფერი მოუხერხეს.

30 წლის სლოვენიელ მეკარეს "ნერაძურისთან" კონტრაქტი ერთი წლის თავზე უმთავრდება და თუ იქამდე ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, შეუძლია, მომდევნო სეზონის დასრულებისთანავე ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს. ბუნებრივია, მოვლენათა ასეთი განვითარება სრულებით არ აწყობთ მილანელებს და ყველანაირად ცდილობენ, რომ სამირს ახალ კონტრაქტზე ხელი მოაწერინონ, თუმცა ჯერჯერობით, ყველა მცდელობა ამაო გამოდგა.

ჰანდანოვიჩის პირადმა აგენტმა ფედერიკო პასტორელომ პრესას შემდეგი განუცხადა: "სამირი მილანში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ არც იმას ვმალავთ, რომ შეთავაზებებს სიამოვნებით განვიხილავთ. იყო რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ნაკლებად საინტერესო. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჰანდანოვიჩს "ინტერის" დატოვება სურს? - თუ საოცნებო წინადადებას მიიღებს, არაფერია გამორიცხული, იქამდე კი ის "ინტერის" ფეხბურთელია და თავს ბედნიერად გრძნობს. ხელშეკრულების გახანგრძლივება? - არაფერია საჩქარო, ამაზე უფრო სექტემბერში ვისაუბრებთ".

აქვე ვთქვათ, რომ "ინტერი" ჯერდან შაჩირიმ დატოვა, რომლის სანაცვლოდაც "სტოკ სიტიმ" 17 მილიონი ევრო გადაიხადა. ბოლო ინფორმაციით, "ნერაძურის" მესვეურები ჯერ ფიქრობენ და გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ. ითქვა ისიც, რომ თავად ფეხბურთელს პრემიერლიგაში თამაშის სურვილი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინტერის" მეკარე მწყობრში ჩადგა და "ნაპოლისთან" სათამაშოდ მზადაა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ჰანდანოვიჩი: ყველა ფეხბურთელი ოცნებობს "ინტერში" თამაშზე
ჰანდანოვიჩი "მილანთან" თითმოტეხილი ითამაშებს
ომის დასასრული თუ დროებითი ზავი: იკარდი გუნდს უბრუნდება
"ინტერმა" "იუვენტუსთან" სასურველ ყაიმს მიაღწია [VIDEO]
დე ბური: "ინტერის" ლიდერი ჰანდანოვიჩია და არა იკარდი, ის კაპიტანი არ უნდა იყოს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები