"დინამო არენის" მოედნის საფარზე "ბარსელონა"-"სევილიას" სუპერთასის მატჩის მასპინძლობა არ შეგვრცხვება, მაგრამ...
ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება. სტადიონი 11 აგვისტოს "ბარსელონა"-"სევილიას" სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს. ...მაგრამ მანამდე სტადიონზე თბილისის "დინამო" ითამაშებს, რომელიც დღეს, 2 ივლისს, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩში აზერბაიჯანულ "გაბალას" შეხვდება.

"ლელო" დაინტერესდა, რა მდგომარეობაშია სტადიონი და რეკონსტრუქციის პირობებში რამდენადაა შესაძლებელი ამ რანგის მატჩის სრულფასოვნად გამართვა.

თბილისის მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (ტგფ) ცნობით, "დინამო არენაზე" რეაბილიტაციის ერთ-ერთი მთავარი ეტაპი - ტრიბუნების შეღებვა, იზოლაციის დაგება და, პარალელურად, პლასტმასის სკამების მონტაჟი სრული ტემპით მიმდინარეობს.

კომპანია "დაგიმ" დღეისთვის ქვეყნის მთავარ საფეხბურთო არენაზე პროექტით გათვალისწინებული, ე.წ. პიქსელის პრინციპით, 8000-მდე ინდივიდუალური დასაჯდომი დაამონტაჟა. დღევანდელ შეხვედრამდე 5 საათით ადრე კიდევ 1000 სკამის მონტაჟი იგეგმება. ანუ, რეკონსტრუქციის გამო, "დინამო"-"გაბალას" მატჩზე დასწრება შეზღუდული იქნება. საბოლოოდ, ეს პროცესი 15 ივლისისთვის დასრულდება.

სულ, "დინამო არენაზე" სკამების მიმწოდებლები იტალიური კომპანია OMSI და ესპანური DAPLAST არიან. იტალიური სკამები 5000 მოწვეული და VIP-ლოჟის 500 სტუმრისთვის დამონტაჟდება, ესპანელების კი - დანარჩენ ტრიბუნებზე. სულ - 53 ათასი.

გარდა ამისა, ტგფ-ის მიერ შემუშავებული პროექტი ითვალისწინებდა სტადიონზე ტურნიკეტების, ტაბლოს, გახმოვანების სისტემების სრულად შეცვლას... უკვე სრულადაა დამონტაჟებული 116 ტურნიკეტი და გახმოვანების სისტემები, დამზადებულია ექსკლუზიური ელექტროტაბლო.

სხვა სახის სამუშაოებიც ჩატარდა. მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, სტადიონის საფუძვლების გამაგრებაც მოხერხდა და არენას ეს პრობლემა 20 წელი აღარ შეაწუხებს.

კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს მოევლო: აქამდე "დინამო არენის" განათება 1500 ლუქსი იყო, რაც საერთაშორისო მატჩების სტანდარტებს არ ჰყოფნიდა. მსოფლიოს საუკეთესო სტადიონებზე ეს მაჩვენებელი 2000 ლუქსს აღემატება. რეკონსტრუქციის შედეგად, საქართველოს მთავარი არენის განათება 2400 ლუქსამდე გაძლიერდა.

მოედნის საფარი კი არ შეიცვლება, რადგან ის კარგ მდგომარეობაშია და მასზე "ბარსელონა"-"სევილიას" სუპერთასის მატჩის მასპინძლობა არ შეგვრცხვება.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ... გულშემატკივართა საკმაოდ დიდი ნაწილის უკმაყოფილება ერთმა ამბავმა გამოიწვია - ლაპარაკია ლურჯ-თეთრი სკამებით აჭრელებულ ტრიბუნებზე, არადა, ადრინდელი პროტესტი სწორედ ფერთა სიჭრელემ გამოიწვია.

როგორც შევიტყვეთ, ეს იდეა "დინამოს" (რომელსაც სტადიონი 49-წლიანი იჯარით აქვს აღებული) არ ეკუთვნის, ის სამთავრობო კომისიის 4 თვის წინანდელი გადაწყვეტილების შედეგია. თუმცა, 2014 წლის 11 დეკემბერს, როდესაც "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში სტადიონის ხელმძღვანელების, ფეხბურთის ფედერაციის, სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტის, თბილისის მერიის, მედიის, გულშემატკივრებისა და "დინამოს" წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა, ყველა შეთანხმდა, რომ სტადიონი სადა უნდა ყოფილიყო...

იხილეთ ფოტოგალერეა

ფრიდონ გეგეშიძის ფოტოები

"დინამო არენის" დირექტორმა ნიკა ჯღარკავამ ევროპის 30 საუკეთესო სტადიონის ფოტოკოლაჟში საინტერესო სტატისტიკა წარმოადგინა: "დინამო არენასავით", 30-დან მხოლოდ 3 სტადიონზეა სხვადასხვა ფერში გამოწყობილი ტრიბუნები - მაგალითად, "სან სიროსა" და "ამსტერდამ არენაზე". ორი დომინანტი ფერია კიევის ოლიმპიურსა და "კამპ ნოუზე".

23 სტადიონზე კი ერთი დომინირებადი ფერია - "სანტიაგო ბერნაბეუზე", "ალიანს არენაზე", "უემბლიზე", "სტემფორდ ბრიჯზე", კარდიფის "მილენიუმზე", "შალკეს" "ფელტინს არენაზე", შტუტგარტის "მერსედეს ბენც არენაზე", "სტად დე ფრანსზე", პოლონეთის, შვედეთისა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთა არენებზე, რომის, ათენის, ბერლინისა და სტამბოლის ოლიმპიურ სტადიონებზე...

ვის და რატომ მოსწონს ჩვენში ეს სიჭრელე, ძნელი ასახსნელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Domenti
დომენტის და რეზის მოსწონთ რაც მთავარია... ვისაც ეგრე მაგრა მოგწონთ სახლში გააკეთეთ პიქსელის სტილში კედლები
კარგიააა
მშვენიერი სტადიონია და შეეშვით უაზრო სტატიების ბეჭდვას, რამე კეთდება არ არის "კარგი", თუ არ კეთდება ეგ ხო თქავისთავად.
gaga
ზაან ლამაზია და უპრო ლამაზი იკნება როცა დასრულდება
qutaiseli
რა გაუხურეს ამ სკამებს საქმე ვერ გავიგე დინამოს ხელმძღვანელობას როგორც უნდოდა ესე გააკეთეს ეტყობა თორე როგორ უნდა აერიოს მოხელეს თეთრი და ლურჯი სკამი ერთმანეთში.
vaxvax
ძალიან მაგარია
beso
ნაგდად ჯობდა სექტორების მიხედვით გაეკეტებინად ლურჯი და თეთრი, აბა ესეთი საშინელება ნაგდად არ ვარგა,მოკლედ სხვას გპირდებიან და სულ სხვას აკეტებენ ,კველას კველა ფეხებზე კიდია რა, ეს არის დგევანდელი საკარტველო.
ემზარი
ჭრელი ფერები შეიძლება თუ ლამაზად არის განაწილებული აქ კი არეულადაა ფერები რაც მოხვდათ ხელში ისე ამაგრებდნენ ალბათ ასე ეადვილებოდათ ალბათ რა ვიცი მე არ მომწონს
vaiviiiiiiiiii
მშვენიერი დიზაინი ვარშავის სტადიონი გამახსენა, ერთი მინუსი სკამები საკეცი არაა და სარბენი ბილიკი ისევაგურის ფერია დანარჩენი მომწონს წინა ჭრელო პეპეას ნამდვილად ჯობია და ერთიან სუათსდანახვისას საინტერესო შესახედია
Kakhaber
ამ სტატიის დამწერს , არც განათლება აქვს და კომპეტენურობის გაგებაში არ არის ))) წერს , რომ წინა განათება იყო 1500 ლუქსი და საერთაშორისო თამაშებს არ ჰყოფნიდაო ))) 1500 ლუქსი ვერტიკალური( სატელევიზიო) განათებისა ,არის ზუსტად საერთაშორისო ტელეტრანსლაციის საწყისი ზღვარი . დინამოზე იყო 1900 ვერტიკალური და 1700 ჰორიზონტალური ( ყოფილხართ კი სტადიონზე , ან ტელევიზორში გინახიათ თამაშები ?), რაც შეეხება ტელეტრანსლაციის მაღალ ხარისხს , ყველა თამაშზე იყო აღნიშნული ფიფას და უეფას დელეგატების მიერ ( არ ვარგოდა განათება და აქ ჩატარდა ესპანეთის , საფრანგეთის , გერმანიის და ყველა საერთაშორისო მატჩები ? თუ არ იცით , წიგნი წაიკითხეთ ან ვინმე კომპეტენტურ პირს კითხეთ- თქვე უწიგნურებო ))) ამას გეუბნებათ ახალი განათების და წინა განათების ავტორი ! საქართველოში *ვაიჟურნალისტების * დიდი დოღი და პარადია ! არ დაბლოკოთ ეს კომენტარი !
Dato
სკამებიც ვეღარ შეუცვლიათ ისე, თქვენ რომ არ გკითხონ ჭკუა, გეგონება თავს იკლავდეთ დინამოს თამაშებზე სიარულით.
ilia
სტადიონი ბოლომდე შევავსოთ ხოლმე და სიჭრელე აღარ შეგვაწუხებს
კახა
რა უბედურებაა ეს სიჭრელე სიმეტრია მაინც დაიცავით
კახა
რა უბედურებაა ეს სიჭრელე სიმეტრია მაინც დაიცავით
irakli apkhaidze
ამ სიჭრელეს ახლა ამ დროისათვის უსკამო ერთფეროვანი ტრიბუნების რუხი ფერი ჯობია
დათო
უნდა მოხდეს ყველა სალაროს ბლოკირება!!! მინიმუმ, ყველა სალაროსთან მოხდეს ბილეთების გაყიდვის კონტროლი!!!!! ეს არის უმარტივესი!!!! ყველა სალაროსთან დადგეს 2 ან 3 წესიერი ქართველი, იცით რომელი ბიჭები? აი წყალდილობის დროს და მის შემდგომ ,რომ ემსახურნენ ქვეყანას, რომლებიც აღრიცხავენ თუ რა რაოდენობის ბილეთი გაიყიდება!!!!!მოხდება კონტროლი, ანუ გვეცოდინება მოტეხა თუ არა "ოჩერედამ" ბილეთები. სხვა შემთხვევაში მოხდება ბილეთების მინიმუმ მოტეხვა ან ერთი და იგივე პირებზე( ბარიგებზე) მიყიდვა!!!!! ეს ჩვენი თავმოყვარეობის ამბავია, ფეხბურთსაც რომ დავანებოთ თავი!!!!
ქუთაისელი
ძალიან იაფფასიანია..
pirdapiro
რა ხდება ხალხნო,ნუტუ ტვალს არ უჩანა ამის გამკეტებელს,ტუ მანდამაინც ორი ფერი უნდატ იკნებ რაგაც ფორმა მიეცატ,ტუნდაც ბურთები გამოესახათ,ლამაზი იკნებოდა
სანდრო
ძალიან ბევრ კარგ სტადიონზე პიქსელის პრინციპით საკმები. არა ის ჯობდა ჩვენს დროშას რო ვაჯდებოდით...
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ნიკა ჯღარკავა: ეს არ არის მხოლოდ ჩემი ჯილდო...
ჩვენება "დინამო არენაზე" ბიუსჰალტერების გარეშე და ამერიკული ფეხბურთი [VIDEO]
გორის "დილა" "დინამო არენაზე" მასპინძელი გახდება...
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
რუსეთის ნაცვლად საქართველო! - შევთავაზოთ უეფას ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა
ის, რაც აქამდე ვერც ერთმა ფრანგულმა გუნდმა ვერ შეძლო - პსჟ ისტორიის წერას აგრძელებს
კობიაშვილი, მუჯირი და ჯღარკავა უეფას კომიტეტის წევრები გახდნენ
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
ჟოზე მოურინიო: არადა, ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ...
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 - მშიერი "რეალის" პირველი სუპერლუკმა [VIDEO]
ზინედინ ზიდანი: სწორედ ასეთი შრომის შედეგი იყო ჩვენი გამარჯვება
ლევან კობიაშვილი: ნუ გგონიათ, თუ არ ვყვირით, არაფერს ვაკეთებთ
სატელევიზიო სპორტული არხი "სეტანტა" გაქართულდა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
იჩქარე! - საქართველო-შვეიცარიის 41 537 ბილეთი გაყიდულია
ლევან კობიაშვილი: მარტო რაპორტი არ არის, თვალები მაქვს და ვერავინ მომატყუებს [VIDEO]
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
საქართველო-ლატვიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
"რეალი" VS "ატლეტიკო" - უეფას სუპერთასი მადრიდში რჩება, გასარკვევია, ვისთან?
მათ რომ ასე ვუწოდო, მართებული იქნება? - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკოსების კრიტიკას უპასუხა
უეფას 2020 წლის სუპერთასის მასპინძლობა 9 ასოციაციას სურს
23 მარტს "დინამო არენის" სალაროები 22:00 საათამდე იმუშავებს