ქართველი ძიუდოისტები თბილისის მსოფლიოს თასისთვის მაქსიმალური დატვირთვით ემზადებიან
შეგახსენებთ: ჩვენმა ძიუდოისტებმა წარუმატებლად დაიწყეს გამოსვლა ახალ სეზონში - ბაქოში ჩატარებული მასტერსის შეჯიბრებაზე მათი საუკეთესო შედეგი მეხუთე ადგილია.

ოლიმპიურ რეიტინგში ქულები მხოლოდ ამირან პაპინაშვილმა (60) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) შეიმატეს. სამწუხაროდ, დავით ასუმბანი (60), ლევან წიკლაური (81), ლომერ ჟორჟოლიანი (100) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) პირველივე წრიდან გამოვარდნენ.

ბუნებრივია, შედეგი არანაირად არ იძლევა დამშვიდების საფუძველს, თუმცა ისიც გავითვალისწინოთ, რომ გუნდი ახლებური სისტემით, ბევრად გაზრდილი დატვირთვით ემზადება, მასთან შეგუება კი ბევრს უჭირს. თუმცა მწვრთნელთათვის, როგორც ადრეც ვწერდით, ამ ეტაპზე მთავარი არა შედეგი, არამედ ამ დატვირთვებთან შეგუებაა, რადგან მათ ასე მიაჩნიათ - უამისოდ შედეგი არ იქნება. კაცმა რომ თქვას, მართალიცაა - არა მარტო ტრადიციულად ძლიერმა ქვეყნებმა, მონღოლეთმა, შუა აზიის გუნდებმა და სხვებმაც იმდენად მოუმატეს, უკვე საგრძნობლად გაგვისწრეს. მოკლედ, პროგრესი აუცილებელია და გუნდი ახლაც მთელი სიმძლავრით ემზადება ზუსტად ათ დღეში გასამართი თბილისის მსოფლიოს თასისთვის - შეკრებაზე მყოფი ნაკრები სამჯერად ვარჯიშებზეა გადასული.

ცხადია, არსებობდა მოსაზრება, რომ დატვირთვები თანდათან გაეზარდათ და არა - ერთბაშად, თუმცა მწვრთნელებმა ასე არჩიეს. შედეგებზე პასუხს ისინი აგებენ, საამისოდ კონკრეტული გეგმაც დადეს - მედლებს ევროპა-მსოფლიოზე გვპირდებიან და დაველოდოთ, მათ საქმეში ჩარევა არ იქნება გამართლებული. თუმცა ისეც ნუ გაგვიგებთ, თითქოს ურმის გადაბრუნებას ველოდებით. სულაც არა. პირიქით - ვიმეორებთ, რომ ფიზიკური მომზადება ჩვენი ათლეტების "აქილევსის ქუსლია" და ამ კონდიციის ამაღლების გარეშე წარმატებაზე ნურც ვიოცნებებთ.

ბაქოს მასტერსის შედეგებსა თუ ნაკრების თბილისური ტურნირის სამზადისზე გუნდის თავკაცი სოსო ლიპარტელიანი გვესაუბრება. მას არ დაუმალავს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ბაქოდან ორ მედალს მაინც ელოდნენ.

- შედეგი რაცაა, გასაგებია, მაგრამ ბიჭებმაც თუ აჩვენეს მომზადების ის დონე, რასაც მათგან ელოდით?

- ამ ტურნირს რაიმე დიდ იმედებს არც ვუკავშირებდით, თუმცა ვალერი ლიპარტელიანთან დაკავშირებით რაც მოხდა, თქვენც ნახეთ. მსაჯთა ასეთი მიკერძოება რომ არა, ვფიქრობ, მედალი გვექნებოდა. მას და პაპინაშვილს ჰქონდათ პრიზიორთა შორის მოხვედრის შანსი.

- მაგრამ საკითხავია, მათაც აჩვენეს კი საკუთარი მაქსიმუმი?

- მაქსიმუმი ვერ აჩვენეს, რადგან ჯერ არ არიან ფორმაში. ამიტომ მათი გამოსვლა არ იყო უნაკლო, თუმცა მსაჯებმაც ძალზე არაობიექტურად იმსაჯეს. ისევ ლიპარტელიანის შეხვედრას გავიხსენებ, სადაც ტაბლოც კი გაითიშა იმდენი ხნით. თუმცა ცხადია, მასაც რომ მოეგო დამაჯერებლად, გამარჯვებას ვერავინ წაართმევდა.

- დანარჩენი ოთხეულის სუსტ გამოსვლას ელოდით? ვთქვათ, წიკლაურისგანაც არ იყო წარმატების იმედი?

- წიკლაურს ტრავმა აწუხებდა და ვარჯიშები აკლდა. სიმართლე გითხრათ, ამ ტურნირიდან ორ მედალს ველოდით, რასაც პაპინაშვილზე და ლიპარტელიანზე ვგეგმავდით.

- ტრავმა პაპინაშვილსაც აწუხებდა. მოირჩინა ბოლომდე?

- ბოლომდე კი მოირჩინა, მაგრამ მოსამზადებლად დრო არ ეყო, ვარჯიშები მასაც აკლდა - მხოლოდ სამი კვირა ემზადებოდა.

- ასეთმა გამოსვლამ ისევ გაააქტიურა კითხვა, გაუძლებენ კი სპორტსმენები გაზრდილ დატვირთვებს. ახლა როგორ აფასებთ ამ საკითხს - შეეგუვნენ მას?

- კი, უკვე შეეჩვივნენ. თბილისის მსოფლიოს თასისთვისაც ასევე გაზრდილი დატვირთვებით ვემზადებით. თუმცა ჯერ მაინც საწყისი ეტაპია და ბიჭები შტანგაზე ვარჯიშობენ. ამიტომ მათგან ამ ეტაპზე შედეგებს არც ვითხოვთ. როგორც ადრე ვთქვით, მედლებს ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ველოდებით, საერთაშორისო ტურნირებზე კი მედლებზე არ გაკეთდება აქცენტი.

- ანუ ნაკრების ხელმძღვანელობა კურსის შეცვლას არ აპირებს...

- არა, არ ვაპირებთ. ძირითად აქცენტს პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე გადავიტანთ. ცხადია, უცხოურ ტურნირებზეც წარმატებით უნდა ვიჭიდაოთ, რადგან ოლიმპიური ლიცენზიებია მოსაპოვებელი, მაგრამ ბიჭებს ყველა შეჯიბრებაზე პიკზე ყოფნას ვერ მოვთხოვთ.

- თბილისის ტურნირისთვის როგორი გრაფიკით ემზადებით?

- უკვე ოთხი დღეა, შეკრებაზე ვართ და დღეში სამჯერადად ვვარჯიშობთ. დილით ფიზმომზადებით ვიწყებთ, მერე კი ლეიბზე შევდივართ, თუმცა პერიოდულად მას შეიძლება, რამე თამაში შევუნაცვლოთ. პარასკევს და შაბათს საკონტროლო შეხვედრები გვექნება, იმ კვირიდან კი თანდათან მოვუკლებთ დატვირთვას.

- საბოლოო შემადგენლობა ხომ არ გაგირკვევიათ?

- ჯერ არა, მაგრამ ძველი შეთანხმება, რომ შეჯიბრებაზე საქართველოს ჩემპიონატის მედალოსანთა ოთხეულმა იჭიდაოს, ისევ ძალაშია. უბრალოდ, ორი კაცის დამატებას ვაპირებთ, რომლებიც იმ ოთხეულებში ვერ მოხვდნენ - პაატა მერებაშვილი 60-ში და არსენ მაჭარაშვილი 66-ში. ჯერ არ გაგვირკვევია, ვის ნაცვლად იასპარეზებენ ისინი, მაგრამ მხოლოდ მესამე პრიზიორებს თუ შეცვლიან, თორემ ფინალისტები თბილისში აუცილებლად იჭიდავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mimino
ეგეც საქმეა ტყუილ დაპირებეს რომ არ იძლევა.მოვა ევროპაც და გამოჩნდება აბანოში...
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა