ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
თბილისის "დინამომ" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შინ მინიმალური სხვაობით მოუგო "გაბალას" და შემდგომ ეტაპზე გასვლის არცთუ ურიგო შანსი დაიტოვა.

ყველაფერი ერთი კვირის თავზე, აზერბაიჯანში გადაწყდება.

"დინამომ" გია გეგუჩაძისთვის ცოტა უცნაური, 4-2-3-1 სქემით ითამაშა, მიზნად სწრაფი გოლი დაისახა და აზერბაიჯანელებს თავიდანვე "მიაწვა", თუმცა პირველ წუთებში მასპინძელი უფრო ინდივიდუალიზმით ერთობოდა და კარში დარტყმას აგვიანებდა.

მე-9 წუთზე სტუმართა კარისკენ ოთარ კიტეიშვილმა დაარტყა, მაგრამ ოდნავ - არაზუსტად. იქვე, გიორგი ქვილითაიამ წაიღო ბურთი მაღალ სისწრაფეზე და კარგად დაუტოვა გიორგი პაპუნაშვილს, მაგრამ მატჩის გმირს სიზუსტე დააკლდა საბოლოო დარტყმისას.

"გაბალა" თავიდან შებოჭილი იყო, მერე და მერე კი რომან გრიგორჩუკის საკმაოდ სიმპათიური გუნდი სკამნაკლულ "დინამო არენას" გაუშინაურდა - თამაში ჯერ მინდვრის ცენტრში "ამოვიდა", მერე კი აზერბაიჯანელები დინამოელთა ნახევარსაც ხშირად სტუმრობდნენ.

პირველად, 32-ე წუთზე გადავრჩით. ფლორესკუს დარტყმის შემდეგ "დინამო" ლაშა თოთაძის შესანიშნავმა თამაშმა იხსნა, თორემ გოლი გარდაუვალი ჩანდა.

ტაიმის დასრულებას 7 წუთი აკლდა, სტადიონი რომ "აფეთქდა". უდავოდ მატჩის "პრიმამ", გიორგი პაპუნაშვილმა, შორიდან უძლიერესი დარტყმით სცადა "გაბალას" კარის აღება. უკრაინელმა კიპერმა დმიტრო ბეზოტოსნიმ ბურთს თითები წაატანა და თან მშველელად ძელიც მოევლინა.

იქვე, ბრაზილიელმა რიკარდომ რაღაც სასწაულით ვერ გაიტანა. სამხრეთამერიკელი მრავალსვლიან კომბინაციას აგვირგვინებდა. მისი დარტყმული კარიდან გიორგი გველესიანმა და თოთაძემ თავგანწირული ვარდნით გამოიტანეს.

და "გაბალას" კიდევ ერთი შანსი - რიკარდომ მწვავედ ჩააწოდა საჯარიმოში და ოლეკსეი ანტონოვი ბედად ბურთს ვერ მისწვდა.

44-ე წუთზე ასპროცენტიან გოლს გადავრჩით - ზენიოვის ჩაწოდებულს რიკარდო დაუხვდა და... ორი მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა.

პირველ ტაიმში გამოჩნდა, რომ "დინამოს" მეტოქედ განსწავლული გუნდი ჰყავდა. მწვრთნელმა გრიგორჩუკმა რამდენჯერმე გადააწყო თამაში და გვიჩვენა, რომ თავადაც განსწავლული სპეციალისტია.

"დინამოს" მეორე ტაიმი უკეთ უნდა ეთამაშა და ითამაშა კიდეც. არადა, მატჩის ეს ნაწილი ჩვენთვის ძალიან ცუდად დაიწყო - მინდვრიდან გველესიანი გააძევეს, ვინც ცენტრთან ახლოს ცდილობდა ართმევაზე თამაშს. მოგვიანებით, ვნახე (და არამარტო მე) ეს ეპიზოდი და ჩანს, რომ "დინამოს" მცველი მეტოქეს არ ეხება, თუმცა ებრაელმა მსაჯმა სხვანაირად განსაჯა...

დინამომ" მე-60 წუთისთვის გარდატეხა თამაში, როცა მინდორზე შევიდნენ ალექსანდრე იაშვილი და რენე ფერეირა. "იაშკა" დიდებული იყო დროის ამ მონაკვეთში - ერთხელ კინაღამ შეაგდო (მეკარემ აუღო), რამდენიმე ბრძოლა მოიგო, კარგად უპასა პარტნიორებს...

რენე ფერეირას გარჯას კი "უნაკლო" ერქვა. ბრაზილიელმა დაალაგა დაცვა, კარგად "ამოიტანა" ბურთები და არც გრძელი პასები მოაკლო პარტნიორებს.

65-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. პაპუნაშვილმა მოხდენილი, გამჭოლი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ჯაბა ჯიღაური და ამ უკანასკნელმაც შედეგიანად დაარტყა.

გოლმა კაცნაკლულ "დინამოს" ფრთები შეასხა. თოთაძის თავურს ბეზოტოსნი დახვდა ადგილზე. პაპუნაშვილს ოდნავ დააკლდა სიზუსტე. მერე იყო "გაბალას" ორი ნახევარმომენტიც.

აზერბაიჯანელებმა გაგვიტანეს მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდით. გადმოვარდნილ ბურთზე თამაში დაგვიანდა. ჯავად ჰუსეინოვს ბურთი მიწაზეც კი არ დაუშვია, ისე ამოსცხო. ლიბორ ჰრდლიჩკა ამ შემთხვევაში "დინამოს" ნამდვილად ვერ გადაარჩენდა - 1:1.

"დინამო" არ მოეშვა. მათე ცინცაძემ მაღალტექნიკურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და "გაბალა" ხარიხამ "დაიფარა".

მერე კი იყო ეპიზოდი, რომელმაც ეს შეხვედრა გაალამაზა - მიდიოდა 83-ე წუთი, როცა შეცვლაზე შესულმა ლაშა პარუნაშვილმა თავით დაუგდო ბურთი პაპუნაშვილს, რომელმაც სისწრაფე აკრიფა, ორ მცველს შორის მოქცეულმა მეურვეებს აჯობა და "დინამო" წინ გაიყვანა. თურმე, გამარჯვების გოლი ყოფილა...

თუ არ ჩავთვლით სულ ბოლო წუთზე ანტონოვის მიერ შექმნილ მომენტს, "გაბალამ" დარჩენილ დროში ვერაფერი შექმნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე (თბილისის "დინამოს" მწვრთნელი):

"ბიჭებს მადლობა გადავუხადე. ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა. ყველაფერი აზერბაიჯანში გადაწყდება. როცა ათნი დავრჩით, ორი გოლი გავიტანეთ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი ყალიბდება.

რა თქმა უნდა, ჩვენს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ალექსანდრე იაშვილის შემოსვლამ. რაც შეეხება აზრს, რომ ჰრდლიჩკამ სუსტად ითამაშა, ამას არ ვეთანხმები. ის გაშვებულ გოლში არ არის დამნაშავე, დღეს კარგად იდგა.

არბიტრების ქმედებაზე კომენტარს არ ვაკეთებ. თქვენ განსაჯეთ ყველაფერი. ჭანტურიშვილმა და ცინცაძემ ტრავმები მიიღეს...

რიგ მომენტებში გვაგვიანდებოდა "გადმოვარდნილ ბურთებზე" თამაში, მაგრამ ეს მას შემდეგ, რაც ათნი დავრჩით".

რომან გრიგორჩუკი ("გაბალას" მწვრთნელი):

"რთული თამაში იყო და ველოდი კიდეც ამას. მინდა მოგილოცოთ ქართველებს ეს წარმატება. სიმართლე გითხრათ, ჩემი გუნდისგან ცოტა მეტს ველოდი ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. ვგულისხმობ თუნდაც იმას, რომ ჩვენ ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს.

ათკაციანმა მეტოქემ ორი ბურთი გაგვიტანა. ეს გასაგებია. ფეხბურთი ჰოკეი არ არის, რომ მეტობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. წინაა საპასუხო მატჩი და ჩვენ იქ უნდა გამოვასწოროთ დღეს დაშვებული უხეში შეცდომები.

საერთოდ, მგონია, რომ ჩვენი დღევანდელი მარცხი სწორედ ამ უხეშზე უხეშმა შეცდომებმა განაპირობა. "დინამომ" ათი კაცით დარჩენის შემდეგ ჭკვიანურად ააწყო თამაში კონტრშეტევებზე და შედეგიც მიიღო".

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

02.07.15. თბილისი. "დინამო არენა". 9000 მაყურებელი

დინამო (თბ)- გაბალა 2:1

გოლები: 1:0 ჯიღაური (65), 1:1 ჰუსეინოვი (73), 2:1 პაპუნაშვილი (83)

დინამო (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - ტვილდიანი, გველესიანი, ჭელიძე, თოთაძე - ცინცაძე, ჯიღაური - პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (55. რენე ფერეირა), ჭანტურიშვილი (78. პარუნაშვილი) - ქვილითაია (61. იაშვილი).

სათადარიგოები: ბეგაშვილი, არაბული, ლობჟანიძე, გურული.

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გაბალა (4-4-1-1): ბეზოტოსნი - აბასოვი, ვერნიდუბი, რაფაელი, დაშდამიროვი (73. დოდო) - ზენიოვი, გაი, ფლორესკუ (72. სადიგოვი), რიკარდო - ჰუსეინოვი - ანტონოვი.

სათადარიგოები: პოპოვიჩი, სტანკოვიჩი, მირზაბეკოვი, მამედოვი, ნაზიროვი

მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი

გაფრთხილება: ფლორესკუ (35), ვერნიდუბი (69), თოთაძე (79), იაშვილი (81)

გაძევება: გველესიანი (51)

არბიტრი: როი რაინშრაიბერი (ისრაელი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
მადლობა იაშას, რომ მოგების დიდი მუხტი შეიტანა მინდორზე. ასე გაგეგრძელებინოთ ბიჭებო.
gizog
ბიჭებო გაიხარეთ, რომ გაახარეთ ქართველი ქომაგი. მადლობა ბატონ გიას. სულ გამარჯვებით გევლოთ. ასევე დიდი სიხარულით ვულოცავ ბათუმელებს და ცხინვალელებს ტურნირის წარმატებით დაწყებას. ასე მგონია საქართველოს ფეხბურთში 1976 წელი დგება.
luk
Margit ra tkveni mosawoni feri so at a into ra! Sharshan loriac iyo merebac da kidev dzmani matnic da karshi her daartyes,saswauli mekare araa magram at Ikulidan shvidians dauwerda kaci,gundma itamasha ibrdzola pexburti jmini tavdadeba,kargi gundi yalibdeba play offshi gavidet da in vnaxavt! Cota dacvas unda mobilizeba meti araperi,iashka kids imena kacurikacia ra ai VI'sunda mibadzon axalgazrdebma!
Zaza
დინამოს: რა ენაზე საუბრობ?
დინამო
Zaza დარწმუნებული ვარ შენ იმინა პპროფი ხარ
zaza
პრობლემა იმდენია,რამდენი ღერი თმაც აქვს თავზე გუნდის მწვრთნელს.მაგრამ 2 წუთიანი ზეიმის მაგივრად მესამე ბურთზე რომ ეზრუნათ მაშინვე,კარგი იქნებოდა."მანჩესტერმა" წუთნახევარში გამოგლიჯა "ბაიერნს" ჩემპიონთა თასი ხელიდან.იმიტომ,რომ გამარჯვების სჯეროდათ და 1:1-ზე მაყურებლებში კი არ ავარდნენ საზეიმოთ,ბურთს მოკიდეს ხელი და მოედნის ცენტრისკენ გაეშურნენ....
nika
გუნდის ერთადერთი პრობლემა შეუთამაშებლობაა სხვა მხრივ ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და ვფიქრობ შეუძლიათ გაბალას დამარცხება აზერბაიჯანშიც
Zaza
პროფესიონალიზმი ნულის ტოლია! 1.კარგით რა ხალხო, ლამის აზერბაიჯანიდან დაარტყა... მაშ რაღატომ დგას მეკარე კარებში,ეგეთი ბურთები თუ არ აიღო? 2. მეორე ბურთი რომ გაიტანეს,აღლუმი და ზეიმი კი არ უნდა მოეწყოთ,სასწრაფოდ უნდა აეღოთ ბურთი და ცენტრისკენ გაქცეულიყვნენ,რომ დაბნეული მეტოქისთვის იქნებ კიდევ ერთი გაეტანათ... პროფესიონალიზმი ნულის ტოლია.
fanat
მეორე გოლის ზეიმის დროს კინაღამ დაიხოცნენ გლადიატორები
svani_7
რაშუაშია ეეეგ 5:0 დავანგრევდიიით!! ერთი თამაშით როგორ უნდა გადაწყვიტო მეკარე კარგია თუ ცუდი ვერ ვხვდები )) თქვენ ჩემპიონატის მატჩები არ გინახავთ ალბათ! ეს მეკარე ისეთ ელემენტარულ შეცდომებს უშვებდა რომ, ნებისმიერი ქართველი მეკარე მირჩევნია ამას! აი ვნახავთ შემდეგ მატჩებში ღმერთმა ქნას შეცდომა არ დაუშვას მაგრამ ამის იმედზე თუ ხართ მაგრად შემცდარხართ
qomagi
რა გინდათ მეკარესტან ვერ ვხვდები, მე მეორე ტაიმს ვუყურე და დამაჯერებლად იდგა
loko
ხო მეკარე გვიშლიდა ხელს თორე 5:0 დავანგრევდით.
svani_7
მეკარე შევცვალოთ რა ძალიან სუსტი მეკარეა!!! ამას ნებისმიერი ქართველი მეკარე მირჩევნია ლომაიაც კი :დ!
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
წიტაიშვილის საკითხი 10 იანვარს გადაწყდება - "ჩერნომორეცის" მწვრთნელად გრიგორჩუკი დანიშნეს
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელს გადაყენებას უპირებენ
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი უკრაინული გუნდიდან დაითხოვეს
[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი: ქართული ლეგიონის ამბები
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
ლაშა პარუნაშვილი გულშემატკივრებმა "ესბიერგის" შემოდგომის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
უმაღლესი ლიგა. XXV ტური: ორივე "დინამო" დამარცხდა [VIDEO]
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
თბილისის "დინამო": მატიას კურიე არის, რემი ამიო და ერიკ საბოც მოდიან
ნიკა კვეკვესკირი: კიდევ არის გზა გასავლელი, კიდევ ბევრი შრომაა საჭირო...
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
Tipsbladet: პარუნაშვილს, სავარაუდოდ, გაყიდიან, მისი ფასი 2-4 მილიონ კრონას შორის მერყეობს
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
ლაშა პარუნაშვილი "საბურთალოში" ითამაშებს
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
ბაჩანა არაბული ცეცაძესთან - ვის ემშვიდობება თბილისის "დინამო"
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
[VIDEO. ლეგიონი] აშორტიას შორეული გასროლა, ჯიღაურის მაგარი პასები...
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
მოსალოდნელი ტრანსფერი: გიორგი ლომაია თბილისის "დინამოში" ბრუნდება
კახა ცხადაძე მალე "გაბალას" მწვრთნელად დაინიშნება
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
ლაშა პარუნაშვილი კარიერას ყაზახეთში განაგრძობს
რევაზ ჩიტეიშვილის გასროლა "დინამოსთან" მსოფლიოს TOP-გოლებში მოხვდა! [VIDEO]
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
უკლუბოდ მყოფი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში მოიაზრებიან...