ბათუმში სტადიონის ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა
17 მარტს, ბათუმში ოლიმპიური სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში "იბერპროქსმა" გაიმარჯვა. მისი პროექტი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 22-კაციანი კომისიის წევრთა გადაწყვეტილების შედეგად, 11 სხვა კონკურსანტის მიერ წარდგენილ ვარიანტს ამჯობინეს. აჭარის მთავრობამ კომპანიასთან კონტრაქტი ოფიციალურად 31 მარტს გააფორმა და გულშემატკივარს იმედი გაუჩნდა, რომ 2006 წლის შემდეგ ბათუმს, ბოლოს და ბოლოს, სტადიონი ეღირსებოდა...

...მაგრამ აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბათუმის სტადიონის კონკურსში გამარჯვებულმა ესპანურმა კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა და სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი?

"იბერპროქსმა" ტენდერის პუნქტი ვერ შეასრულა - ესპანურ კომპანიას უნდა შეესწავლა სამშენებლო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური მდგომარეობა და სამინისტროში შესაბამისი დასკვნა ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში წარმოედგინა. მათ ვალდებულების შესასრულებლად დამატებით 20-დღიანი ვადა მიეცათ, მაგრამ დოკუმენტაციის წარმოდგენა ამ დროშიც ვერ მოახერხეს. ამიტომ, 25 ივნისს სამინისტრომ გამოსცა შესაბამისი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, ეს ხელშეკრულება გაუქმდა", - ამბობს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გელა ცინცაძე.

ამას გარდა, კომპანია "იბერპროქსი"12 ათასი ლარით დაჯარიმდა. თუმცა კომპანიაში ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ასეთი შინაარსის წერილი მათ არ მიუღიათ. არადა, უკვე დაანონსდა, რომ ახალი ტენდერის თარიღი უახლოეს დღეებში გამოცხადდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ტენდერის პირობებით, კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას პროექტი ხუთ თვეში უნდა მოემზადებინა, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი უნდა მიეღო, სტადიონის მშენებლობა კი წელს უნდა დაწყებულიყო და 2017 წელს ექსპლოატაციაში გაეშვათ.

პროექტის მიხედვით, ბათუმის მრავალფუნქციურ სტადიონს უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა. უნდა დაგებულიყო სარბენი ბილიკები, რადგან სტადიონი ოლიმპიურ არენადაა ჩაფიქრებული და არა - წმინდა საფეხბურთოდ. ტრიბუნები 20 ათას ადამიანზე უნდა იყოს გათვლილი, ოღონდ, შემდგომში მომატების პერსპექტივით.

ცხადია, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გადადებს ბათუმში ასე ნანატრი სტადიონის მშენებლობას. "ლელო" წერდა, რომ კონკურსში მონაწილე პოლონური კომპანია "პერბო-ინვესტიციე" კონკურსის შედეგს აპროტესტებდა.

პოლონელმა არქიტექტორმა პეტრ ლაბოვიჩმა საქართველოს ეკონომიკის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, აგრეთვე, ჩვენს ფეხბურთის ფედერაციაში საპროტესტო წერილი გამოგზავნა, რომელშიც აცხადებდა, რომ ესპანური კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი არაერთ ნაკლს შეიცავდა.

"იბერპროქსის" პროექტი მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის სერტიფიკატის მიღების საშუალებას არ იძლევა. პროექტში არ არის გადაწყვეტილი სათადარიგო მოედნის განთავსების ამოცანა... პროექტის კარდინალური შეცდომა მთავარი ტრიბუნის აღმოსავლეთ მხარეს დაპროექტებაა. თუმცა, VIP და პრესლოჟები, გასახდელები და მომსახურე პირთა სხვა ოთახები დასავლეთ ტრიბუნაზე უნდა იყოს განთავსებული. ეს საერთაშორისო ნორმებსა და პრაქტიკას ეწინაღმდეგება... ფუნქციების სხვადასხვა ტრიბუნებზე გადანაწილება შეუძლებელს ხდის ტელეტრანსლაციის განხორციელებას და სატელევიზიო სადგურების მოთხოვნებსაც არ შეესაბამება: კომენტატორების ჯიხურებისა და სატელევიზიო სტუდიების მზის მოპირდაპირე მხარეს განთავსება მიუღებელია, ხოლო აბსოლუტური შეცდომაა სტადიონის ქვეშ ავტოპარკინგის მოწყობის იდეა. ბათუმში გრუნტის წლები 1,5 მეტრის სიღრმეზეა, ამიტომ, პარკირების ადგილის მოწყობა დამატებით 6 მილიონ დოლარს მოითხოვს. ანტიტერორისტული საფრთხეების გამო, სტადიონის ქვევით ასეთ ობიექტებს არ აშენებენ... ეს პროექტი იქნება სხვებზე ორჯერ ძვირი, ფიფასა და უეფას მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. ამ დაუდევარი გადაწყვეტილების გამო, მე შემომაქვს პროტესტი", - წერდა ლაბოვიჩი.

თუმცა თავად კომპანიაში ამ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ "იბერპროქსს" სტადიონის მშენებლობის გამოცდილება არ დაეწუნება და პროექტებს ახლაც ახორციელებს. ფაქტი კი ერთია - ტენდერი ჩაიშალა.

ამ ქვეყანაში ყველაფერი ასე უნიათოდ და უფერულად რატომ კეთდება? ბილეთები ვერ გაგვიყიდია; არ ვიცით, ნაკრების ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია თუ არა; ტენდერში გამოსაყოფი 40 მილიონი ლარი ვერ აგვითვისებია... ნუთუ, მართლა არაფერი შეგვიძლია?

მერაბ მამულაშვილი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე