"საკრამენტო კინგსთან" "ატლანტა ჰოქსსა" და მის ქართველ ცენტრს ზაზა ფაჩულიას რთული სათამაშო დღე ჰქონდათ, მაგრამ მაინც გაიმარჯვეს
"საკრამენტო კინგსთან" საშინაო მატჩის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ აღნიშნა:

- ამ შეხვედრის მოგება ჩვენს გეგმებში შედიოდა. "საკრამენტომ" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. საერთოდ, რთული დღე გვქონდა...

როგორც მიხვდით, "ატლანტას" დასავლეთის კონფერენციის აუტსაიდერ "კინგსთან" (9 მოგება 30 წაგება) გამარჯვების მოპოვება გაუჭირდა, "მეფეები" მეოთხე პერიოდამდე ინარჩუნებდნენ 9-ქულიან უპირატესობას, მაგრამ ძალამ აღმართი... უფრო სწორად ჯო ჯონსონმა თავისი გაიტანა და სტუმრებს მოგება იოლად არ დაანება.

ახლა ფურო კონკრეტულად: მესამე პერიოდი საკრამენტოელმა ტომპსონმა ორქულიანით დახურა - 82:73. მეოთხე პერიოდის დაწყებასთან ერთად გაორმაგებული ენერგიით ამოქმედდნენ მასპინძლები სმიტი და ჯონსონი. სწორედ ამ უკანასკნელის ორქულიანის შემდეგ, "ატლანტამ" ანგარიში გაათანაბრა (86:86), რის შემდეგაც სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, გამარჯვებულის ვინაობის გასარკვევად გულშემატკივარს ბოლო წამებამდე მოუწია მოცდა. მატჩის დასრულებამდე 36 წამით ადრე სტუმარმა ლენდრიმ ანგარიში გაათანაბრა - 96:96. 23 წამით ადრე ჯონსონმა ეფექტური დრიბლინგი შედეგიანად დააგვირგვინა და "ჰოქსი" ორით დააწინაურა. არანაკლებ ეფექტური ორქულიანი გამოუვიდა საკრამენტოელ ტარიკ ევანსს - 98:98.

სირენამდე 11 წამით ადრე "ატლანტამ" ბოლო იერიში წამოიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო ბურთი ჯო ჯონსონმა მოიხელთა და მეტოქის კალათისკენ დაიძრა. იგი "მეფეებმა" წესების დარღვევით შეაჩერეს. ჯომ ორივე საჯარიმო გამოიყენა, ანგარიშზე 36 ქულა ჩაიწერა, ხოლო "ატლანტას" 100:98 მოაგებინა.

ზაზამ რომ თქვა, მძიმე დღე გვქონდაო, ალბათ, საკუთარი თამაშიც იგულისხმა. იგი მწვრთნელმა მხოლოდ 3 წუთით ათამაშა. ამ დროში ქართველი ცენტრი სამჯერ დაჯარიმდა და 1 მოხსნა მიითვალა.

ამ მოგებით "ატლანტა ჰოქსმა" აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთედან მეოთხე ადგილზე აინაცვლა. მას 27 მოგება და 15 წაგება აქვს, ერთით მეტი ვიდრე მეხუთეადგილოსან "ორლანდოს". მესამე პოზიციაზე მყოფ "ჩიკაგოს" 28 გამარჯვება უწერია.

დღეს გამთენიისას "ქორები" მაიამიში "ჰიტის" წინააღმდეგ ითამაშებდნენ. მაიამელები კონფერენციაში მეორეები არიან - 30 მოგება, 12 წაგება.

ატლანტა-საკრამენტო 100:98

ზაზა ფაჩულია: 3:08 წუთი, 1 მოხსნა, 3 ფოლი.

ქრონოლოგია

I პერიოდი

01:39 ზაზამ სმიტი შეცვალა

01:39 ფოლი: 1

00:40 ფოლი: 2

00:40 პაუელმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

02:15 ზაზამ სმიტი შეცვალა

01:40 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

00:05 ფოლი: 3

00:05 უილკინსმა ზაზა შეცვალა

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე