ქუთაისურმა კლუბმა ახალი ლოგოსა და სათამაშო ფორმის თაობაზე კონკურსი გამოაცხადა
ფოტოზე: ქუთაისის სიმბოლიკა

ქუთაისის "ტორპედოს" ადმინისტრაციამ ახალი ლოგოსა და სათამაშო ფორმის თაობაზე კონკურსი გამოაცხადა. ახლა მისი პირობები დაკონკრეტდა. თურმე, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული ჯილდოს სახით 150 ლარს მიიღებს.

ქუთაისის "ტორპედო" ახალ ლოგოსა და სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით კონკურსს აცხადებს

კონკურსის პირველი ეტაპი 15 ივლისამდე გაგრძელდება, გამარჯვებულს კი სპეციალურად შექმნილი კომისია თითოეული ნომინაციის ორ საუკეთესო ვარიანტს შორის შეარჩევს და მეორე ეტაპზე (17-დან 23 ივლისამდე) მოგებული ღია გამოკითხვით (კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ან "ფეისბუქზე") შეირჩევა.

ფორმის წარმოდგენილი ვარიანტებით, გულშემატკივართა ნაწილი უკმაყოფილი დარჩა. მათი აზრით, გუნდის ფერების გაუთავებელი ცვლა უნდა დასრულდეს.

"ლურჯი ფერის მაისურში გამოაწყო ქუთაისის "ტორპედო", ეს არის ამ კლუბისა და გულშემატკივრების დაცინვა", - ეწერა ფანების განცხადებაში.

ამაზე კლუბმა განმარტება გააკეთა:

"ბოლო პერიოდში კლუბის სიმბოლიკა და ფერები ამა თუ იმ პიროვნების სურვილზე იყო მორგებული, თემატურადაც შეუსაბამო გახლდათ და ხშირად იცვლებოდა. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს კლუბის იმიჯსა და ტრადიციებზე.

ნებისმიერ კლუბს გააჩნია 3 ფერის ფორმა: ძირითადი და 2 - სათადარიგო. გულშემატკივართა ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილია, რომ ამ ფორმებიდან 2 ფერი იქნება მათთვის მისაღები (თეთრი და შავი).

კლუბის ახალი სიმბოლიკისა და ძირითადი ფორმის დიზაინის შექმნა ქალაქის დროშის ფერების შესაბამისად, არ ნიშნავს იმას, რომ კლუბს არ ჰქონდეს სხვა ფერის ფორმა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთაისი
ბატონო მერაბ, კარგი იქნებოდა თუ ამ სტატიაში თქვენს ობიექტურ შეფასებასაც გამოხატავდით. მაგ ფანების ნაწილი იყო ზუსტად, ვისოლი რომ ქუთაისიდან გააქცია და ამით ამაყობენ. დღესდღეობით კერძო სპონსორი გყავდეს და იგიც ძალით გაუშვა? კლუბის წინააღმდეგოდ გამოდიან და აბა ეგენი არიან ფანები?!
giorgi
150 ლარი :D :D :D :D :D აი ეს არის დაცინვა. ბევრად კარგი იქნებოდა თუ გულშემატკივრისთვის ეთხოვათ კონკრსში მონაწილეობის მიღება და საერთოდ არ უნდა ეხსენებიათ ფული. დარწმუნებული ვარ ყველა მიიღებდა მონაწილეობას.
levani kaxeti
ქუთაისის "აია"
irakli apkhaidze
რატო იქნებ ისე აყვავდეს ეკონომიკა რო განაახლოს მანქანების წარმოება ,,ზაოდმა" და მერე ისევ ტორპედო იქნება დასარქმევი
კიაზო მელაძე
ზალიან მომგებიანი იქნება გუნდისთვის და საერთოდ ქალაქისთვის თუ საფეხბურთო გუნდის სახელწოდება იქნება " ქუთაისი ". რაღაცა ტრადიციებზე ,რომ ლაპარაკობენ ეს სისულელეა. ძველმა თაობამ ვიცით თუ როგორ ინარჩნებდა ის ტორპედო უმაღლეს ლიგაში ადგილს.
zaza
ლურჯმა ფერმა,რადგან თბილისის დინამოს ფერებია,უკმაყოფილება გამოიწვია და სახელწოდება,,ტორპადო,,არ იწვევს უკმაყოფილებას? -საერთოდ მართლაც კარგი იქნება რაღაც სხვა ფერი,ორიგინალური ფორმა ქუთაისელთათვის,და გუნდის სახელწოდებაც ქართული!!!
AIETI
სახელი ხომ არ გადავარქვათ საერთოდ.TORPEDO მაინც რუსულად ჟღერს. აიეტი დავარქვათ რითიც მთელი ქუთათურები ვამაყობთ.და შესაბამის ფერებში შევმოსოთ გუნდი. ტორპედო ტორპედოს ძახილს ნაგდად ჯობია. ცუდ ასოციაციას იწვევს ეს ტორპედოოო
KutAislebs
Tsels xom lurji tsxenis tselitsadia,ratom Arian ukmakopilo?
FIONA
მთავარია ოცნების ფერებს ემთხვევა...

ტროლიკის გაქირავება არ მოქმედებს პრესტიჟზეეე
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა