სავარაუდოდ, ფიფა ფიჯი-მიკრონეზიის თამაშის შედეგს არც ცნობს და ის არც ამ ორგანიზაციის სტატისტიკაში აისახება, როგორც ყველა დროის ყველაზე შედეგიანი მატჩი
წყნარი ოკეანის თამაშების ორგანიზატორები იუწყებიან, რომ შეჯიბრების დროს დამყარდა რეკორდი ოფიციალურ საერთაშორისო საფეხბურთო მატჩებში შედეგიანობის მხრივ. საუბარია ფიჯისა და მიკრონეზიის ნაკრებთა შეხვედრაზე, რომელიც ფიჯელთა გამარჯვებით, ანგარიშით 38:0 დასრულდა.

ცნობისთვის, 10 გოლი ფიჯელმა მცველმა ანტონიო ტუივუიმ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მიკრონეზიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც 21 გოლი გავიდა, მეკარე შეცვალა - ოღონდ ნახევარმცველით. თუმცა, ვერც ამ არასტანდარტული ნაბიჯით გადაურჩა გოლების წვიმას - მიკრონეზიის კარში მეორე ტაიმში კიდევ 17 გოლი გავიდა.

სავარაუდოდ, ფიფა ფიჯი-მიკრონეზიის თამაშის შედეგს არც ცნობს და ის არც ამ ორგანიზაციის სტატისტიკაში აისახება, როგორც ყველა დროის ყველაზე შედეგიანი მატჩი. მიზეზი ისაა, რომ შეხვედრა ოლიმპიური ტურნირების წესით ჩატარდა, სადაც 23 წლამდე მოთამაშეები მონაწილეობენ - წყნარი ოკეანის თამაშები რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირადაც განიხილება.

საფეხბურთო მატჩებში შედეგიანობის მხრივ ოფიციალური რეკორდი კი 2001 წელს დამყარდა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრალიის ნაკრებმა ამერიკის სამოას ანგარიშით 31:0 სძლია.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ედი ჯონსმა "ბარბაროსების" შემადგენლობა დაასახელა
ფიჯელი მორაგბე: კარგად ვიცით, რას შემოგვთავაზებს საქართველოს ნაკრები
TimeLine: ჩხირი კედელს, რა არის მიკრონეზია?
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
უელსმა ავსტრალია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
ზაგრების "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა - 1-ლი ოქტომბრის დაიჯესტი
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ფიჯელთა კაპიტნის კომენტარი საქართველოს დამარცხების შემდეგ
ფიჯელთა მწვრთნელი: საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა