"საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელი სამ წამს რომ ფიქრობს, ევროპალიგაზე წამნახევარში უნდა მიიღო გადაწყვეტილება"
"ცხინვალის" ევროდებიუტი ურიგო არ გამოდგა. კახა კაჭარავას გუნდმა გასვლაზე 1:1 ითამაშა რუმინულ "ბოტოშანისთან" და შემდგომ ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი დაიტოვა. ერთადერთი გოლი ნიკა კაჭარავამ გაიტანა.

ბოტოშანი-ცხინვალი 1:1 - დიდი შანსი [VIDEO+PHOTO]

რუმინული მატჩის პერიპეტიების შეფასება და საპასუხო შეხვედრაზე აზრის გამოთქმა "ცხინვალის" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას ვთხოვეთ:

- თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ ძალზე ძლიერი მოწინააღმდეგე შეგვხვდა. სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, ასეა - ყველაზე რთული მეტოქეები ჩვენ და "დილას" გვყავს. თუნდაც, რუმინული ფეხბურთის რეიტინგებს გადავავლოთ თვალი...

ჩვენ ვნახეთ "ცხინვალის" პლუსებიც და მინუსებიც. მინუსი იყო ის, რაშიც დღეს ქართულ ფეხბურთს ძალიან უჭირს - ეს არის არასაკმარისი ფიზიკური მომზადება. ორთაბრძოლების 80 პროცენტი წავაგეთ. ეს ფაქტია, თუმცა ბიჭებმა ბოლომდე იომეს, მოედანზე თავი დადეს...

- და პლუსი რა იყო?

- ის, რომ ჩვენმა ახალგაზრდულმა გუნდმა ითამაშა ევროტურნირებზე, რითიც ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ.

- როგორი გუნდია "ბოტოშანი"?

- სერიოზული. რუმინეთის ჩემპიონატში თამაშობს და ამით ბევრი რამეა ნათქვამი. რუმინეთის პირველობაზე სხვა სისწრაფეებია. საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელი სამ წამს რომ ფიქრობს, ევროპალიგაზე წამნახევარში უნდა მიიღო გადაწყვეტილება.

- როგორ ფიქრობთ, "ბოტოშანიმ" საქართველოს ჩემპიონატში რომ ითამაშოს, რა მიზნისთვის იბრძოლებს?

- ულაპარაკოდ ჩემპიონობისთვის! თუმცა ისიც ვთქვათ, "ცხინვალი" რომ შეაჩვიო რუმინეთის ჩემპიონატს, მასაც არ ექნება იქ მოკრძალებული მიზნები. "ბოტოშანის" კი საქართველოს ჩემპიონატში რეგრესი დაეწყება. ეს ჩემი აზრია.

- რუმინული მატჩი როგორ დაგეგმეთ?

- "ბოტოშანის" ბოლო ოთხი თამაში ვნახე. უკანასკნელ შეხვედრაში "კრასნოდარის" დუბლებს მოუგეს. ამ გუნდის მეორე შემადგენლობა ძალიან სუსტი ვერ იქნებოდა. ლოგიკური იყო, რომ ჩვენ "უკნიდან" ვითამაშეთ. ყველაფერი თბილისში გადაწყდება. "ბოტოშანის" უმაღლეს დონეზე აქვს სათამაშო დისციპლინა, აწყობილი და ბრძოლისუნარიანი გუნდია. ფიზიკურად შესანიშნავად არიან მზად. რასაც ველოდით მეტოქისგან, ზუსტად ის მივიღეთ.

- გაშვებულ გოლს როგორ იხსენებთ?

- ყველაფერი მაინც იქიდან დაიწყო, რომ ჩვენი ფეხბურთელი არ შევიდა ბრძოლაში. საქართველოს ჩემპიონატში ხშირად ასეა - არ შედიხარ ბრძოლაში, მაგრამ მეტოქე ვერ "ასრულებს". იქ სხვანაირად მოხდა.

- თქვენი გუნდის გოლზე რას იტყვით?

- ძალიან კარგ დროს გავიტანეთ. ამ გოლმა ჩვენი შანსი გაზარდა. და კიდევ ერთი - რომ იცოდეთ, ჩემთვის სულ ერთია, ვინ გაიტანა ეს გოლი...

- ვიცით, ფეხბურთელების გამორჩევა არ გიყვართ, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით მეკარე გიორგი ნადირაძის შესანიშნავ გარჯას...

- მართალი ხართ. გიორგიმ უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, ფრეს რომ მივაღწიეთ. მეკარესაც და გუნდის ნებისმიერ წევრსაც უნდა შეეძლოს, რომ საჭირო მომენტში გადაარჩინოს თავისიანები.

- როგორ თამაშს ელით თბილისში?

- ძალიან რთულს. იმედია, ბევრი ქომაგი მოვა სტადიონზე. ჩვენ გვინდოდა, რომ უფასო ყოფილიყო სტადიონზე შესვლა. მერე სხვანაირად ვიფიქრეთ - ბილეთს ექნება სიმბოლური ფასი და მთელი შემოსავალი გადაირიცხება თბილისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში.

აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა - მეამაყება ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობის... ჩვენს ფეხბურთელებსაც სურთ, შეიტანონ წვლილი ამ მამულიშვილურ საქმეში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მერაბ გიგაური: "ბოტოშანისთან" სტუმრად ფრე მოდუნების უფლებას არ გვაძლევს

კახა
ტრადიციებით ისტორიით პარტიზანია ამათ შორის ყველაზე გამოცდილი და სახელიანი ბოლოდროინდელი მიღწევებით ომონია ხოლო რეალურად თუ სამივე გუნდი რომელიც ვნახეთ ომონია და გაბალა თითქმის თანაბარია ბოტოშანი ვიმეორებ უსუსტესი ვალდებულია კაჭარავა გაიაროს წინა კომენტარში რაც დავწერე ძალაში რჩება ჩემდა სამწუხაროდ.
Dato
ჭადრაკს ან შაშს თუ თამაშობთ მაშინ 3 წამი ფიქრი შეიძლება,მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში 3 წამი 3 საუკუნეა...
gizog
ბატონო კახა, მე კი მგონია ყველაზე რთული მეტოქე ბათუმის დინამოს ჰყავს, ყველა ქართულ გუნდებს: ''ცხინვალს'' ორივე დინამოს და ''დილას'' დიდ წარმატებებს გისურვებთ. სულ ცოტა გუნდის ერთი წლის ბიუჯეტი მაინც შეგევსოთ, თქვენი შედეგებით.
გუჯა კახაძე
4 წლის წინ მოგაწოდეთ პროექტი, სადაც გარკვევით ჩანს, რომ ფიზმომზადების და სწრაფი აზროვნების პრობლემას ადვილად ვაგვარებ. არ იყენებთ გასაგებია, მაგრამ რატომღა წუწუნებთ იმაზე რასაც არ აკეთებთ?
555
ხიხუ ჩაცმით, გემოვნებით, აზროვნებით ......
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
რევაზ არველაძე: შუკერი მთლად გაგიჟდა, ჩვენი პროექტი აღმასკომზე გააქვს...
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ცხინვალი VS ბოტოშანი - მცირე უპირატესობა, შეცდომების გარეშე
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
კახა ცხადაძის "ორდაბასი" "ბოტოშანმა" გამოაგდო
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
"ცხინვალი" თბილისში "ბოტოშანისთან" დამარცხდა და ევროპალიგას დაემშვიდობა
ლეონტინ გროზავუ: ჩვენი მიზანი შევასრულეთ
ჩიხურა-ცხინვალი 2:1 - აი, სეირი (სეივიც) ჯერ არნახული! [VIDEO]
კახა კაჭარავა: სად რუმინეთის ჩემპიონატი და სად - საქართველოსი
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ცხინვალი-ბოტოშანი 1:3 - ყველაფერი ლოგიკურად... [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
[ლელოს სტუმარი] გიორგი ნადირაძე: რა ფული? ეს ხომ ჩემი ოცნების ასრულება იყო?!
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "შევარდენი" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
უმაღლესი ლიგის XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
უმაღლესი ლიგა. I წრის შეჯამება: ვინ, როდის, რამდენჯერ?