"ტრაბზონის" მთავარ მწვრთნელს ჰოლანდიურ შეკრებაზე დავუკავშირდით
ამ ორიოდე დღის წინათ შოთა არველაძემ თურქული "ტრაბზონსფორი" ჩაიბარა. კლუბის ცოცხალი ლეგენდა ახლა მთავარი მწვრთნელის რანგში ეცდება გუნდისთვის წარმატების მოტანას.

შოთა არასდროს ყოფილა რიგითი ფეხბურთელი საქართველოსთვის და არც მწვრთნელი ჩანს ასეთი. "ლელო" მას ჰოლანდიაში დაუკავშირდა, სადაც ახალი გუნდი შეკრებაზე ჰყავს.

გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შოთა სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე. მაშ ასე, პირველი შეხვედრა "ტრაბზონის" დამრიგებლის რანგში...

- შოთა, გილოცავთ "ტრაბზონსფორის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას. თავდაპირველად ის გვითხარით, როგორ დაბინავდით ჰოლანდიაში, ყურადღება თუ იგრძნობა მასმედიის მხრიდან? არც ჰოლანდიაა თქვენთვის უცხო გარემო...

- გმადლობთ მოლოცვისთვის! ყველაფერი კარგადაა. გუშინდელ ვარჯიშზე დაახლოებით 5000 ქომაგი მოვიდა. ფოტოები გადავიღეთ, ვისაუბრეთ... ჟურნალისტებიც იყვნენ...

- როდის დაიწყეთ "ტრაბზონსფორთან" მოლაპარაკება? ხანგრძლივი პროცესი იყო?

- არა, პირიქით - ძალიან ხანმოკლე. გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ერსუნ იანალს, რაღაც პრობლემები ჰქონდა. 1 ივლისი იყო. დამირეკეს. თბილისში ვიყავი. 2-ში ჩავედი ტრაბზონში და კონტრაქტიც გავაფორმეთ.

- რა მიზნები ექნება გუნდს მომავალ სეზონში?

- ყველა თამაშში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ "ტრაბზონი" ბოლო ტურამდე იყოს ჩაბმული საჩემპიონო რბოლაში.

- თურქული სუპერლიგის გრანდები ძლიერდებიან. რას აპირებს "ტრაბზონი"?

- ამ ეტაპზე მხოლოდ კამერუნელი მბიაა ახალწვეული. ახლა ვაზუსტებთ დეტალებს, ვარკვევთ ყველა ნიუანსს... მბიაზე არ შევჩერდებით, კიდევ უნდა გავძლიერდეთ...

- როგორია კლუბის ფინანსური მდგომარეობა?

- ამ დონის კლუბები ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში პოულობენ სახსრებს გასაძლიერებლად. ერთი სიტყვით, ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს.

- ტრაბზონში თქვენს ჩასვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. თავად მინახავს, როგორ ფანატიკურად უყვარხართ იქ...

- პირველ დღეს გასაიდუმლოებული იყო ყველაფერი. აეროპორტის უკანა გასასვლელიდან გამიყვანეს. მეორე დღეს კი უამრავი ქომაგი მოვიდა კლუბის მაისურითა და სიმბოლიკით...

- ჰოლანდიურ შეკრებაზე რა გეგმები გაქვთ?

- 16 ივლისს ევროპალიგის მატჩი გვიწევს. ამიტომ, ბევრი ამხანაგური მატჩის გამართვას ვერ მოვასწრებთ. ძირითადად მოყვარულებთან ვისპარინგებთ.

- საქართველოში ახლა უფრო ხშირად იქნებით...

- აქამდეც ხშირად ჩამოვდიოდი და ახლა - მით უმეტეს, სულ ახლოს ვარ და... ნელ-ნელა ვუახლოვდები სამშობლოს. ჯერ გლაზგოში ვიყავი, მერე პორტუგალიის საზღვარზე, იყო ვალენსიაც, მერე თურქეთში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

`manson
რამ გაგამწარათ ხალხო,ჩვენზე უმადური და უვიცი ერის რა,მართლა უნდა წავიდეს ეს კაცი საქართველოდან,მარტო იმიტო რო,არავინ არაფერს არ დაუფასებს აქ..
mmm
Adzaget arveladzeebi imitomaa ROM mahatma nakrebshi tamash daamtavres da ukve golis gatanac gvenatreba. Damoukidebeli qartuli fexburtis istoriashi yvelaze Dido profesionalia
vaxvax
იმედია ერთ-ორ ქართველსაც შეაპარებ.აბა როგორ უნდათ თურქებს,ფეხბურთი ჩვენ არ ვასწავლეთ თავის დროზე (კომუნისტების დროს)? ვალი გადაიხადონ,რომელიც ჩვენც რაღაცაში წაგვადგება.
iaxshi
ავტორი შეყვარებულია არველაძეზე აბა ყოველდღე ამის პიარი გაგონილა ტო?! მართლა არველაძეს მეტი არავის უთამაშია ფეხბურთი????????????
zaza
ნაკლები ილაპარაკე და საქმე აკეთე გასაგებია
margali
ის ორი აქ რომ გვაყავს ხომ ბდღვნიან ყველაფერს და ესეც თუ დაემატა ავშენდებით.რაც უფრო შორს წაიყვან შენს .... ძმებს და ფეხბურთში ,თუ არ ჩაერევით მით უკეთესი ქართული ფეხბურთისთვის.
mariss
.. არსებააა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
გიორგი ქვილითაიას გადაბირება ბორისოვოს ბატე-საც სურს
რა მოხდა ტრაბზონში? ზარი სოლიდური რუსული კლუბიდან - შოთა "ლელოს" სტუმარია
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
61saat.com: "ტრაბზონის" სკაუტმა გურამ კაშია მოინიშნა
ახალი შოთა - ლევან მჭედლიძით თურქული კლუბი დაინტერესდა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
ბილიჩი: არც შოთას სურდა "ტრაბზონსფორის" გაწვრთნა...
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
შოთა არველაძის კურიოზი თურქულ შოუში - რძიანი ყავა ჟესტების ენაზე [VIDEO]
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება