უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით, კანონით აკრძალულია მატჩის ბილეთების გადაყიდვა ან გათამაშება
უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით, კანონით აკრძალულია უეფას ლოგოს უნებართვო გამოყენება, პროდუქციაზე დატანა და გაყიდვა, უნებართვოდ მატჩის საჯარო ჩვენება, მატჩის ბილეთების გადაყიდვა ან გათამაშება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საქპატენტის" თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ განაცხადა.

სფფ-ის განმარტება სუპერთასის ბილეთების გადამყიდველებთან დაკავშირებით

მისი თქმით, კანონდარღვევის შემთხვევაში, კანონდამრღვევის მიმართ იმოქმედებს სანქცია უკანონო საქონლის ჩამორთმევის, დაჯარიმების, ხოლო დიდი რაოდენობის უკანონო საქონლის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით. მისივე თქმით, ეს ეხება მათ შორის ბილეთების გადაყიდვასაც.

როგორც გოგილიძე განმარტავს, ბილეთების გადამყიდველს ბილეთები ჩამოერთმევა და შესაძლოა, დაჯარიმდეს, ხოლო ის ბილეთები გაყიდვიდან გაუქმდება.

რაც შეეხება მატჩის ბარებში ჩვენებას, "საქპატენტის" თავმჯდომარის თქმით, ეს დაშვებული იქნება ბარში არსებული ტელევიზორების მეშვეობით. მისივე თქმით, ჩვენება აკრძალულია იმ შემთხვევაში, თუ დამონტაჟდება სპეციალური ეკრანი და ბარში შესვლაზე დაწესდება სპეციალური ფასი.

"დინამო არენის მიმდებარე ქუჩებზე, ვერის პარკის და მეიდნის მიმდებარე ქუჩებზე, სადაც გულშემატკივართა შეკრების ადგილებია, უეფას ოფიციალური სპონსორების გარდა, ყველა სხვა კომპანიის ნებისმიერი სარეკლამო აქტივობა, ნებისმიერი ტიპის გარევაჭრობა, კაფე-ბარებისა და მაღაზიების მიერ უეფას მატჩის სარეკლამო მიზნით გამოყენება ასევე კანონით აკრძალულია", - განაცხადა გოგილიძემ.

მისივე თქმით, კანონდარღვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, იმუშავებენ უეფას სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც დარღვევის შესახებ ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭოს მიაწვდიან და საკოორდინაციო საბჭო შესაბამის ზომებს მიიღებს.

ამ საბჭოში შედიან შს სამინისტრო, მერია, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და საქპატენტი.

გარდა ამისა, სუპერთასის მატჩის გამართვასთან დაკავშირებით, უეფას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიზნით "საქპატენტი" იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია, საზოგადოებას განემარტოს ის ქმედებები, რომლებიც კანონითაა აკრძალული და ასევე, მიეწოდოს ინფორმაცია აღნიშნული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებთან დაკავშირებით.

ასევე, შეიქმნა სოციალური რგოლი, რომელიც სპეციალურად დამზადდა ამ ღონისძიებისთვის; შეიქმნა ჯგუფი, რომელიც საინფორმაციო ფლაერებს დაურიგებს და განუმარტავს ზემოთ ნახსენებ განსაზღვრულ პერიმეტრზე მოქმედი მაღაზიებისა და კაფე-ბარების თანამშრომლებს, რა ქმედებები იკრძალება კანონით.

კამპანიის ფარგლებში, "საქპატენტის" თანამშრომლები შეხვდებიან კერძო კომპანიებს და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს, რომ თავიდან აცილებულ იქნას დარღვევები.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1 - მშიერი "რეალის" პირველი სუპერლუკმა [VIDEO]
"საბურთალო"-"შერიფი" - რამდენი ბილეთია გაყიდული ამ დროისთვის?
ზინედინ ზიდანი: სწორედ ასეთი შრომის შედეგი იყო ჩვენი გამარჯვება
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
რაგბი ევროპა 2020: "ბორჯღალოსნების" საშინაო მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველო-დანიის მატჩის ბილეთების გაყიდვა სალაროებშიც დაიწყო!
ტორპედო-ორდაბასი: რამდენი ბილეთია გაყიდული ამ დროისთვის?
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
ის, რაც აქამდე ვერც ერთმა ფრანგულმა გუნდმა ვერ შეძლო - პსჟ ისტორიის წერას აგრძელებს
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"რეალი" VS "ატლეტიკო" - უეფას სუპერთასი მადრიდში რჩება, გასარკვევია, ვისთან?
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
უეფას 2020 წლის სუპერთასის მასპინძლობა 9 ასოციაციას სურს
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ჟოზე მოურინიო: არადა, ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ...
დინამო-გაბალას მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ დაიწყო