პრეზენტაცია ეროვნულ ბანკში გაიმართა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - "თბილისი 2015"-ის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

პრეზენტაცია ეროვნულ ბანკში გაიმართა. ღონისძიებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, მონეტის დიზაინის ავტორი მამუკა გონგაძე და "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი დაესწრნენ.

ათი ლარის ნომინალის 15.50-გრამიანი მონეტა 925 ვერცხლის სინჯითაა დამზადებული. მონეტის დიზაინის მთავარ კომპოზიციას ფესტივალის ემბლემა და სპორტის ოლიმპიური სახეობების ამსახველი პიქტოგრამები წარმოადგენს.

როგორც მონეტის ავტორმა, მხატვარ-დიზაინერმა მამუკა გონგაძემ განაცხადა, ოლიმპიური ფესტივალის ლოგო მონეტებზე დატანილია ფერებში, საღებავების გამოყენებით, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს როგორც ტექნოლოგიურ სიახლეს, ისე ახალ სიტყვას საქართველოში საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების ტრადიციების განვითარების საქმეში. მონეტის რევერსზე გამოსახულია ევროპის რუკა, ოლიმპიური კომიტეტის ლოგო და ეროვნული ბანკის მიერ სულ ახლახან შემუშავებული ეროვნული ვალუტის ამსახველი სიმბოლო. მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა და რეალიზაციაში 3 000-იანი ტირაჟით გავა.

მონეტის სარეალიზაციო ფასია 65 ლარი და მათი შეძენა შესაძლებელია როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ-მაღაზიის მეშვეობით.

როგორც გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ეს მონეტა ეძღვნება ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც რამდენიმე კვირაში თბილისში გაიმართება.

"ამ ღონისძიების მიზანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი მონეტა გამოვიდა, დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახდება ამ თამაშისთვის და ჩვენს ქალაქში ჩამოსული ტურისტებისთვის იქნება სასიამოვნო საჩუქარი-სუვენირი", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

"დღევანდელი დღე და თვითონ ის ფაქტი, რომ მოიჭრა ოლიმპიური მონეტა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პირველ რიგში, რა პასუხისმგებლობით ეკიდება საქართველო ოლიმპიურ თამაშებს და აქვს კიდევ მეორე დატვირთვა - ეს არის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ "თბილისი 2015" უნდა იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიური თამაშები", - განაცხადა "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა.

Hah
Oqrosi moecharat ekonomikashi ar gvaq problemebi da ...
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
რა აშენდა და რამდენი დაიხარჯა თბილისი 2015-ის ჩასატარებლად [VIDEO]
თბილისი 2015: ქართველი ძიუდოისტები ბრძოლას კიდევ 2 მედლისთვის აგრძელებენ
თბილისი 2015: ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა! [VIDEO]
თბილისის 2015: საქართველოს ბრინჯაოს მედალი გელა ზაალიშვილმა მოუტანა
ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა - "თბილისი 2015" დასრულდა [VIDEO]
თბილისი 2015: ძიუდოისტების ბოლო გაბრწყინება [VIDEO]