რატომ დატოვა ეროვნული ნაკრების კანდიდატმა კვიპროსული "ნეა სალამინა" და როგორ აღმოჩნდა გორის "დილაში"
ბევრისთვის მოულოდნელი იყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, უნივერსალური სათამაშო ფუნქციებით დაჯილდოებული გიორგი პაპავა გორის "დილაში" რომ აღმოჩნდა.

თავის მხრივ, "დილას", რომელიც ბელგრადის "პარტიზანთან" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩისთვის ემზადება, ეს შევსება ნამდვილად არ აწყენს.

"დილა" ახლა თურქულ შეკრებაზეა და "ლელო" პაპავას სწორედ იქ დაუკავშირდა...

- თავდაპირველად, ის გვითხარით, რატომ დატოვეთ კვიპროსული "ნეა სალამინა"? ბევრისთვის ეს მოულოდნელი იყო...

- გეტყვით, როგორც იყო. "ნეა სალამინადან" ჩემი ნებით წამოვედი. კლუბთან ერთწლიანი მოქმედი ხელშეკრულება ისევ მაკავშირებდა, მაგრამ ბიუჯეტი განახევრდა. შესაბამისად, მეც მინახევრდებოდა ხელფასი. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

- "დილას" გარდა, სხვა კლუბებისგან თუ გქონდათ შემოთავაზებები?

- ახლა ამ თემაზე საუბრისაგან თავს შევიკავებ.

- რას იტყვით თანამედროვე "დილაზე"?

- ცოტა შორიდან დავიწყებ. მამუკა ჯუღელი ბავშვობიდან გვერდით მიდგას. სწორედ მან გამომისყიდა "დინამოსგან". კლუბთან კონტრაქტი მქონდა დარჩენილი. ის, როგორც მე, ისე ბევრ ქართველ ფეხბურთელს უდგას გვერდით, გზას უხსნის დიდ ფეხბურთში და ამისთვის, მინდა მას მადლობა გადავუხადო. სწორედ ჯუღელის რჩევით მივედი "დილაში".

მოგეხსენებათ, თავად მამუკა ქობულეთში წავიდა. დარწმუნებული ვარ, იქაც კარგ, ანგარიშგასაწევ გუნდს ჩამოაყალიბებს...

რაც შეეხება კონკრეტულად "დილას", ძალიან კარგი, ამბიციური ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი. ეს ეხება როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილ მოთამაშეებს. შესანიშნავი ატმოსფეროა გუნდში. ცოტა გული იმან დაგვწყვიტა, რომ "ვოლინთან" თამაში ვერ ჩავამთავრეთ.

ახლა ყველა ფეხბურთელი ერთი მიზნის გარშემოა კონცენტრირებული. მხოლოდ 14 ივლისის თამაშზე ვფიქრობთ. მაქსიმალურად ვემზადებით ამ შეხვედრისთვის.

- რას იტყვით თურქული შეკრების მიმდინარეობაზე?

- თუ "ვოლინთან" შეწყვეტილ თამაშს არ ჩავთვლით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. როგორც იცით, უკვე ჩავატარეთ ერთი სრული მატჩი იმავე "ვოლინთან" და ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, მოვუგეთ. კარგი იქნება, კიდევ უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თუ მოგვიწევს თამაში. სათამაშო პრაქტიკა გუნდისთვის აუცილებელია.

ძალიან კარგი ვარჯიშები გვაქვს. უჩა სოსიაშვილმა ზუსტად იცის, რა და როგორ უნდა ვაკეთოთ. მწვრთნელი მაქსიმუმს დებს იმისთვის, რომ "პარტიზანთან" მატჩს მზადყოფნაში შევხვდეთ.

- რას იტყვით "პარტიზანზე"?

- ფაქტია, ურთულესი მოწინააღმდეგე გვყავს. რთული იქნება პირველი, გასვლითი თამაში. მჯერა - "დილას" შესწევს იმის ძალა, რომ ეს ეტაპი გადალახოს. ფეხბურთელები ბოლომდე ვიბრძოლებთ ამისთვის, თავს არ დავზოგავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

moxuci
ამ ჯუღელს რას ჩააკვეხნიან ხოლმე ყველამ იცის რაც არის ეგ კაცი. წარმატებები დილას
გორელი გორელი
ჯერ ერთ- ერთწლიანი ხალშეკრულებები აღარ ფორმდება საქართველოში,რეორეც აცალეთ ბატონო გორის დილას,ძნელი მეროქე შეხვდა,მაგრამ ამ ბარიერს გადალახავს და გაახარებს საქარტველოს.დილა გადავა მესამე ეტაპზე დ ა რ წ მ უ ნ ე ბ უ ლ ი ვარ.დილას ამის ძალა და უნარი გააჩნია.გორელები გაგვახარებენ. გივი გაგნიძე
temo
რა შანსი უნდა ჰქონდეს გუნდს რომელიც 1თვით არის შექმნილი.ქარტული ფეხბურთის პერსპექტივა ნულის ტოლია.
dastur
დინამოსაც ეგრე ეგონა.
ემზარი
ღმერთმა გადაგალახინოთ პარტიზანის ბარიერი მაგრამ ნუ ეხუმრებით ის სერიოზული გუნდია
koki
წარმატებები დილას, თუმცა წინა სამი გუნდის გამოსვლამ, ოპტიმიზმის ნატამალიც არარ დამიტოვა. გულის სიღრმეში მჯერა, რომ გორი გაივლის პარტიზანს...
თბილისი
იქნება დილამ მაინც რამე ქნას! გასკდა გული !!
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბადრი კვარაცხელია: მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
გიორგი პაპავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
მონტენეგროში დამარცხებული კორონავირუსი ბელგრადულმა დერბიმ გააცოცხლა
სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
"დილა" გორში ბელგრადის "პარტიზანთან" მარცხდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გიორგი პაპავამ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააგრძელა
ნახვამდის, ევროპავ - "დილა" ბელგრადის "პარტიზანთან" გორშიც დამარცხდა
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
გიორგი პაპავა: ტრავმა მაშინ მივიღე, როცა ჩემს კარიერაში რაღაც ახალი უნდა დაწყებულიყო
ცნობილი გახდა კვარაცხელიას ახალი აგენტის ვინაობა
რათა არ გაეძევებინათ, ბორდალასმა საზონოვი შეცვალა - "ხეტაფემ" "პარტიზანის" ბარიერი გადალახა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს
დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]
თბილისის "დინამო" კაპიტანმა დატოვა
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"დინამოდან" წასული კაპიტანი გიორგი პაპავა კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს