ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
დღეს, 9 ივლისს, გაბალაში, ჩვენი დროით 20 საათზე, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ევროპალიგის პირველ საპასუხო შეხვედრაში თბილისის "დინამოს" შეხვდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინათ, საქართველოს დედაქალაქში მასპინძელმა 2:1 მოიგო.

დინამო (თბ)-გაბალა 2:1 - გარდამტეხი მე-60... [VIDEO+PHOTO]

აზერბაიჯანულმა მხარემ თბილისურ მატჩისშემდგომ ინციდენტს ბევრი დრო და ადგილი დაუთმო და ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც გამოფინა. იმედი გვაქვს, დღევანდელ შეხვედრაზე ეს გავლენას არ მოახდენს.

ქართველებმა გვცემეს და დროშა გაგვითელეს! - აზერბაიჯანული მხარე უეფაში ჩივის

აქვე ვთქვათ, რომ "დინამოს" ვერ დაეხმარება დისკვალიფიცირებული ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი, ვინც თბილისურ თამაშში გააძევეს. ვერ ითამაშებს ტრავმირებული მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძეც.

"გაბალას" აქვს ფული, ჰყავს ლეგიონერები, მაგრამ "დინამო" ამ წყვილის აუტსაიდერი სულაც არ გვგონია.

ფოტოზე: გია გეგუჩაძე და ჯაბა ჯიღაური პრესკონფერენციაზე

თავდაპირველად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობა "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ დააკმაყოფილა:

- პირველი მატჩის შედეგი ნათლად გვიჩვენებს, რომ რთული თამაში იქნება. ჩვენი გუნდი ამ შეხვედრისთვის კარგად მოემზადა. მიმაჩნია, რომ შანსები თანაბარია...

ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება ფეხბურთელების ხასიათს. მისი სიმტკიცე განაპირობებს ამა თუ იმ გუნდის წარმატებასა და წარუმატებლობას...

ჩვენი მოწინააღმდეგის მთავარი პლუსი შინაური კედლებია. როცა საკუთარი გულშემატკივარი გამხნევებს, თამაში იოლია.

ჩემს ფეხბურთელებთან უკვე გავამახვილე ამ თემაზე ყურადღება. მათ უნდა ითამაშონ კარგი ფეხბურთი და გამოავლინონ ფსიქოლოგიური სიმტკიცე...

"გაბალას" უკრაინელი მთავარი მწვრთნელი რომან გრიგორჩუკი იმედიანადაა ევროპალიგის საპასუხო მატჩის წინ:

- ყველაფერი ნორმალურად არის. ჩვენი გუნდი განწყობილია მოსაგებად. პირველ შეხვედრაში არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ვიცით, რომ ეს ნაკლი აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ხუთშაბათის შეხვედრაში...

სწრაფი გოლი კარგია. მას, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თავდაჯერება მოაქვს. ამიტომ ჩვენ გვინდა, გავიტანოთ სწრაფი გოლი. ამის მიუხედავად, არ მგონია, ეს მთავარი მიზანი იყოს. ვალდებულნი ვართ, უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში. სხვანაირად არ გამოვა...

შესაძლოა, თბილისური შეხვედრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებებს მივმართოთ. გუნდში არაერთი ახალი ფეხბურთელია და როტაცია გარდაუვალია. ახალ გუნდს ვაშენებთ. ახალწვეულებს დრო სჭირდებათ. შესაძლოა, "დინამოს" წინააღმდეგ ვერ ვაჩვენოთ იდეალური თამაში. ამიტომ უკეთესი იქნებოდა, ჯერ შინ ჩაგვეტარებინა შეხვედრა...

არ მინდა, ვილაპარაკო თბილისურ ინციდენტზე. საერთოდაც, ძალიან არ მინდა, ასეთი რამეები ხდებოდეს. ფეხბურთი უნდა იყოს მხოლოდ ფეხბურთი. არც ფეხბურთელებთან მინდა ამ თემაზე საუბარი...

პირველი მატჩის წინ ვახსენე ანგარიში - 5:0. ჩვენ სულ გვინდა, რომ 5:0 მოვიგოთ. ხან გამოდის და ხან არა. ყოველთვის ვერ გამოვა...

ახლა არ შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკური თვალსაზრისით, ბოლომდე იდეალურად ვართ მზად. დროთა განმავლობაში ყველაფერი კარგად იქნება. ცდას არავინ აკლებს, მაგრამ მაინც სეზონის დასაწყისია...

დავუყენებ თუ არა პერსონალურ მეურვეს გიორგი პაპუნაშვილს? ჩვენ ვიმოქმედებთ იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც ამ ეტაპზე "დინამოს" თაობაზე გვაქვს. ჩვენ არავისთან გვითამაშია პერსონალური მეურვეობის გამოყენებით...

პენალტების შესრულებაზე სპეციალურად არ ვვარჯიშობთ, მაგრამ ამაზეც ვფიქრობ. ოღონდ ჩვენ წინასწარ არ უნდა ვისაუბროთ თერთმეტმეტრიანების სერიაზე, თორემ ჩვენთვისვე იქნება ცუდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი
.... რომელ მომენტებზე ლაპარაკობ? დინამოს არ ქონდა მომენტები? შტანგები ვის დააღუნეს თავზე აბა გაიხსენე...
გორი+გორი
ფული არ თამაშობს ფეხბურთს,ფეხბურთს ფეხბურთელები თამაშობენ.
გორი+გორი
თბილისის "დინამოს" როგორ უნდა მოუგოს "გაბალამ",ამის გაფიქრებაც კი არ მინდა,უბრალოდ ძალიან დიდი სირცხვილი იქნება.რა,"დინამოში" ცუდი პირობები აქვს ფეხბურთელებს? რა,ცუდი ხელფასები ააქვთ? მთავარია მონდომება და თავდადება,რაც ბიჭებს არ აკლიათ/მწცრთნელიც დიდებული ჰყავთ/,ამიტომ უნდა მოვიგოთ ეს თამაში.თუ ვერ მოვიგებთ, შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდეთ მაინც ... ასე მსურს და ასეც იქნება.
გენო
გაბალას დინამოზე ათჯერ მეტი ფული აქვს!!!!!!!!!!!!!!
გუჯა კახაძე
მძიმე თამაში იქნება. წარმატებები ჩვენ ბიჭებს!!!!
ika
"გაბალას" აქვს ფული, ჰყავს ლეგიონერები. დინამო რა სათნოების სახლია ?:D დინამოზე უკეთEსი პირობები გაბალას ნაგდად არ აქვს )
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: რეალური და ვირტუალური ნომინანტები
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა