"მოქნილი ფიზმომზადების სისტემა სწორედ ის არის, რასაც ქართველთა სამწვრთნელო შტაბმა უნდა მოკიდოს ხელი"
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" მსოფლოს თასის გათამაშებისთვის მზადებას განაგრძობს. იქამდე კი სარაგბო ვებ გვერდზე tier2rugby.blogspot.com გამოქვეყნდა ვრცელი წერილი "ბორჯღალოსნების" სამზადისთან დაკავშირებით.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"მიუხედავად იმისა, რომ "ბორჯღალოსანთა" რიგებში ბევრი პოზიტიური სიახლეა და უამრავი მათგანი ფრანგულ გუნდებში თამაშობს, არსებობს უარყოფითი მხარეც, რაც რამდენიმე კლუბის დაბალი დონის ფიზიკურ მომზადებაში გამოიხატება.

ოთხი წლის განმავლობაში ხანგრძლივი პერიოდით მხოლოდ ერთხელ შეკრებილი გუნდის წინსვლისათვის, მთავარ პრიორიტეტად მილტონ ჰეიგი ფიზმომზადების გაუმჯობესებას მიიჩნევს.

არსებობს უამრავი დადებითი მხარე იმისა, რომ ქართველ მორაგბეთა უმრავლესობა საფრანგეთში ასპარეზობს. მოთამაშეები ამით აღიარებას, ფინანსურ მხარდაჭერასა და ელიტური დონის სარაგბო გამოცდილებას იღებენ.

თუმცა ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. მორაგბეთა სათანადო დასვენება და აღდგენითი პროცესები მომზადების ერთ-ერთი მხარეა, რომელსაც საქართველოს ნაკრები აქტიურად იყენებს. "ბორჯღალოსნების" ძირითადმა მოთამაშეებმა ივნისში გამართული ნაკლებად მნიშნელოვანი ტურნირის დროსაც დაისვენეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დროსაც, ცხადია, გარანტირებული მოგების იმედით.

სამწუხაროდ, ფრანგული კლუბების ფიზმომზადება საკმაოდ ფართო ფენებში ისე განიხილება, როგორც არასაკმარისად მაღალი დონის სარაგბო მზადება. ეჭვგარეშეა, რომ დადებითი მხარეები ამ მინუსებს თავისკენ გადაწონიან, მაგრამ ის პრობლემა, რომელსაც მილტონ ჰეიგი რაზმის შეკრების ყოველ ჯერზე ეხება, კვლავ გადაუწყვეტავია.

ზოგადი კონსესუსი კი იმაში მდგომარეობს, რომ საფრანგეთში ფიზიკური მომზადება მხოლოდ კონტაქტურ ვარჯიშზეა ორიენტირებული და ფიტნესი ძალიან დაბალ საფეხურზე დგას. სწორედ ეს უკანასკნელი საკითხი ხშირად ყოფილა მწვავე დისკუსიის საგანი და ფრანგული მომზადება სამოყვარულო დონეზეც კი შეუფასებიათ.

ჯიმ ჰამილტონი საფრანგეთის კლუბების ფიზმომზადებას, როგორც "დიდი ხნის წინანდელ ამბავს", ისე აფასებს და ამ აზრს ბევრი სხვა მორაგბეც იზიარებს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, განზოგადებულია და სხვადასხვა გუნდში განსხვავებული მიდგომაა ამ საკითხის მიმართ - მათ შორის "ტულონი" და "კლერმონი" ფიზმომზადების თვალსაზრისით ორ საკმაოდ ძლიერ გუნდად განიხილება. ეს ფაქტი წლების განმავლობაში იმ მოთამაშეებისგან მიღებული ცნობებით მყარდებოდა, რომლებსაც საფრანგეთში უთამაშიათ.

გევინ მორტიმერმა - ფრანგულ რაგბზე მომუშავე ჟურნალისტმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ფრანგული დამოკიდებულება ფიტნეს მზადების მიმართ მისაბაძი მართლაც არ არის. მცირე ჩამონათვალს არ წარმოადგენს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ჯიმ ჰამილტონის აზრს იზიარებენ.

რამდენიმე წლის წინათ ბენ კოენმაც შეაფასა "ბრივის" მეთოდი, როგორც "უპასუხისმგებლო" და "დაძველებული" სტრატეგია. უელსის დაცვის მწვრთნელმა შონ ედვარდმაც გამოთქვა უკმაყოფილება საფრანგეთიდან დაბრუნებული მოთამაშეების ფიზმომზადებაზე.

ამჟამად ქართველთა 41-კაციან რაზმში დასახელებული მორაგბეები 18 სხვადასხვა ფრანგულ კლუბში თამაშობენ. ეს იმაზე დიდი რაოდენობაა, ვიდრე მსოფლიოს თასზე მონაწილე რომელიმე გუნდისა. ასე რომ, ეს ფაქტორი, მინიმუმ, გარკვეულ მოთამაშეებზე მაინც იქონიებს გავლენას.

ირლანდიისა და "ბორჯღალოსნების" ფიზიკური მზადების დონეებს შორის დიდი უფსკრულია, რაზეც თავად ჰეიგმაც ისაუბრა.

ჩვეულებრივ ქართველები საფრანგეთის კლუბებში სათამაშოდ ყოველთვის კარგად მომზადებულები არიან, თუმცა ისინი ვერ აღწევენ საერთაშორისო რაგბის დონეს. როდესაც ნოემბერში "ბორჯღალოსნები" ირლანდიას ეთამაშნენ, ისინი ხვდებოდნენ ქვეყანას, რომელსაც სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს მზადების მიმართ და მოთამაშეებს საერთაშორისო ასპარეზისათვის ამზადებენ. მთავარ მორაგბეებს კი საშინაო ლიგებში მუდმივად ასვენებენ (ამაშიც არის გარკვეულწილად უარყოფითი მხარეები, თუმცა ეს სხვა დისკუსიას წარმოშობს).

მომზადების თვალსაზრისით, გუნდებს შორის უდიდესი უფსკრულია. საერთაშორისო ფანჯარამდე ირლანდიელებს რამდენიმეკვირიანი შეკრება ჰქონდათ, რომელსაც ისინი ფიზიკური მზადებისთვის იყენებდნენ. ქართველებმა კი პირველ თამაშამდე მხოლოდ რამდენიმედღიანი შეკრება გაიარეს.

ნაკრების ძირითად მოთამაშეებს გავლილი ჰქონდათ დაბალხარისხიანი ფიზმომზადების პროგრამა საფრანგეთში, რასაც ემატებოდა საფრანგეთის ჩემპიონატის ყოველკვირეული თამაშების უმოწყალო ფიზიკური დატვირთვა და არავის უზრუნია იმაზე, რომ ნოემბრის ტესტებისთვის ამ სპორტსმენებს დაესვენათ და საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ყოფილიყვნენ.

გასაკვირი არ არის, რომ მატჩის პირველი ნახევარი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი იყო, ვიდრე მეორე. სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ ბოლო 30 წუთის განმავლობაში ქართველები კაცნაკლულნი თამაშობდნენ. ეს მოხდა დაახლოებით 50-ე წუთზე, როდესაც მილტონ ჰეიგმა ყველა სათადარიგო ერთბაშად შეიყვანა მოედანზე - ალბათ გრძნობდა, რომ სასტარტო თხუთმეტეულის ფიზიკური კონდიციები ვერ შეედრებოდა მეტოქისას.

მწვრთნელის ჩანაფიქრი მალევე ჩაიშალა: ჯერ ერთი მოთამაშე გაასინბინეს, ორიოდ წუთში კი მეორემ ისეთი ტრავმა მიიღო, რომ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. გადაღლილი გუნდი, რომელსაც თითქმის 10 წუთის განმავლობაში ორი კაცი აკლდა, ვეღარაფერს გახდა.

მონაცემები გვიჩვენებს, რომ ქართველთა სამწვრთნელო შტაბი მაქსიმუმს აკეთებს გუნდის ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ცოტა ხნის წინათ "თბილისის თასზე" ჰეიგმა აღნიშნა, რომ ოპონენტების ფიზიკური დონე ბევრად აღემატებოდა ჩვენსას, განსაკუთრებით კი ირლანდიელების მზადებას გაუსვა ხაზი.

მოქნილი ფიზმომზადების სისტემა სწორედ ის არის, რასაც ქართველთა სამწვრთნელო შტაბმა უნდა მოკიდოს ხელი და მაქსიმუმი გააკეთოს ამ მიმართულებით.

ერთ გუნდად ყოფნის მოკლე პერიოდებში ჰეიგს და მის მენეჯმენტს დიდი შანსი არ ჰქონდათ იმისა, რომ ყველაფრისთვის ერთნაირად კარგად გაერთვათ თავი. თუმცა ამჟამინდელი წინასამსოფლიო პერიოდი სწორედ ასეთი იშვიათი შემთხვევაა, როცა გუნდი ერთ რაზმად ორი თვით იკრიბება და დროც დიდი აქვთ იქამდე, სანამ მზადება თამაშის სტრატეგიისკენ გადაინაცვლებს.

"ბორჯღალოსნების" წინა სატურნირო სამზადისიდან ჩანს, რომ ფიტნესი ამ მზადების მთავარი პრიორიტეტია და სწორედ ამისთვის მათ ფიზმომზადების მწვრთნელი ქელვინ მორისი აიყვანეს, რომლის პროფესიული წარსულიც საკმაოდ შთამბეჭდავია. 2002-2012 წლებში ის ინგლისის ნაკრების ფიზმომზადებას ემსახურებოდა და, ამ პერიოდში, 2003 წლის მსოფლიოს თასის მოგება სწორედ ინგლისმა მოახერხა. ასევე დიდია მისი როლი ცნობილი ინგლისელი ათლეტების წარმატებებშიც.

"ბორჯღალოსნების" მსუბუქი მზადების პერიოდისა და გრძელვადიანი სესიის დასრულების შემდეგ, ქართველთა რაზმი 3 კვირით პოლონეთში მიემგზავრება, სადაც კრიოთერაპიას გაივლიან და ძალებს უფრო ძლიერი დატვირთვისთვის აღიდგენენ. მეთოდს, რომელიც საკმაოდ ცნობილი და აღიარებულია, ბოლო წლების განლავლობაში უელსის ნაკრები ხშირად იყენებს.

მეთოდი გამოიყენება საკონტროლო მატჩებამდე. ასეთი ტიპის მზადება ასევე კარგად გამოყენებადია პირველი დონის სარაგბო ნაკრებებში, თუმცა კრიოთერაპიას თითქმის არავინ იყენებს ისეთი დონის გუნდებში, როგორიც საქართველოა.

ფიზმომზადების გაუმჯობესება ამჟამად ქართველების მზადების ერთ-ერთი პრიორიტეტია და საინტერესოა, როგორ წარმართავს მსგავსი მეთოდი მათ თამაშს და როგორ აისახება ის მათ მომზადებაზე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზვიადი
რაც მთავარია ამას გრძნობს რაგბის ფედერაციაც და ნაკრების წევრებიც. მკერა რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი ახალი ისტორიის დასაწყისი გახდება ქართული რაგბისთვის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასის საშეკრებო რაზმი დაასახელა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"ბორჯღალოსნების" სამზადისი: ერთი კვირა გაილია
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს