ტანმაღალ ქართველ ფორვარდს ბოლო დროს ძველებური სიხშირით ვეღარ გააქვს გოლები
32 წლის ირაკლი სირბილაძემ სეზონი ფინურ "კუპსში" დაიწყო. ტანმაღალ ქართველ ფორვარდს ბოლო დროს ძველებური სიხშირით ვეღარ გააქვს გოლები, თუმცა ირაკლი ახლა საგოლე პასებზე დაიგეშა...

"ლელო" სირბილაძეს ფინეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა:

- როგორ აფასებთ "კუპსისთვის" სეზონის დასაწყისს?

- ვფიქრობ, მეშვიდე ადგილი, რომელიც ამ დროისთვის გვიჭირავს, არ არის ცუდი. უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ ისეთი კალენდარი დაგვრჩა, რომ გამოვასწორებთ ყველაფერს. მეტი წილი მატჩებისა შინ უნდა ჩავატაროთ.

- დასრულდა თუ არა თქვენი ადაპტაციის პროცესი "კუპსში"?

- კი. არანაირი გართულება არ ყოფილა. ყველა მიცნობდა, ყველას ვიცნობდი... მოკლედ, ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობს.

- გამორჩეული მეგობარი თუ შეიძინეთ?

- ასე ვერ გამოვარჩევ. ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ფეხბურთლებიდან დაწყებული, მწვრთნელ-უფროსობით დამთავრებული.

- ბოლო დროს საგოლე პასებს უფრო ხშირად აკეთებთ, ვიდრე გაგაქვთ...

- სწორად შეგინიშნავთ. ბოლო ხანს მართლა არაერთი საგოლე პასი გავაკეთე. უნდა გითხრათ პირდაპირ - ჩემი თამაშის სტილი შეიცვალა. მთავარია, გუნდმა შედეგი აჩვენოს და ჩემთვის სულერთია, გოლს ვინ გაიტანს. ალალად გეუბნებით - უფრო ის მსიამოვნებს, პარტნიორს ჩემი პასით რომ გააქვს გოლი.

- ბოლო დროს "კუპსის" არასტაბილური თამაში რას უნდა მივაწეროთ?

- რამდენჯერმე დავკარგეთ გაუთვალისწინებელი ქულები. ყველაფერი, ალბათ, მაინც იმის ბრალია, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა.

- ცოტა ხნის წინათ, ქართული დერბი შედგა გიორგი ოსიტაშვილის "კოოტეპესთან"...

- ძალიან კარგი თამაში იყო. მე და გიორგიმ ბევრი ვისაუბრეთ. საერთოდ, ვცდილობ, მჭიდრო კონტაქტი მქონდეს ფინეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებთან. თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მათ წარმატება ვუსურვო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლეგიონის უქმეეები: ოქრიაშვილი დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]
ირაკლი სირბილაძე ფინეთის მე-3 ლიგაში გადავიდა
ირაკლი სირბილაძე: ბევრს ჰგონია, რომ ფინეთში თამაში ადვილია, მაგრამ ცდებიან...
ფინურ პრესაში ეწერა - ჩვენ მხოლოდ 3 ქართველი გვახსენდება: იოსებ სტალინი, საშა ჩივაძე და ირაკლი სირბილაძე
ლეგიონის უქმეები: თემურ ქეცბაია იწყებს და იგებს
ირაკლი სირბილაძე შესაძლოა "იაროში" დაბრუნდეს