ახალი ზელანდიის ნაკრებს ხვალ "ბოკესთან" მატჩში შანსი აქვს, რეკორდი დაამყაროს...

ახალი ზელანდიის ნაკრებს ხვალ "ბოკესთან" მატჩში შანსი აქვს, რეკორდი დაამყაროს. მოპოვებული ქულების მიხედვით დღესდღეობით რეკორდსმენი საფრანგეთის ნაკრებია, რომელმაც 660 ტესტ მატჩში 11 792 ქულა დააგროვა. "ოლ ბლექსი" რეკორდსმენ "ლე ბლეს" ექვსი ქულით ჩამორჩება, თუმცა მასზე ბევრად ნაკლები, 462 მატჩი აქვს გამართული.

ახალზელანდიელთა რეკორდთან მიახლოვება წლევანდელმა შესანიშნავმა შედეგიანობამ განაპირობა. "ოლ ბლექსი" წლეულს საშუალოდ მატჩში 42 ქულას აგროვებს.

ახალ ზელანდიას კვალში უდგას ავსტრალია, რომლის ანგარიშზე 509 მატჩში 10 260 ქულაა. მეოთხე კი უელსის ნაკრებია, რომელმაც 612 შეხვედრაში 9 860 ქულა მოიპოვა, მერე მოდის ინგლისი, "პომებმა" 629 შეხვედრაშ - 9 837 ქულა.

მსოფლიო თასის ამჟამინდელი მფლობელი სამხრეთ აფრიკა მეექვსე ადგილზეა. "ბოკემ" 386 მატჩში 8 713 ქულის მოგროვება შეძლო. მას ფეხდაფეხ არგენტინის ნაკრები მისდევს - 8 513 ქულა 331 მატჩში.

შედარებისთვის: საქართველოს ნაკრებმა 121 მატჩი გამართა და 2 792 ქულა დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები ნოემბერში საფრანგეთში ითამაშებს. მანამდე კი "ოლ ბლექსი" შეეცდება, ფრანგებს გატანილი ლელოების რაოდენობითაც გადაასწროს. დღეისთვის სხვაობა შვიდ ლელოს შეადგენს. ფრანგების რეკორდი კი 1 561 ლელოა.

საინტერესოა, რომ ახალი ზელანდიასა და არგენტინის ნაკრებების მონაგარში, სხვებისგან განსხვავებით, გატანილი გარდასხვების რაოდენობა საჯარიმოებისას აჭარბებს.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა