კალენდარი საბოლოოდ დადგინდა
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭოს მორიგ სხდომაზე დაამტკიცეს ფორმულა 1-ის 2016 წლის ჩემპიონატის წინასწარი კალენდარი, რომელშიც ეტაპების სარეკორდო რაოდენობაა - 21. როგორც მოსალოდნელი იყო, აზერბაიჯანის გრან-პრის დებიუტი ივლისში შედგება.

ამასთან, კალენდარმა მთელი რიგი სერიოზული ცვლილებები განიცადა. ასე მაგალითად, სოჭში რუსეთი გრან-პრი ოქტომბრიდან პირველი მაისისთვის გადაიტანეს, ხოლო მალაიზიის ეტაპი სეზონის დასაწყისიდან ბოლოში მოექცა.

2016 წლის ჩემპიონატი წლევანდელზე ერთი თვით გვიან დაიწყება, რაც ძალიან მჭიდრო გრაფიკს გამოიწვევს. სეზონში შვიდი ისეთი შემთხვევა იქნება, როცა ორი კვირის განმავლობაში ზედიზედ ორი ეტაპი ჩატარდება: ავსტრალია/ჩინეთი, ბაჰრეინი/რუსეთი, ბრიტანეთი/ავსტრია, გერმანია/უნგრეთი, ბელგია/იტალია, სინგაპური/მალაიზია და აშშ/მექსიკა.

მომავალი სეზონის განრიგის საბოლოო ვერსიას მიმდინარე წლის ბოლოს დაამტკიცებენ, ამიტომაც, გამორიცხული არ არის უკვე გამოქვეყნებულ ვარიანტში გარკვეული ცვლილებები.

2016 წლის კალენდარი:

3 აპრილი ავსტრალია (ალბერტ-პარკი)

10 აპრილი ჩინეთი (შანხაი)

24 აპრილი ბაჰრეინი (საჰირი)

1 მაისი რუსეთი (სოჭი)

15 მაისი ესპანეთი (ბარსელონა)

29 მაისი მონაკო (მონტე კარლო)

12 ივნისი კანადა (მონრეალი)

26 ივნისი ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)

3 ივლისი ავსტრია (რედ ბულ რინგი)

17 ივლისი ევროპა (ბაქო)

31 ივლისი გერმანია (ჰოკენჰაიმი)

7 აგვისტო უნგრეთი (ჰუნგარორინგი)

28 აგვისტო ბელგია (სპა)

4 სექტემბერი იტალია (მონცა)

18 სექტემბერი სინგაპური (მარინა-ბეი)

25 სექტემბერი მალაიზია (სეპანგი)

9 ოქტომბერი იაპონია (სუზუკა)

23 ოქტომბერი აშშ (ოსტინი)

30 ოქტომბერი მექსიკა (მეხიკო)

13 ნოემბერი ბრაზილია (ინტერლაგუში)

27 ნოემბერი აბუ დაბი (იას-მარინა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე