"კატიუშა" ტესტზე ჩაფლავდა
რუსული ველოსაჯინიბოს "კატიუშას" წევრმა ლუკა პაოლინიმ დოპინგ-ტესტი ჩააგდო. მისმა სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა კოკაინზე.

38 წლის იტალიელი ჩამოაშორეს ამ დღეებში მიმდინარე ტურ დე ფრანსს და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დისკვალიფიკაცია მისცეს. ასეთია ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირის სანქცია ვეტერანის მიმართ.

თავად ველომრბოლი უარყოფს ნარკოტიკის მიღებას. "პაოლინიმ განაცხადა, რომ არ მიუღია კოკაინი არც ტურ დე ფრანსის წინ და არც ველომარათონის მსვლელობისას", - განაცხადა რუსული გუნდის პრეს-ატაშემ ფილიპ მარტინსმა.

ჯერჯერობით, "კატიუშას" ხელმძღვანელები ელოდებიან "B" სინჯის შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებენ კომენტარს დოპინგის მიღების ფაქტთან დაკავშირებით.

შვიდი ეტაპის შემდეგ, პაოლინი ტურ დე ფრანსის გენერალურ კლასიფიკაციაში 168-ე ადგილზე იყო. იტალიელი რუსულ ველოსაჯინიბოში 2011 წლიდან გამოდის. 2013 წელს, მან ჯირო დ'იტალიას ეტაპის მოგება შეძლო.

გუშინ, ტურზე გუნდური დროზე განცალკეთებით რბოლა იყო, რომლის შემდეგაც, შემცირდა სხვაობა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერ კრის ფრუმსა და მის უახლოეს მდევარ ტიჯეი ვან გარდერენს შორის, სამაგიეროდ, ბრიტანელი უკვე წუთზე მეტს უგებს თავის ყველაზე სახიფათო კონკურენტს ალბერტო კონტადორს.

IX ეტაპი

ვანი-პლიუმლეკი. 28 კმ

1. BMC Racing Team (აშშ) - 32:15; 2. Sky (ბრიტ) - +0,01; 3. Movistar (ესპ) - +0,04; 4. Tinkoff-Saxo (რუს) - +0,28; 5. ასტანა (ყაზ) - +0,35; 6. IAM Cycling (შვეიც) - +0,38; 7. Etixx - Quick Step (ბელ) - +0,45; 8. Lampre – Merida (იტა) - +0,48; 9. Team Lotto NL – Jumbo (ჰოლ) - +1,14; 10. AG2R La Mondiale (საფ) - +1,24...

საერთო ჩათვლა

1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 31:34,12; 2. ტიჯეი ვან გარდერენი (აშ, BMC) - +0,12; 3. გრეგ ვან ავერმატი (ბელ, BMC) - +0,27; 4. პეტერ საგანი (სლოვაკ, Tinkoff-Saxo) - +0,38; 5. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - +1,03; 6. რიგობერტო ურანი (კოლ, Etixx-Quick-Step) - +1,18; 7. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +1,50; 8. გერანტ ტომასი (ბრიტ, Sky) - +1,52; 9. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +1,29... 13. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +2,22... 16. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - +2,56... 18. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +3,52...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე