"ლივერპულს" უძღები შვილი შორდება
ინგლისური პრესის უკანასკნელი ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტიმ" და "ლივერპულმა", ბოლოს და ბოლოს, შეათანხმეს რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერის პირობები და ცხადია, "ქალაქელები" პირადი კონტრაქტის დეტალებზე თავად 20 წლის შემტევსაც გაურიგდნენ.

დეტალები ცნობილი, ალბათ, ცოტა უფრო მოგვიანებით გახდება. ერთადერთი, ითქვა ის, რომ მანჩესტერელები 49 მილიონ გირვანქას გადაიხდიან. ასე რომ, გარკვეულ დათმობაზე ორივე მხარე წავიდა - "სიტი" იმ კუთხით, რომ რამდენიმე მილიონი დაამატა და თავის მხრივ, "ლივერპული", რომელიც დაყაბულდა სტერლინგის გაყიდვას.

ერთადერთი ჯიუტი და შეუვალი თავად რაჰიმი იყო. როგორც იცით, მერსისაიდელებს და კერძოდ, მათ მთავარ მწვრთნელს, ბრენდან როჯერსს სტერლინგის წასვლა ძალიან არ უნდოდა. ჩრდილოირლანდიელს ეიმედებოდა, რომ ახალგაზრდა ტალანტს ნელ-ნელა დაიყოლიებდა და ახალ კონტრაქტსაც გააფორმებინებდა გუნდთან. თუმცა რთული ხასიათის მქონე რაჰიმმა ჯერ კვირაში 100 ათას ფუნტზე თქვა უარი, მერე ვარჯიში გააცდინა და ისიც ითქვა, კონკრეტულად როჯერსიც ამოიჩემა და მასთან ერთად მუშაობა აღარ სურსო.

მართალია, სტერლინგი ტაილანდი-ავსტრალია-მალაიზიის ტურნეს განაცხადში კლუბმა მაინც შეიყვანა, მაგრამ მოგვიანებით სიიდან ამოშალა, რადგან ნორჩი ტალანტი არსად წასვლას არ აპირებდა და, როგორც ჩანს, მან საბოლოოდ გაიტანა თავისი. როჯერსსა და კომპანიას სხვა გზა აღარ დარჩათ, სტერლინგი სარფიანად უნდა გაეყიდათ.

ამრიგად, რაჰიმი, ბრიტანელი ფეხბურთელების ტრანსფერებს თუ ავიღებთ, უელსელი გარეთ ბეილის მერე უძვირფასესი მოთამაშე ხდება და შესაბამისად, ყველაზე ძვირად ღირებულ ინგლისელად იქცევა, ასწრებს რა ენდი ქეროლს, ვისშიც 2011 წელს "ლივერპულმა" "ნიუკასლს" 35 მილიონი გირვანქა გადაუხადა. ხოლო ბეილი "ტოტენჰემმა" რეალში 85 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გაყიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სტერლინგი "ტოტენჰემში" არ გადავა - მანაც შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგი კარიერას "ფეიენოორდში" გააგრძელებს
"არსენალმა" "ჩელსიდან" სტერლინგი დაიმატა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ამ სეზონში უთამაშებელი სტერლინგი "ჩელსიდან" წასვლასთან ახლოსაა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები