ნოვაკ ჯოკოვიჩი მესამედ გახდა უიმბლდონის ჩემპიონი
ლამაზ ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ მეორე სეზონში დაამარცხა როჯერ ფედერერი და მესამედ მოიგო მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ტიტული...

სტატისტიკა მატჩის წინ

- ფინალი შარშანდელი გადამწყვეტი მატჩის გამეორება იქნება. ერთი წლის წინ, ჯოკოვიჩმა ხუთ სეტში მოიგო.

- სერბმა და შვეიცარიელმა 39-ჯერ ითამაშეს ერთმანეთში. მინიმალური უპირატესობა როჯერის მხარესაა - 20:19.

- ჯოკოვიჩმა "დიდი სლემის" ტურნირებზე ბოლო ექვს მატჩში ოთხჯერ დაამარცხა ფედერერი, საერთო ჯამში კი ამ დაპირისპირებაში თანაფარდობაა - 6:6.

- აქამდე, ნოვაკი და როჯერი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში. 2007 წელს, აშშ-ის ღიაზე ფედერერმა გაიმარჯვა, შარშან უიმბლდონზე - ჯოკოვიჩმა.

- სერბი მეჩვიდმეტედ ითამაშებს "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში. უფრო მეტი ფინალი ჰქონდათ - როჯერ ფედერერს (26), რაფაელ ნადალს (20), ივან ლენდლსა (19) და პიტ სამპრასს (18).

- "დიდი სლემის" ბოლო 20 ტურნირიდან, სერბი 15-ჯერ მივიდა ფინალამდე.

- ნოვაკს შეუძლია მეცხრედ მოიგოს "დიდი სლემის" ტურნირი, რითაც ის ხუთ ყველაზე ტიტულოვან ჩოგბურთელს შორის მოხვდება. მას უსწრებენ: როჯერ ფედერერი (17), პიტ სამპრასი (14), რაფაელ ნადალი (14) და ბიორნ ბორგი (11).

- ჯოკოვიჩს "დიდი სლემის" ტურნირების ფინალებში 8 მოგება და ამდენიმე წაგება აქვს.

- როჯერ ფედერერი მეათედ გავიდა უიმბლდონის ფინალში, რითაც დაამხო რაფაელ ნადალის რეკორდი "დიდი სლემის" ერთ ტურნირზე ფინალების რაოდენობით (9 გადამწყვეტი მატჩი როლან გაროსზე).

- მოგების შემთხვევაში, ფედერერი მერვედ მოიგებს უიმბლდონს. "დიდი სლემის" ერთი ჩემპიონატი უფრო ხშირად მხოლოდ რაფა ნადალს მოუგია (9-ჯერ როლან გაროსი).

- 33 წლის შვეიცარიელს შეუძლია გახდეს უიმბლდონის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი. რეკორდი არტურ ეშს ეკუთვნის, რომელმაც 31 წლის ასაკში მოიგო უიმბლდონი 1975 წელს.

მატჩის წინ

წლევანდელი ფინალის წინ ისე ჩანდა, რომ როჯერს ჩემპიონობის უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე 2014 წელს. ამგვარი ვარაუდის საშუალება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფედერერმა ფანტასტიკურად ითამაშა ნახევარფინალში ენდი მარეის წინააღმდეგ. პირველ რიგში, ეს ითქმის შვეიცარიელის მოწოდებაზე. მან მარეის 20 ეისი ჩაუგდო და პირველი მოწოდებით ქულების 84 პროცენტი აიღო. მთელი მატჩის განმავლობაში ბრიტანელს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.

ბევრი ექსპერტი აღნიშნავდა, რომ ასე კარგად ფედერერს უკვე დიდი ხანია არ უთამაშია. რაც შეეხება ნოვაკს, მის მიმართ მსგავსი სიტყვები არ ისმოდა. ფინალამდე სერბი ისე მივიდა, რომ მეტოქედ TOP8-ის არც ერთი წარმომადგენელი არ შეხვედრია. ყველაზე რთული მატჩი მას მერვედფინალში კევინ ანდერსონთან ჰქონდა, როცა სეტებში 0:2 ჩამორჩა, შემდეგ კი საკმაროდ დამაჯერებლად გაიარა მარინ ჩილიჩისა და რიშარ გასკეს ბარიერი.

მატჩი

ფინალის დებიუტი როჯერს დარჩა. ის უკეთ აწვდიდა და დამაჯერებლად ინარჩუნებდა საკუთარ გეიმებს, ხოლო სეტის შუაში ნოვაკის რამდენიმე შეცდომამ "მშრალი" ანგარიშით ბრეიკი გამოიწვია.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აწვდიდა ფედერერი მთლიანად ტურნირზე, სეტის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა. მაგრამ, ამჯერად, მოწოდებამ ვერ უშველა. ნოვაკმა ძალიან მალე დაიბრუნა დაკარგული გეიმი. მოსალოდნელ ტაი-ბრეიკამდე ფედერერი გააქტიურდა და მიღებაზე ორი სეტბოლი გამოიმუშავა. ჯოკოვიჩმა ორივე საფრთხე კარგი მოწოდებით მოიგერია, სულ კი ამ კრიტიკული მომენტიდან მოყოლებული 15-დან 14 გათამაშება მოიგო და ტაი-ბრეიკზე 7:1 გაიმარჯვა.

მეორე სეტში ფედერერი აგრძელებდა ზეწოლას და 2:2-ზე ორმაგი ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. შემდეგ ნოვაკს მიეცა კარგი შანსი, როცა 5:4-ზე სეტბოლი მიიღო და ახლა უკვე ფედერერი გადარჩა. შემდეგ იყო როჯერის კიდევ ერთი ბრეიკი და კიდევ ერთი გამოუყენებელი შანსი. საბოლოოდ, საქმე მივიდა ტაი-ბრეიკამდე, რომელშიც შვეიცარიელი მუდმივად ჩამორჩებოდა - 3:6, 6:7, 8:9, 9:10. ლეგენდამ შეუძლებელი შეძლო - მეორე სეტში შვიდი სეტბოლი მოიგერია და პარტია მაინც მოიგო - 7:6(11:9).

მიღებული შოკის მიუხედავად, სერბმა დროულად შეძლო გონს მოსვლა. მას სულ ცოტა დააკლდა პირველივე გეიმში ბრეიკამდე, სამაგიეროდ, მესამე გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება. მეორე სეტმა სწრაფად ჩაიარა. ფედერერი ვერ ახერხებდა საპასუხო ბრეიკის შესასრულებლად შანსის პოვნას. ერთხელ 30:15 წაიყვანა ანგარიში მიღებაზე - ეს იყო და ეს. მომდევნო ორი საკუთარი გეიმი ჯოკოვიჩმა " მშრალი" ანგარიშით მოიგო და სეტებში დაწინაურდა. პირველ მოწოდებაზე სერბი იდეალური იყო - 17-დან 16 მოგებული ბურთი.

მეოთხე სეტში ფედერერმა რისკიანი თამაში დაიწყო, რაც ბევრ შეცდომას იწვევდა. ნოვაკი კი ტაქტიკას არ ცვლიდა - ღრმა დარტყმები, თამაში მეტოქის მარცხენა ხელზე, კარგი მოწოდება და მინიმალური შეცდომები (სულ 16 ორი საათი და 55 წუთი ბრძოლის შემდეგ). 2:2-ზე როჯერმა სამი შეცდომა დაუშვა და საკუთარი მოწოდება დათმო. შემდეგ სერბმა ორი დაფარული მატბოლი მიიღო, მაგრამ შვეიცარიელმა გადაარჩინა თავისი გეიმი. ამას მოჰყვა მცირე შანსი მიღებაზე, მაგრამ 0:30-დან ნოვაკმა ცხრიდან რვა ქულა აიღო და მესამედ მოიგო უიმბლდონი - 7:6(1), 6:7(10), 6:4, 6:3.

ჯოკოვიჩისთვის ეს იყო მე-200 მოგება "დიდი სლემის" ტურნირებზე. ის პირველი ჩოგბურთელია 2007 წლის შემდეგ, ვინც უიმბლდონზე ტიტულის დაცვა შეძლო. კარიერაში კი 54-ე ტურნირი მოიგო, წელს 51 მატჩში 48 მოგება დაუგროვდა, რამაც ექვსი ტიტული მოუტანა.

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რიშარ გასკე (საფ, 21) 7:6(2), 6:4, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ენდი მარეი (ბრიტ, 3) 7:5, 7:5, 6:4.

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2) 7:6(1), 6:7(10), 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა