ინტერვიუ უიმბლდონის გამარჯვებულთან
უიმბლდონის მოგების შემდეგ, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა შესანიშნავ ხასიათზე მისცა პირველი საჩემპიონო ინტერვიუ...

- თავს შესანიშნავად ვგრძნოდ. ძალიან მინდოდა წელს უიმბლდონის მოგება და ეს მოხდა.

- რამდენად რთული იყო ამ ტურნირზე გადართვა საფრანგეთის ღია პირველობის მოგების შემდეგ?

- წელს, როლან გაროსსა და უიმბლდონს შორის პაუზა სამ კვირამდე გაზარდეს და ეს, რა თქმა უნდა, დამეხმარა. ერთი კვირა საერთოდ არ მივარჯიშია, რადგან თავს არც ისე კარგად ვგრძნობდი. შემდეგ კი უბრალოდ გაუჩერებლად ვვარჯიშობდი,

- რა იტყვით ფინალში თქვენს მეტოქეზე - გარბინ მუგურუსაზე?

- ადრე მან ერთხელ უკვე დამამარცხა. შესანიშნავი მოთამაშეა. ფინალში არა მხოლოდ საბრძოლველად, არამედ, მოსაგებად იყო განწყობილი. ჩვენ მასზე კიდევ ხშირად მოგვიწევს ლაპარაკი.

- მეექვსედ მოიგეთ უიმბლდონი. კიდევ რამდენჯერ აპირებთ აქ გამარჯვებას?

- მე მხოლოდ დღევანდელი მომენტით ვცხოვრობ. იმედია, მომავალს წელს ჩამოვალ აქ და ტიტულს დავიცავ. დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება.

- 27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შტეფი გრაფი ჩავიდა ნიუ იორკში კალენდარული "დიდი სლემის" მოსაპოვებლად. ამიტომაც, აშშ-ის ღიაზე თქვენს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იქნება. მზად ხართ ამისთვის?

- ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩემს გარდა, იქ კიდევ 127 ჩოგბურთელი ითამაშებს, მაგრამ თუ მე აქ რთული ბადის გავლა შევძელი, რატომ არ შეიძლება იგივე ნიუ იორკში გავაკეთო. გარდა ამისა, არ ვგრძნობ, რომ რაღაც მაქვს დასაკარგი. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო სეზონის პირველ ნომრად დასრულება, ამასთან დაკავშირებით კი პრობლემა არ იქნება.

- თქვენ "დიდი სლემის" ტურნირების ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი გახდით. ამაყობთ ამ მიღწევით თუ პირიქით, ეს ფაქტორი გაშინებთ?

- არავითარ შემთხვევაში. შესანიშნავ განწყობაზე ვარ. საერთოდ არ ვფიქრობ ასაკზე და თავს ძალიან ახალგაზრდად ვგრძნობ. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც თქვენს გვერდით არიან, სპორტსმენების ცხოვრება და კარიერა დიდხანს გრძელდება.

- ამერიკელი ქალებისთვის ეს განსაკუთრებული კვირაა. ფეხბურთელები მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, თქვენ კი უიმბლდონზე გაიმარჯვეთ...

- დიახ, ჩვენი ფეხბურთელების გამო ძალიან გავიხარეთ. მათ ძალიან ვგულშემატკივრობდი და ხანდახან ვნერვიულობდი კიდეც! კარგია, რომ მათ გაიმარჯვეს, მე კი გავაგრძელე მათი წარმატება.

- ბოლოს, გაგვიზიარეთ საჩემპიონო საიდუმლო. რა გეხმარებათ კონცენტრაციის შენარჩუნებაში, როცა ეს განსაკუთრებით აუცილებელია?

- რთული სათქმელია. მხოლოდ ის ვიცი, რომ თამაშის დროს გულში რაღაც სიმღერას ვასრულებ. და როცა სიმღერას ვწყვეტ, მაშინვე წაგებას ვიწყებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
უდიადესი სპორტსმენი,ყველა დროის ერთ-ერთი ლეგენდარული ადამიანი.
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა